იმისათვის, რომ დღე წარმატებული იყოს, იგი სწორად უნდა დაიწყოთ. მაგალითად, გემრიელი და ნოყიერი საუზმით.
ყველიანი ფუნთუშები კი საუკეთესო საუზმეა. ისინი სირნიკებისგან განსხვავდება, რადგან სირნიკები ხაჭოთი მზადდება. ჩვენი ფუნთუშები სავსეა ნამდვილი მაგარი ყველით.
ყველიანი ფუნთუშები
ინგრედიენტები
- 100 გრ მაგარი ყველი
- 200 მლ კეფირი
- 1 ჩ.კ. შაქარი
- 1/3 ჩ.კ. მარილი
- 1/2 ჩ.კ. სოდა
- 200 გრ ფქვილი
მომზადების წესი
1. მსხვილად გახეხეთ ყველი. ჩვენ მივუთითეთ ყველის მინიმალური ოდენობა, რაც ფუნთუშებისთვის აუცილებელია. თქვენ თუ სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ უფრო მეტი ყველი გამოიყენოთ, ასე ფუნთუშები ბევრად გემრიელი გამოვა.
2. კარგად შეურიეთ ერთმანეთს კეფირი, შაქარი, მარილი და სოდა. დაუმატეთ ყველი და გაცრილი ფქვილი, მოზილეთ ცომი.
3. ცომისგან გააკეთეთ პატარა ზომის ფუნთუშები და გააბრტყელეთ. შეგიძლიათ ფუნთუშებს შუაში ნახვრეტები გაუკეთოთ, როგორც ბუბლიკებს, რათა ცომი უკეთესად გამოცხვეს.
4. გადაიტანეთ ფუნთუშები გაცხელებულ ტაფაში, რომელშიც მცენარეული ზეთი ასხია. ფუნთუშები შეწვით თავდახურულ ტაფაში თითო მხარეს 2-2 წუთით.
6. გამომცხვარი ფუნთუშები ქაღალდის ხელსახოცზე დაალაგეთ, რომ მოაშოროთ ზედმეტი ცხიმი. ამის შემდეგ კი შეგიძლიათ მიირთვათ ისინი.
ასევე შეგიძლიათ გაადნოთ მაგარი ყველი მიკროტალღულ ღუმელში და დაასხათ ფუნთუშებს. გემრიელად მიირთვით!