სწრაფად მოსამზადებელი უსაფუარო ცომი იდეალური პიცისთვის

2384

თუ თქვენ, ისევე როგორც მე, გსურთ დააგემოვნოთ გემრიელი პიცა, მაგრამ საფუარიანი ცომის მოზელა და დიდხნიანი ლოდინი არ გსურთ, აუცილებლად გამოიყენეთ ეს რეცეპტი. “სწრაფ” ცომს საფუარი საერთოდ არ სჭირდება. სხვათა შორის, იტალიელები პიცის ცომს სწორედ ამ რეცტით ამზადებენ!

ამ ცომის მთავარი უპირატესობა გახლავთ ის, რომ იგი ბევრად უფრო სწრაფად ცხვება, ვიდრე საფუარიანი ცომი, რაც ნიშნავს, რომ პიცის მოსამზადებლად უფრო ნაკლები დრო დაგჭირდებათ.

სწრაფი ცომი პიცისთვის, საფუარის გარეშე

დღეს ჩვენ გაგიზიარებთ პიცის ცომის რეცეპტს საფუარის გარეშე, რომელიც მცენარეულ ზეთზე მზადდება. პიცა ძალიან თხელი და ხრაშუნა გამოდის!

ინგრედიენტები ცომისთვის

  • 1,5 ჭიქა ფქვილი
  • 4 ს.კ. მცენარეული ზეთი
  • 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
  • 0,5 ჩ.კ. მარილი
  • 100 მლ წყალი

მომზადების წესი 

1. ღრმა თასში შეურიეთ ერთმანეთს ფქვილი, მარილი და გამაფხვიერებელი. კარგად მოურიეთ.

2. მშრალი ნაზავის ცენტრში გააკეთეთ პატარა ჩაღრმავება, ჩაასხით მასში წყალი და მცენარეული ზეთი (შეგიძლიათ ზეითუნის ზეთით ჩაანაცვლოთ).

3. მოზილეთ ცომი, ჯერ კოვზით, შემდეგ კი ხელით. ცომი უნდა იყოს რბილი და ელასტიური.

4. ცომი ნახევარი საათით “დაასვენეთ”, შემდეგ კი თქვენთვის საყვარელი სახეობის პიცა გამოაცხვეთ.

5. მოცემული ინგრედიენტებისგან შეგიძლიათ 2-3 მმ სისქის ცომი 1 პიცისთვის. ამ ცომით მომზადებული პიცა უნდა გამოაცხოთ 10-15 წუთის განმავლობაში, 180 გრადუსზე. იგი ასევე იდეალურია პიცის ტაფაზე მოსამზადებლად.

აუცილებლად სცადეთ პიცის მომზადება ჩვენ მიერ შემოთავაზებული რეცეპტით, გვერწმუნეთ, არ ინანებთ.