უგემრიელესი ნამცხვარი ნიგვზისა და შედედებული რძისგან დამზადებული არომატული კარამელის შიგთავსით

1733

ხშირად ხდება, რომ თვეების განმავლობაში იკავებთ თავს ტკბილეულისგან. მაგრამ დგება მომენტი, როდესაც ძალიან გსურთ მიირთვათ რაღაც ტკბილი, არომატული და საშინაო დესერტი. ნუ იტყვით უარს საკუთარ სურვილებზე და მოამზადეთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული უგემრიელესი ნამცხვარი ნიგვზით, რომელიც ძალიან სწრაფად და მარტივად მზადდება.

 

ნამცხვარი ნიგვზით

ინგრედიენტები

  • 250 გრ ფქვილი
  • 250 გრ შაქარი
  • 280 გრ კარაქი
  • 1 ჩ.კ. სოდა
  • 1 ს.კ. კონიაკი
  • 1 ქილა შედედებული რძე
  • 0,5 ჭიქა ბერძნული ნიგოზი

მომზადების წესი

1. თავდაპირველად მოამზადეთ ცომი. ამისთვის შეურიეთ ერთმანეთს 180 გრ კარაქი, 150 გრ შაქარი, ფქვილი, კონიაკი, სოდა და მწიკვით მარილი. მოზილეთ ფხვიერი ცომი.

2. გადაიტანეთ ცომი საცხობ ფორმაში, კარგად გააბრტყელეთ და ჩანგლით დაჩხვლიტეთ, შემდეგ მოათავსეთ ღუმელში და გამოაცხვეთ 20-25 წუთით.

3. სანამ ცომი გამოცხვება, მოამზადეთ შიგთავსია. ქვაბში შეურიეთ ერთმანეთს დარჩენილი კარაქი, შაქარი და შედედებული რძე. გაათბეთ მასა დაბალ ცეცხლზე, მუდმივად მოურიეთ. მოადუღეთ ნაზავი და ჩაყარეთ მასში დაჭრილი ნიგოზი. ადუღეთ კიდევ 5 წუთით დაბალ ცეცლხზე (არ დაგავიწყდეთ მუდმივად მოურიოთ).

4. მზა შიგთავსი გადმოდგით ცეცხლიდან და რამდენიმე წუთით “დაასვენეთ”. ამ დროის განმავლობაში გადმოიტანეთ გამომცხვარი ფენა თეფშზე, ზემოდან მოასხით შიგთავსი და შეინახეთ მაცივარში ერთი საათით და ნახევრით. შემდეგ დაჭერით დესერტი ნაჭრებად და ისიამოვნეთ გემრიელი ნიგვზიანი ტკბილეულით!

შედედებული რძისგან მომზადებული კარამელი ისეთი წელვადი და არომატულია, რომ მასზე უარის თქმა ნამდვილად შეუძლებელია. აუცილებლად მოამზადეთ დესერტი და გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები კომენტარებში!