მოამზადეთ კაკლის ჰაეროვანი პეროგი ზუსტად 5 წუთში

1371

პეროგები, რომელთა მომზადება 5 წუთში შეიძლება, ნებისმიერი დიასახლისის არსენალში უნდა იყოს. ჩვენ მიერ შემოთავაზებული რეცეპტი სწორედ ასეთია!

კაკლის პეროგი

ჩვენ გთავაზობთ პეროგის რეცეპტს კაკლით. ამ რეცეპტში, ისინი პირდაპირ ცომში უნდა დაუმატოთ.

ბერძნული კაკალი მაგნიუმის საუკეთესო წყაროა, რაც აუცილებელია ბავშვებისა და მოზრდილებისთვის, რათა ისნი მარტივად გაუმკლავდნენ ფსიქოლოგიურ სტრესს.

სწორედ ამიტომ, ასეთი დესერტი იდეალური წასახემსია სკოლისთვის. სკოლის მოსწავლეებისთვის, სწორი კვება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სწორი მომზადება სასწავლო წლისთვის.

ეს მარტივი კაკლის პეროგი არა მხოლოდ ბავშვებს, არამედ თქვენც აუცილებლად მოგეწონებათ!

ინგრედიენტები

  • 150 გრ დაბლენდერებული ბერძნული კაკალი
  • 100 გრ კარაქი
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 1 ჭიქა ფქვილი
  • 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
  • 2 ც კვერცხი
  • 130 გრ რძე
  • 2 ჩ.კ. ვანილის შაქარი

მომზადების წესი

1. ათქვიფეთ კვერცხი მიქსერით, თანდათან დაუმატეთ ვანილის და ჩვეულებრივი შაქარი.

2. შემდეგ გაადნეთ კარაქი და ფრთხილად ჩაასხით კვერცხისა და შაქრის ნაზავში.

3. ფქვილი, კაკალი და გამაფხვიერებელი შეურიეთ ერთმანეთს.

4. შეურიეთ ერთმანეთს კვერცხიანი და ფქვილიანი ნაზავი (მხოლოდ ნახევარი), დაუმატეთ რძე და კარგად მოურიეთ.

5. საცხობ ფორმას წაუსვით ზეთი. შეგიძლიათ მასში საცხობი ქაღალდი ჩააფინოთ ან სილიკონის ფორმა გამოიყენოთ. გამოაცხვეთ პეროგი 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში ნახევარი საათით.

6. პეროგს გასაფორმებლად მოაყარეთ შაქრის პუდრი ან წაუსვით არაჟნისა და შაქრისგან დამზადებული კრემი.

გემრიელად მიირთვით!