გამომცხვარი ქათამი აჯიკისა და მაწვნის მარინადში

1654

სურნელოვან გრძელ მარცვლოვან ბასმასის ბრინჯს დაუმატეთ ერთი კოვზი კარაქი და ერთი წვეთი აჯიკა, შემდეგ მოხარშეთ და დაუმატეთ წიწილას.

ინგრედიენტები

  • 1 დიდი ზომის ქათამი (2-2,3 კგ)
  • 400 გრ მაწონი
  • 2 სქელი ღერო პრასი
  • 2 კბილი ნიორი
  • 1-3 ს.კ. აფხაზური აჯიკა
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი

  1. ქათამს მოაშორეთ ზედმეტი ცხიმი კისერსა და კუდის გარშემო. დაჩხვლიტეთ ქათამი ჩანგლით, გაამშრალეთ, მოაყარეთ მარილი, ცოტაოდენი აჯიკა და პილპილი.
  2. დაჭყლიტეთ ნიორი, შეურიეთ აჯიკასა და მაწონს გემოვნებით.
  3. მოათავსეთ ქათამი ცელოფნის პაკეტში, ჩაასხით მასში მარინადი, ჰაერი გამოუშვით და დახურეთ პაკეტი. კარგად ამოავლეთ ქათამი მარინადში და გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე 2 საათით ან მაცივარში 24 საათით.
  4. გააცხელეთ ღუმელი 160 გრადუსზე. საცხობ საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტი. გარეცხეთ და შუაზე გაჭერით პრასი და დაალაგეთ საცხობ ფორმაზე.
  5. ქათამს შეუკარით ფრთები და ფეხები და მოათავსეთ საცხობ ფორმაზე მკერდით ქვემოთ. გამოაცხვეთ 1 საათის განმავლობაში.
  6. გადააბრუნეთ ქათამი და კიდევ 40-60 წუთით გამოაცხვეთ. შემდეგ “დაასვენეთ” თეფშზე 10 წუთით.

გემრიელად მიირთვით!