უგემრიელესი მინტაი არაჟნის სოუსში

1844

მიმზიდველი ფასის გარდა, მინტაის უამრავი უპირატესობა აქვს. პირველ რიგში, თევზის ეს სახეობა დიეტურია, რეკომენდებულია ბავშვებისა და ალერგიით დაავადებულთათვის, მეორე, ეს გახლავთ ნაჯერი მჟავების ხელმისაწვდომი წყარო. და მესამე, ისევე როგორც ყველა ვირთევზა, მინტაი მდიდარია ცილებით-100 გრ ფილე შეიცავს ყოველდღიური ნორმის მეოთხედზე მეტს. მინტაი რაც შეიძლება ხშირად უნდა მიირთვათ როგორც ზრდასრულებმა, ისე ბავშვებმა.

ჩვენს რედაქციას აქვს შესანიშნავი რეცეპტი, რომელიც თქვენი თევზის მენიუს გაამრავალფეროვნებს. არაჟანში ჩაშუშული მინტაი ძალიან წვნიანი და ჰაეროვანი კერძია. არაჟანი ამ სახეობის თევზს ყველაფერზე მეტად უხდება.

ინგრედიენტები

  • 1 კგ მინტაი
  • 3 კბილი ნიორი
  • დაფქული შავი პილპილი გემოვნებით
  • 3 ს.კ. მზესუმზირის ზეთი
  • 1 ჩ.კ. თევზის სანელებლები
  • 400 გრ არაჟანი
  • მარილი გემოვნებით
  • კამა გემოვნებით
  • 1 ც სტაფილო
  • 4 ს.კ. ხორბლის ფქვილი

მომზადების წესი

  1. თევზი კარგად გარეცხეთ, გაწურეთ და მოაჭერით ფარფლები. შემდეგ დაჭერით ნაჭრებად, მოაყარეთ თევზის სანელებლები და ცოტა ხნით “დაასვენეთ”.
  2. არაჟანს შეურიეთ დაბლენდერებული ნიორი, წვრილად დაჭრილი კამა, მარილი და პილპილი.
  3. სტაფილო გაასუფთავეთ და მსხვილად გახეხეთ, შემდეგ შეწვით 1 ს.კ. მზესუმზირის ზეთში. თევზი მოათავსეთ ფქვილში და შემდეგ ორივე მხრიდან სანახევროდ შეწვით დარჩენილ ზეთში.
  4. მოათავსეთ თევზზე შემწვარი სტაფილო, ზემოდან არაჟნის სოუსი მოასხით. დაახურეთ ტაფას სახურავი, შეამცირეთ ცეცხლის სიმძლავრე და მოთუშეთ მინტაი 15 წუთის განმავლობაში.

აი, ასე შეგიძლიათ დაანაყროთ მთელი ოჯახი სასარგებლო კერძით, რომლის მოსამზადებლად სულ 30 წუთია საჭირო. გემრიელად მიირთვით!