ბორში იხვითა და თეთრი სოკოთი

1393

ბორში, თუ მას მხოლოდ ტრადიციული რეცეპტით მოამზადებთ, დროთა განმავლობაში, ამ კერძის ყველაზე დიდ მოყვარულსაც კი მობეზრდება. შეიტანეთ მრავალფეროვნება მისი იხვის ბარკლების ბულიონზე მომზადებითა და სოკოს დამატებით. მხოლოდ 2 რამ და ბორშს სულ სხვაგვარი არომატი ექნება.

ბორში სოკოთი

ინგრედიენტები

  • 2 იხვის ბარკალი
  • 2 საშუალო ზომის თეთრი სოკო
  • 1 ჭარხალი
  • 1 სტაფილო
  • 1 თავი ხახვი
  • 1 კბილი ნიორი
  • 2 ს.კ. ტომატის რბილობი
  • 0.5 საშუალო თავი კომბოსტო
  • 2 კარტოფილი
  • 1 ს.კ. ძმარი
  • 2 ს.კ. მცენარეული ზეთი
  • მარილი, პილპილი, წიწაკა
  • არაჟანი გემოვნებით

მომზადება

1. იხვის ბარკლები კარგად გარეცხეთ. მოათავსეთ ქვაბში 1.5 ლ წყალთან ერთად, დიდ ცეცხლზე აადუღეთ, მოხსენით ქაფი. მოაყარეთ მარილი, შეამცირეთ ცეცხლი საშუალომდე და ხარშეთ 1 საათით. აცადეთ გაგრილება ოთახის ტემპერატურამდე, შემდეგ შედგით მაცივარში 1 ღამით. მეორე დღეს მოაშორეთ ბულიონს ზედაპირზე გამაგრებული ქონი. ბარკლები თეფშზე გადააწყვეთ და გააცალეთ ხორცი ძვალს.

2. სოკო გარეცხეთ და დაჭრით კუბებად. ჭარხალი, სტაფილო, ხახვი, ნიორი და კარტოფილი გაფცქვენით. ჭარხალი და სტაფილო თხელ ზოლებად, ხახვი – რკალებად, ხოლო ნიორი წვრილად დაჭერით.

3. გააცხელეთ ტაფაზე ზეთი და შეწვით ხახვი და სტაფილო 6 წუთით. დაუმატეთ ჭარხალი და ძმარი, ამზადეთ კიდევ 8 წუთით. დაუმატეთ პომიდვრის რბილობი. გააჩერეთ ცეცხლზე კიდევ 5 წუთით.

4. იხვის ბულიონი აადუღეთ, მოათავსეთ მასში ბოსტნეულის მასა, კარტოფილი და სოკო.

5. აადუღეთ ბორში, მოხსენით ქაფი და ამზადეთ 10 წუთით.

6. ამასობაში გარეცხეთ კომბოსტო, მოაშორეთ ზედა, უხეში ფოთლები და ქერქი. დარჩენილი ფოთლები დააქუცმაცეთ თხელ ზოლებად, ჩაყარეთ ბორშში და ხარშეთ კიდევ 10 წუთით.ლ მომზადებამდე 2-3 წუთით ადრე, მოათავსეთ ბორშში იხვის ხორცი და ნიორი.

მიირთვით გემრიელად, არაჟანთან ერთად.