ქადების მოყვარულებს ეს რეცეპტი ნამდვილად შეუყვარდებათ. დარიჩინის გულსართიანი ქადა აუცილებლად გახდება თქვენი სამზარეულოს სავიზიტო ბარათი.
ინგრედიენტები:
ცომისათვის:
- პურის ფქვილი – 1 კილოგრამი
- სოდა – 1/2 ჩაის კოვზი
- მარილი – გემოვნებით
- ერბო – 200 გრამი
ქადის გულსართისთვის:
- პურის ფქვილი – 400 გრამი
- შაქრის ფქვნილი – 400 გრამი
- დანაყილი დარიჩინი – 1/2 ჩაის კოვზი
- დანაყილი მიხაკი – 1/2 ჩაის კოვზი
- ერბო – 200 გრამი
მომზადების წესი:
- აიღეთ გაცრილი პურის ფქვილი, წყალი, სოდა, 1/2 ჩაის კოვზი მარილი, მოზილეთ მაგარი ცომი და გააჩერეთ 1 საათი.
- მოამზადეთ ქადის გული შემდეგნაირად: დაყარეთ ტაფაზე პურის ფქვილი და მოშუშეთ ერბოში, მერე აურიეთ შიგ შაქრის ფხვნილი, დანაყილი დარიჩინი, მიხაკი და კიდევ განაგრძეთ მოშუშვა, სანამ შეწითლდებოდეს, ფქვილის გემო და სუნი არ დაეკარგებოდეს.
- აიღეთ ცომის ნახევარი, გაშალეთ რაც შეიძლება თხლად, გადადეთ გვერდზე; ცომის მეორე ნახევარიც გაშალეთ, წაუსვით ერბო, დაადეთ პირველად მომზადებული გაშლილი ცომი და ზემოდან კიდევ ერბო წაუსვით.
- ეს ერბოწასმული ცომი გაკეცეთ სამად, ისევ ერბო წაუსვით და გრძლად მილივით დაახვიეთ ისე, რომ ჯამისებრი გამოვიდეს.
- ამ ჯამებივით მომზადებულ ცომში ჩადეთ ქადის გული, თავი მოუჭიმეთ ისე, რომ მასალა არ ჩანდეს, შემდეგ თითებით გააბრტყელეთ 1 თითის სისქეზე, ზემოდან წაუსვით კვერცხის გული, დაალაგეთ ფქვილმოყრილ თუნუქის ფურცელზე, ჩაჩხვლიტეთ ცომი ჩანგლით 3-4 ადგილას და შედგით ღუმელში გამოსაცხობად.