როგორ მოვამზადოთ ბადრიჯანი ტაფაზე

1645

ბადრიჯანი ზაფხული-შემოდგომის ბოსტნეულია, რომელსაც უამრავი სასარგებლო რამ აქვს. იგი შეიცავს ბოჭკოს, ხსნად შაქარს, პექტინს, ცილებს, კალიუმს, კალციუმს, ფოსფორს, რკინას, მაგნიუმს, ნატრიუმს და ვიტამინებს C, B1, B2, B5 და PP.

დღეს ჩვენ გასწავლით, როგორ შეწვათ ბადრიჯანი ტაფაზე ძალიან გემრიელად. არ აქვს მნიშვნელობა გიყვართ თუ არა ეს ბოსტნეული, ამ მეთოდით შემწვარი ბადრიჯანი აუცილებლად მოგეწონებათ.

როგორ მოვამზადოთ ბადრიჯანი ტაფაზე

ინგრედიენტები

  • 3 ც ბადრიჯანი
  • 2 ც კვერცხი
  • 2 ც ხახვი
  • 4 ს.კ. მცენარეული ზეთი
  • 1 ს.კ. მშრალი სოკო
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი

1. გათალეთ ბადრიჯანი და დაჭერით დიდ ნაჭრებად.

2. ათქვიფეთ კვერცხი მარილთან ერთად და დაასხით ბადრიჯანს. მოურიეთ და გააჩერეთ 2 საათით.

3. დაჭერით ხახვი კუბებად და შეწვით ზეთში.

4. შემდეგ ცალკე ტაფაზე შეწვით ბადრიჯანი, სანამ ყველა მხარე ოქროს ფერს არ მიიღებს.

5. შემწვარი ბადრიჯანი კვლავ ტაფაზე მოათავსეთ, დაუმატეთ შემწვარი ხახვი და სანელებლები. დაახურეთ ტაფას სახურავი და 3 წუთის განმავლობაში მოთუშეთ. ბადრიჯნის გემრიელი წასახემსი მზადაა. გემრიელად მიირთვით!