გამომშრალი ქლიავის მომზადების ინსტრუქცია

1916

თუ წელს ქლიავის დიდი მოსავალი გაქვთ, გთავაზობთ ზამთრისთვის გამომშრალი ქლიავის მომზადებას. გამომშრალი პომიდორი ალბათ ბევრს გაუსინჯავს, ხოლო გამომშრალი ქლიავი ნამდვილი გურმანთა საჭმელია!

ეს წასახემსი მცირეოდენი სიმჟავითა და სანელებლების წარმოუდგენელი არომატით თავბრუს დაგახვევთ.

გამომშრალი ქლიავი

დღეს ჩვენი რედაქცია გასწავლით, როგორ მოამზადოთ გამომშრალი ქლიავი საშინაო პირობებში.

ინგრედიენტები მარინადისთვის

  • 2 კგ ქლიავი
  • 70 მლ ღვინის ძმარი
  • 50 მლ ზეითუნის ზეთი
  • 2 ჩ.კ. შაქარი
  • 1 ჩ.კ. მარილი
  • 1 თავი ნიორი
  • 1 ს.კ. პროვანსალური ბალახი
  • 3 გრ წითელი პილპილი
  • 0,5 ჩ.კ. დაფქული ნიორი
  • 2 ღერო როზმარინი

ინგრედიენტები საკმაზისთვის 

  • 120 მზლ ზეითუნის ზეთი
  • 120 მლ მზესუმზირის ზეთი
  • 2 ღერო როზმარინი
  • 2 კბილი ნიორი
  • 3 გრ ბაჰარი
  • 2-3 მარცვალი შავი პილპილი
  • 5-7 ც მდოგვის თესლი

მომზადების წესი

1. გარეცხეთ ქლიავი, გაჭერით შუაზე და მოაშორეთ კურკები.

2. მარინადის მოსამზადებლად გახეხეთ ნიორი, როზმარინი კი წვრილად დაჭერით. მარინადისთვის განკუთვნილი ყველა ინგრედიენტი ღრმა თასში შეურიეთ ერთმანეთს: მარილი, შაქარი, პროვანსალური ბალახი, წითელი პილპილი, დახეხილი ნიორი, როზმარინი, ზეითუნის ზეთი და ღვინის ძმარი.

დაასხით მარინადი ქლიავს, მოურიეთ და გააჩერეთ  3 საათით.

3. საცხობ ლანგარს ფოლგა გადააკარით, მოათავსეთ მასზე ნახევარი ქლიავი. ქლიავის გამოშრობა შეგიძლიათ 100 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში. მთელი პროცესი დაახლოებით 2-3 საათს წაიღებს.

ქლიავების გამოშრობის პროცესი მათ ზომებზე, სახეობაზე და თქვენი ღუმელის მუშაობაზეა დამოკიდებული. თქვენზეა დამოკიდებული, უფრო გამომშრალი ქლიავი გსურთ თუ რბილი და წვნიანი.

ქლიავის გამოშრობის დროს ღუმელის კარი ოდნავ ღია უნდა იყოს. ამისთვის მოათავსეთ ჩვეულებრივი ფანქარი ღუმელსა და კარს შორის.

4. დატოვეთ ქლიავი მაგიდაზე 3 დღით, რათა უკეთესად გამოშრეს.

5. მშრალ სტერილურ ქილაში მოათავსეთ რამდენიმე კბილი ნიორი და 2 ღერო როზმარინი, შემდეგ ჩაალაგეთ მასში გამომშრალი ქლიავი და მოაყარეთ ყველა სანელებელი. ასეთი კომბინაციით გაავსეთ ქილა ბოლომდე და ეცადეთ ქლიავი რაც შეიძლება მჭიდროდ ჩაალაგოთ.

6. გამომშრალ ქლიავს ზემოდან მოასხით ზეითუნისა და მზესუმზირის ზეთის ნაზავი, ზეთმა მთლიანად უნდა დაფაროს ქლიავი. ქილას დაახურეთ თავსახური და შეინახეთ მაცივარში მინიმუმ 2-3 დღით.