აი, რა მოუვა თქვენს სხეულს, თუ ძვლის ბულიონს ხშირად მიირთმევთ

2775

ძვლის ბულიონი შეგიძლიათ მოამზადოთ ქათმის, ძროხისა და თევზის ძვლებისგან. ტრადიციულ ჩინურ მედიცინაში მას კუჭ-ნაწლავის დარღვევების სამკურნალოდ იყენებენ, რადგან ძვლები შეიცავს მიკროელემენტებს, ამინომჟავებს, შემაერთებელ ქსოვილებს, კოლაგენსა და სხვა სასარგებლო ნივთიერებებს.

ძვლის ბულიონის რეგულარული მიღება საშუალებას მოგცემთ, ძალა და ჯანმრთელობა მთელი ცხოვრების მანძილზე შეინარჩუნოთ. ეს გახლავთ სასწაულმოქმედი საშუალება, რომლის შესახებაც ბევრმა არაფერი იცის.

აი, რამდენი სასარგებლო თვისება აქვს ძვლის ბულიონს:

1. გეხმარებათ გაციების დროს

კვლევების თანახმად, ტრადიციული ქათმის წვნიანი ძვლების ბულიონთან და ბოსტნეულთან ერთად ბევრ თვისებას შეიცავს, რომლებსაც ანთების საწინააღმდეგო თვისებები აქვთ (ცისტეინი, ჰისტინინი, გლიცინი და L-გლუტამინი). იგი ხელს უწყობს ნეიტროფილური ლეიკოციტების მიგრაციას, რომლებიც აღადგენენ დაზიანებულ ქსოვილს და მას იცავენ ინფექციებისგან. ამიტომ, ძვლის ბულიონი დადებითად მოქმედებს ანთებითი პროცესებისა და გაციების დროს.

2. აუმოჯბესებს სახსრების ჯანმრთელობას

მომზადების პროცესში, კოლაგენი, რომელსაც ძვლები და შემაერთებელი ქსოვილები შეიცავს, გადაიქცევა ჟელატინად, ცილად, რომელიც ამაგრებს სახსრების ჯანმრთელობას.

გარდა ამისა, ძვლის ბულიონი შეიცავს ქონდროიტინსა და გლუკოზამინს-ხრტილის შემადგენლობაში შემავალ ნატურალურ ნაერთებს, რომლებსაც, მოცემული კვლევის თანახმად, სახსრებში არსებული ტკივილის შემსუბუქება და ოსტეოართროზის სიმპტომების შემცირება შეუძლიათ.

3. გეხმარებათ წონის დაკარგვაში

მიუხედავად იმისა, რომ ძვლის ბულიონი ძალია დაბალკალორიულია, იგი მასში შემავალი ჟელატინის მეშვეობით კლავს შიმშილის გრძნობას. რაც იწვევს ნაკლები კალორიის მიღებას, რაც შემდგომში წონის დაკლებაში დაგეხმარებათ.

4. აძლიერებს იმუნიტეტს

კვლევის მიხედვით, ძვლის ბულიონის მიღება ხელს უწყობს როგორც ადამიანის, ისე ცხოველების იმუნური სისტემის გაძლიერებას. ეს აიხსნება ისეთი ამინომჟავების მოქმედებით, როგორებიცაა არგინინი, გლუტამინი და ცისტენინი.

5. აწესრიგებს საჭმლის მომნელებელ სისტემას

ძვლის ბულიონი ხელს უწყობს სხვა საჭმლის მონელებას. მასში შემავალი ჟელატინი, რომელიც კუჭ-ნაწლავის ტრაქტში უკავშირდება წყალს, ხელს უწყობს საჭმლის გატარებას ნაწლავის მეშვეობით.

გარდა ამისა, ამინომჟავა გლუტამინი ეხმარება ნაწლავის კედლის ფუნქციას და ხელს უშლის ნაწლავური გაჟონვის სინდრომს, გამღიზიანებელი ნაწლავის სინდრომსა და მასთან დაკავშირებულ სხვა დაავადებას, როგორიცაა წყლულოვანი კოლიტი და გრანულემატოზური ავადმყოფობა.

6. ამაგრებს ძვლებსა და კბილებს

ბოსტნეულით და თევზის ან ძროხის ხორცით მომზადებული ბულიონი შესაძლოა შეიცავდეს ძვლებისთვის საჭირო ვიტამინებსა და მიკროელემენტებს. ეს გახლავთ A, K, C, D და B ჯგუფის ვიტამინები, კალციუმი, მაგნიუმი, ცილა, სპილენძი, რკინა, ფოსფორი, მანგანუმი, ბორი, კალიუმი და თუთია.

7. აუმჯობესებს ძილს და ტვინის აქტივობას

ჩატარებულ კვლევებზე დაყრდნობით, თუ ძილის წინ მიიღებთ სამ გრამ გლიცინს, ეს სწრაფად დაძინებაში დაგეხმარებათ, გაგიუმჯობესებთ ძილის ხარისხს და შეამცირებს ღამით გამოღვიძების რაოდენობას. გარდა ამისა, გლიცინი ამცირებს ძილიანობას დღის განმავლობაში, აუმჯობესებს გონებრივ აქტივობას და მეხსიერებას. ამიტომ, ძვლის ბულიონს, რომელიც ასევე შეიცავს ამ ამინომჟავას, ექნება ზუსტად ასეთივე ეფექტი.

როგორ მოვამზადოთ ძვლის ბულიონი?

გთავაზობთ ძროხის ძვლებისგან მომზადებული ბულიონის ტრადიციულ რეცეპტს

  • 1,5 კგ ძროხის ძვლები
  • 4 ლ წყალი
  • 1 ც სტაფილო
  • 1 ც ხახვი
  • 1 ღერო ნიახური
  • 2 ს.კ. ვაშლის ძმარი
  • 2 ჩ.კ. მარილი
  1. გარეცხეთ ძვლები.
  2. მოათავსეთ დიდ ქვაბში, მოასხით ძმარი, დაუმატეთ გარჩეული მთლიანი ბოსტნეული, მარილი და წყალი, რომელიც სრულად დაფარავს ძვლებსა და ბოსტნეულს.
  3. მოადუღეთ, შემდეგ კი ცეცხლის სიმძლავრეს მოუკელით და 36 საათის განმავლობაში ადუღეთ.
  4. გაწურეთ ცხელი ბულიონი. გადაყარეთ მომზადების დროს გამოყენებული ძვლები და ბოსტნეული.
  5. მიირთვით ბულიონი ცხელ ან ცივ მდგომარეობაში.