ნამცხვრის რეცეპტი მოცვის შიგთავსით

1708

დადგა მოცვისა და მოცხარის სეზონი, რაც იმას ნიშნავს, რომ დროა ამ ტკბილ-მჟავე კენკრით ნამცხვრები და ღვეზელები გამოაცხოთ. ჩემი რეცეპტების წიგნში ერთი განსაკუთრებული ნამცხვარი მაქვს: მასში იდეალურად ერწყმის ერთმანეთს ცომის თხელი ფენა და მოცვის შიგთავსი, ხოლო ეს ყველაფერი დაფარულია არაჟნის უგემრიელესი კრემით.

ეს ნამცხვარი ძალიან მარტივად და სწრაფად მზადდება! მისი არომატი და გემო კი არავის დატოვებს გულგრილს.

ნამცხვარი მოცვით

დღეს ჩვენი რედაქცია გასწავლით, როგორ მოამზადოთ უგემრიელესი ნამცხვარი მოცვის შიგთავსით. არაჟნის ჰაეროვანი კრემი ამ ნამცხვარს განსაკუთრებულს ხდის.

ინგრედიენტები ცომისთვის

  • 300 გრ ფქვილი
  • 150 გრ კარაქი
  • 4 ს.კ. შაქარი
  • 1 ც კვერცხი
  • 1 ს.კ. არაჟანი
  • 1 ჩ.კ. ცომის გამაფხვიერებელი

ინგრედიენტები შიგთავსისთვის

  • 400 გრ არაჟანი
  • 300 გრ მოცვი
  • 2,5 ს.კ. შაქარი
  • 2 ც კვერცხი
  • 2,5 გრ სახამებელი
  • 8 გრ ვანილის შაქარი

მომზადების წესი

1. ფხვიერი ცომის მოსამზადებლად შეურიეთ ერთმანეთს ყველა მშრალი კომპონენტი: ფქვილი, შაქარი და სახამებელი. შემდეგ კი დაუმატეთ გაცივებული კარაქი (ან მარგარინი) და ყველაფერი წვრილად დააფქვიეთ კომბაინის მეშვეობით.

2. ნაზავს დაუმატეთ კვერცხი და არაჟანი და მოზილეთ ცომი. მაგიდაზე მოაბნიეთ ცოტაოდენი ფქვილი და გაიყვანეთ მასზე ცომი.

3. აიღეთ საცხობი ფორმა (სასურველია დიამეტრით 28 სმ იყოს), გადაიტანეთ მასზე ცომის ფენა ისე, რომ კუთხეები უფრო მაღალი იყოს. მოათავსეთ საცხობი ფორმა მაცივარში 15 წუთით.

4. კრემის მოსამზადებლად შეურიეთ ერთმანეთს არაჟანი, კვერცხი, შაქარი, ვანილის შაქარი და 2 ს.კ. სახამებელი. ხელის სათქვეფით კარგად აურიეთ ინგრედიენტები.

5. კარგად გარეცხეთ და გააშრეთ კენკრა. იმისათვის, რომ მოცვის წვენი არ გაიჟღენთოს კრემში, ამოსვარეთ კენკრა 1/2 ს.კ. სახამებელში.

6. გამოდგით საცხობი ფორმა მაცივრიდან და მასში მოთავსებული ცომის ფენა რამდენიმე ადგილას დაჩხვლიტეთ ჩანგლით, შემდეგ კი მოათავსეთ 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 5-7 წუთით. ცომი მსუბუქად გამშრალი და მზა უნდა იყოს.

6. გამოდგით ცომი ღუმელიდან და მოაყარეთ ზემოდან კენკრა. მოცვი მთელს ზედაპირზე თანაბრად გადაანაწილეთ. ზემოდან კი არაჟნის კრემი მოასხით.

7. ღუმელის ტემპერატურა 180 გრადუსამდე შეამცირეთ და გამოაცხვეთ ნამცხვარი 40-45 წუთის განმავლობაში. გააცივეთ ნამცხვარი გამორთულ ღუმელში.

8. სულ ესაა, ძალიან გემრიელი მოცვის ნამცხვარი მზადაა! გემრიელად მიირთვით!