“გარმონი” ბადრიჯნისგან

1129

ბადრიჯანი ყველაზე ხშირად გამოყენებადი ბოსტნეულია ხემსის მოსამზადებლად. გაიხსენეთ თუნდაც ჩვეულებრივად შემწვარი ბადრიჯანი, რომელზეც დიასახლისების უმრავლესობა გიჟდება. ამ კერძის გახსენებაზეც კი იგრძნობთ არაჩვეულებრივ არომატს.

თუ გსურთ გააოცოთ ახლობლები ისე, რომ არ გამოიყენოთ სხვადასხვა პროდუქტი, უბრალოდ მოამზადეთ “გარმონები” ბადრიჯნისგან. ამისთვის თქვენ დაგჭირდებათ ხის გრძელი ჩხირები, ყველაზე ადვილი ინგრედიენტები და მხოლოდ 10 წუთი, მაგრამ ამ კერძის ეფექტურობით კმაყოფილი დარჩებით როგორც თქვენ, ისე თქვენი სტუმრები.

ინგრედიენტები

  • 2 ც ბადრიჯანი
  • 2 ც კვერცხი
  • მარილი გემოვნებით
  • 50 გრ მზესუმზირის ზეთი
  • დაფქული შავი პილპილი გემოვნებით
  • 0,5 ჩ.კ. პაპრიკა
  • 2 ს.კ. ხორბლის ფქვილი

მომზადების წესი

1. მოაჭერით ბადრიჯანს ბოლოები და  გაჭერით ბოსტნეული შუაზე. მოათავსეთ ჰორიზონტალურად და გვერდებზე დაალაგეთ ბარიერები (მაგალითად, საჭრელი დაფები). გააკეთეთ ჭრილები ბარიერებამდე. ჭრილებს შორის დაშორება დაახლოებით 1 სმ უნდა იყოს. გადააბრუნეთ ბადრიჯანი საპირისპირო მხარეს და გააკეთეთ ისეთივე ჭრილები, მხოლოდ წინა ჭრილებს შორის. შემდეგ თითოეული ბადრიჯანი წამოაცვით ხის ჯოხზე.

2. შეასუნელეთ ბოსტნეული გემოვნებით. ცალკე თასში ათქვიფეთ კვერცხი და შეასუნელეთ გემოვნებით. შემდეგ ბადრიჯანი ჯერ ფქვილში, შემდეგ კი კვერცხში ამოავლეთ.

3. ტაფაზე დაასხით ზეთი და შეწვით ბოსტნეული თითოეულ მხარეს. შემწვარი ბადრიჯნები გადაიტანეთ ქაღალდის ხელსახოცზე, რომ მოაშოროთ ზედმეტი ცხიმი.

მიირთვით შემწვარი ბადრიჯანი ხორცთან ერთად, ნივრის ან ტომატის სოუსით. და თქვენ როგორ ამზადებთ ბადრიჯანს? შეინახეთ რეცეპტი, რომ არ დაგავიწყდეთ, და აუცილებლად გაუზიარეთ იგი მეგობრებს!