ზაფხულის დესერტი “მთვრალი ყურძენი”

1350

გაყინული “მთვრალი ყურძენი” უჩვეულო დელიკატესია უფროსებისთვის, რომელიც ზაფხულის ცხელ დღეებში გამაცოცხლებელი გემოთი აღგაფრთოვანებთ. ცივი, თეთრ ღვინოში ჩამლბარი ყურძენი გახდება ყველაზე პოპულარული დესერტი ნებისმიერ სადღესასწაულო სუფრაზე.

ინგრედიენტები

  • 2,5 ჭიქა ყვითელი ყურძენი
  • 2 ჭიქა თეთრი ღვინო
  • 1/2 ჭიქა შაქარი

მომზადების წესი 

  1. სუფთა ქილაში ჩაასხით თეთრი ღვინო, დაუმატეთ 1/4 ჭიქა შაქარი და მოურიეთ. გარეცხეთ ყურძენი, გააშრეთ და დაუმატეთ ღვინოს.
  2. დაახურეთ ქილას თავსახური და შეინახეთ მაცივარში 12 საათით, რომ ყურძენმა კარგად შეიწოვოს ღვინო. დროის გასვლის შემდეგ ამოალაგეთ ყურძენი ღვინიდან, მაგრამ ღვინოს ნუ გადაღვრით, რადგან იგი მზა დესერტთან ერთად ძალიან გემრიელია.
  3. ყურძენი ცოტათი გააშრეთ. დარჩენილი შაქარი დაყარეთ თეფშზე და მასში ამოავლეთ ყურძენი. შემდეგ დაალაგეთ ყურძენი თეფშზე, შეფუთეთ პერგამენტში და შეინახეთ საყინულეში 3-4 საათით.

ზაფხულის უგემრიელესი დესერტი “მთვრალი ყურძენი” მზადაა!

გემრიელად მიირთვით!