როგორ მოვამზადოთ ჟელეს ტორტი ყავით

2985

ყავის ტორტის მომზადება სახლის პირობებში ძალიან ადვილია. ზაფხულის ცხელ დღეებში ასეთი დესერტი საუკეთესო გამოსავალია გასაგრილებლად და მეგობრების გასამასპინძლებლად.

ინგრედიენტები

  • 500 მლ წყალი
  • 7 ს.კ. სწრაფადხსნადი ჟელატინი
  • 200 გრ შაქარი
  • 50 გრ ყავა
  • 500 გრ არაჟანი ან იოგურტი
  • 200 გრ კრემ-ყველი
  • 250 გრ შედედებული რძე
  • 1,5 ჭიქა რძე

მომზადების წესი 

1. 3 ს.კ. ჟელატინს დაასხით გაცივებული გადადუღებული წყალი. დაელოდეთ, რომ ჟელატინი კარგად გაღვივდეს.

2. სწრაფადხსნად ყავას დაასხით მდუღარე წყალი და კარგად მოურიეთ.

3. ცხელ ყავას დაუმატეთ ჟელატინი და შაქარი (გემოვნებით). მოურიეთ, სანამ ჟელატინი მთლიანად არ გაიხსნება.

4. გააცივეთ ყავა და მოათავსეთ მაცივარში 40 წუთით.

5. ტორტის ფუძის მოსამზადებლად დარჩენილ ჟელატინს დაასხით ადუღებული და გაცივებული რძე და დაელოდეთ, რომ ჟელატინი კარგად გაღვივდეს.

6. ამავდროულად, ყავის ჟელე დაჭერით კუბებად.

7. დარჩენილი რძე აადუღეთ და დაუმატეთ ყავა. შეურიეთ რძიანი ყავა წყალში გაღვივებულ ჟელატინს და დაელოდეთ, რომ ჟელატინი ბოლომდე გაიხსნას.

8. კრემის მოსამზადებლად არაჟანს ან იოგურტს დაუმატეთ შედედებული რძე და კრემ-ყველი. ათქვიფეთ კრემი მიქსერით ან ხელის სათქვეფით.

9. შეურიეთ კრემი ყავის ნაზავს. ტორტისთვის ფუძე უკვე მზადაა! ფორმაში მოათავსეთ ყავის ჟელეს კუბები და ზემოდან დაასხით ტორტის ფუძე. შეინახეთ ტორტი მაცივარში 3 საათით.

ეს უბრალო, მაგრამ ძალიან ლამაზი და გემრიელი დესერტი თქვენი სადღესასწაულო სუფრის შეუცვლელი დეკორაცია გახდება. ყავის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ კაკაოს ფხვნილი. ასე მომზადებული ტორტი ბავშვებს უფრო მოეწონებათ.