ფარშირებული ბადრიჯანი და ბულგარული წიწაკა

5787

ქართული სუფრა ფხალის გარეშე წარმოუდგენელია. ფხალეულობის ნამდვილი მშვენება კი ნიგვზიანი ბადრიჯანი და ბულგარული წიწაკაა. დღეს “გასტრონომია” ამ უგემრიელესი კერძის კლასიკურ რეცეპტს შემოგთავაზებთ.

ინგრედიენტები

  • 2 ც ბადრიჯანი
  • 2 ც წითელი ბულგარული წიწაკა
  • 1 ჭ ნიგოზი
  • 2 კონა ქინძი
  • 2 კონა რეჰანი
  • 4 კბ ნიორი
  • 1 ც წითელი ხახვი
  • ზეთი გემოვნებით
  • ქართული სუნელები გემოვნებით
  • მარილი გემოვნებით
  • ბროწეულის მარცვლები გემოვნებით

მომზადება

  1. გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში ნიგოზი და მწვანილი და ნიორი. დაჭერით ძალიან წვრილად ხახვი და დაუმატეთ მასას მარილთან და სუნელებთან ერთად.
  2. გამოაცხვეთ ღუმელში ან გრილზე მთლიანი ბულგარული წიწაკა, სანამ კანი არ ამოფუვდება. მოათავსეთ პოლიეთილენში 20 წუთით, შემდეგ მოაცილეთ კანი, თესლები და გაჭერით 2-3 ნაწილად სიგრძეზე.
  3. დაჭერით სიგრძეზე ბადრიჯანი და შეწვით ზეთში ორივე მხრიდან.
  4. გააცივეთ ბოსტნეული, წაუსვით ნიგვზის მასა და დაახვიეთ რულეტებად. მორთეთ ბროწეულის მარცვლებით და შედგით მაცივარში 2-3 საათით.

მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!