მოთუშული ქათმის გულ-მკერდი ყაბაყით: საუკეთესო საზაფხულო კერძი

2178

არასოდეს ვიფიქრებდი, ქმართან კამათი ვახშმის გამო თუ მომივიდოდა. მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ეს მარტივია, თუ დიეტაზე ხარ და საღამოობით ჭამაში შეზღუდული ხარ კარგია, რომ შესანიშნავი კომპრომისი აღმოვაჩინეთ – მოთუშული ყაბაყი ქათმის გულ-მკერდთან.

ბოსტნეულისა და ხორცის იდეალური შეხამების წყალობით, ახლა უკვე არ ვდარდობ ზედმეტ წონაზე, მეუღლე კი დანაყრებული და კმაყოფილია.

ინგრედიენტები

  • 2 ც ქათმის გულ-მკერდი
  • 4 ც ყაბაყი
  • 4 კბ ნიორი
  • 2 ც პომიდორი
  • ოხრახუში გემოვნებით
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

1. წაუსვით ქათმის გულ-მკერდს მარილი და შავი პილპილი, შეწვით ორივე მხრიდან დაბრაწვამდე, დააფარეთ ფოლგა და დადგით 15 წუთით.

2. დაჭერით მცირე ნაჭრებად ყაბაყი და პომიდორი. ასევე დაჭერით გაცივებული ხორცი, გაატარეთ ნიორი.

3. შეწვით ზეთში ყაბაყი, დაუმატეთ სუნელები, ნიორი და პომიდორი. დააფარეთ და ნელ ცეცხლზე მოთუშეთ 10 წუთი.

4. მომზადებამდე 5 წუთით ადრე დაუმატეთ ქათმის ხორცი. მზა კერძს მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი.

მოთუშული კერძი შეგიძლიათ მიირთვათ მოხარშულ ბრინჯთან, სპაგეტისთან ან კარტოფილთან. სურვილისამებრ დაუმატეთ სოკო ან მწვანე ლობიო. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!