ქათმის ლორის მომზადების ინსტრუქცია – ემულგატორების და საღებავების გარეშე

1529

ცოტა ხნის წინ, ჩემმა მეზობელმა გამიზიარა ქათმის ლორის რეცეპტი, რომელიც მაღაზიაში შეძენილისგან განსხვავებით, ნატურალური, ბუნებრივი პროდუქტებისგან მზადდება და არ შეიცავს ემულგატორებს, საღებავებს, არომატიზატორებსა და სხვა ქიმიურ ნივთიერებებს.

საშინაო პირობებში მომზადებული ლორი საკმაოდ რბილი, ძალიან გემრიელი და ნოყიერია. მის მოსამზადებლად მინიმალური ოდენობის ინგრედიენტი და ცოტაოდენი ძალისხმევა გჭირდებათ.

დღეს ჩვენ გასწავლით, როგორ მოამზადოთ ქათმის ლორი საშინაო პირობებში.

ინგრედიენტები

  • 1 კგ ქათმის ხორცი
  • 2 კბილი ნიორი
  • 20 გრ ჟელატინი
  • 2,5 ჩ.კ. მარილი
  • 1 ჩ.კ. პილპილი
  • 1 ჩ.კ. პაპრიკა

მომზადების წესი 

1. ქათმის ბარკალი და გულმკერდი კარგად გარეცხეთ და პატარა ნაჭრებად დაჭერით, მოათავსეთ ღრმა თასში.

2. დაჭრილ ხორცს დაუმატეთ მარილი და პილპილი. დანაყეთ ნიორი და დაუმატეთ ხორცს. კარგად აურიეთ, რომ სანელებლები თანაბრად გადანაწილდეს.

3. თასს დაახურეთ თავსახური და შედგით მაცივარში ერთი საათით, რომ კარგად დამარილდეს.

4. ერთი საათის შემდეგ ხორცი გამოდგით მაცივრიდან, დაუმატეთ ჟელატინი და კარგად აურიეთ.

5. ახლა თქვენ თუნუქის ქილა დაგჭირდებათ. შეგიძლიათ გამოიყენოთ დიდი ზომის კონსერვის ქილა. საცხობი პაკეტი საჭირო ზომაზე გაჭერით, ერთი მხარე გაკვანძეთ, მოათავსეთ პაკეტი ქილაში, შემდეგ ჩაყარეთ მასში დაჭრილი ხორცი.

6. მჭიდროდ ჩაალაგეთ ხორცი და შემდეგ გაკვანძეთ პაკეტი. ხორცით სავსე ქილა მოათავსეთ ღუმელში და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე ერთი საათის განმავლობაში. უმჯობესია, ქილა მოათავსოთ საცხობ ლანგარზე, რადგან ხორცი წვენს გამოიღებს.

7. ერთი საათის შემდეგ გამოდგით ლორი ღუმელიდან, გააცივეთ და შემდეგ შეინახეთ მაცივარში დილამდე.

8. ამოიღეთ ლორი პაკეტიდან და დააგემოვნეთ იგი.

გემრიელად მიირთვით!