გამომცხვარი დაჭყლეტილი კარტოფილი: გათლაც კი არ დაგჭირდებათ. რესტორნის კერძი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე

1087

როგორ ამზადებთ ხოლმე ახალ კარტოფილს? ხარშავთ კამასთან, წვავთ ნიორთან, აცხობთ როზმარინთან? “გასტრონომია” გთავაზობთ გაამრავალფეროვნოთ რეცეპტები.

შებრაწული ქერქი – ჩვენი რეცეპტით მომზადებული კარტოფილის მთავარი ღირსება არ არის. ავოკადოს პიკანტური სოუსი თავისი ნაზი ტექსტურითა და ლიმონის არომატით თქვენს გულს დაიპყრობს!

ინგრედიენტები

  • 700 გრ კარტოფილი
  • 50 მლ ზეითუნის ზეთი
  • 1 ჩ.კ. ნივრის ფხვნილი
  • ზღვის მარილი გემოვნებით
  • 1 ც ავოკადო
  • 0,5 ჩ.კ. ლიმონის წვენი
  • 2 კბ ნიორი
  • 0,5 კონა ოხრახუში
  • შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

1. კარგად გარეცხეთ კარტოფილი, მოხარშეთ მარილიან წყალში, შემდეგ ოდნავ გააცივეთ.

2. ამოიღეთ ავოკადოს რბილობი, დააბლენდერეთ ნიორთან და ლიმონის წვენთან. დაუმატეთ მარილი, პილპილი და ზეითუნის ზეთი.

3. დააფინეთ პერგამენტი საცხობ ფორმაზე, წაუსვით ზეთი, მოათავსეთ კარტოფილი და დაჭყლიტეთ რაიმე მძიმე საგნით. მოაყარეთ მარილი, პილპილი, ნივრის ფხვნილი, მოასხით ზეთი და გამოაცხვეთ 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 25 წუთის განმავლობაში.

4. ცხელ კარტოფილს მოასხით სოუსი და მოაყარეთ დაჭრილი ოხრახუში.

მოამზადეთ სიამოვნებით, გაახარეთ ოჯახის წევრები ახალი კულინარიული შედევრებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!