როდესაც დამარილებული მოივას მირთმევა გსურთ, უმჯობესია სახლში მოამზადოთ იგი, რადგან შესაძლოა მაღაზიაში ნაყიდი თევზი ვადაგასული აღმოჩნდეს.
მოივას ძალიან უხდება მოხარშული და გამომცხვარი კარტოფილი. იგი ძალიან გემრიელია ლუდთან ერთად.
თევზის სხვა სახეობებთან შედარებით მოივა ძალიან იაფია და ამავდროულად იგი B12 ვიტამინის, სელენისა და იოდის რეკორდულ რაოდენობას შეიცავს. სწორედ ამიტომ, ჩვენი რედაქცია გთავაზობთ მოივას მომზადების ძალიან მარტივ მეთოდს.
როგორ მოვამზადოთ მოივა
ინგრედიენტები
- 0,5 კგ გაყინული მოივა
- 500 მლ წყალი
- 1 ს.კ. მარილი
- 1 ჩ.კ. შაქარი
- 100 მლ მზესუმზირის ზეთი
- 1 ც საშუალო ზომის ხახვი
- 5-6 კბილი ნიორი
- ერთი კონა კამა
- 4 ც დაფნის ფოთოლი
- 8 ც წიწაკის მარცვალი
- 3 ც მიხაკის კვირტი
- 1 ც ლიმონის წვენი
- 2 ს.კ. ვაშლის ძმარი
- 2 ჩ.კ. მდოგვის მარცვლები
მომზადების წესი
1. გაალღვეთ მოივა, კარგად გარეცხეთ, მოაცალეთ თავი და გამოშიგნეთ.
2. დაჭერით ხახვი ნახევარრგოლებად.
3. წყლით სავსე ქვაბში ჩაყარეთ ყველა სანელებელი ხახვისა და ნივრის გარდა და მოადუღეთ. შემდეგ გადმოგით მარინადი ცეცხლიდან და გააცივეთ.
4. ჩაალაგეთ მოივა, ხახვი, ნიორი და კამა კონტეინერში და მოურიეთ.
5. ჩაასხით მასში მარინადი, ძმარი, ლიმონის წვენი, დაუმატეთ მდოგვის მარცვლები და კვლავ მოურიეთ.
6. დაახურეთ კონტეინერს თავსახური და შეინახეთ მაცივარში 24-48 საათის განმავლობაში.
7. ამის შემდეგ, გადაღვარეთ მარინადი და მოასხით ზეთი.
გემრიელად მიირთვით!