ზაფხულის დადგომისთანავე ყაბაყს სხვადასხვანაირად ამზადებენ: ორთქლზე, გრილზე, დრანიკებს, ბლინებს, მობრაწულებს…ეს სასარგებლო და გემრიელი პროდუქტი შესანიშნავია შინაური სამზარეულოსთვის,რადგან მომზადება მარტივია, გემო კი შესანიშნავი აქვს.
ყაბაყი უნგრულად – მარტივი და ძველი რეცეპტია, რომელიც ბევრს უყვარს პიკანტური გემოსა და მდიდარი არომატის გამო. გარდა ამისა, კერძი მზადდება პროდუქტებისგან, რომლებიც მუდამ ხელთ გაქვს. შეგიძლიათ ის მიირთვათ ხემსის ან გარნირის სახით, მოასხათ არაჟანი ან კეტჩუპი, ეს უკვე გემოვნების საკითხია.
ინგრედიენტები
- 1 ც ყაბაყი
- 1 ც სტაფილო
- 1 ც ხახვი
- 1 კბ ნიორი
- 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
- 2 ს.კ. არაჟანი
- 1 ს.კ. ლიმონის წვენი
- 0,5 ც წიწაკა ჩილი
- 1 მწ ორეგანო
- 0,5 ჩ.კ. შავი პილპილი
- 0,3 ჩ.კ. მარილი
- 0,5 კონა ოხრახუში
- 0,25 კონა ბაზილიკი
მომზადება
1. გარეცხეთ, გათალეთ და დაჭერით ყაბაყი ჯერ თხელ რგოლებად, მერე ოთხად. დაასხით ლიმონის წვენი და გააჩერეთ ცოტა ხნით.
2. დაჭერით ხახვი ნახევარრგოლებად, გახეხეთ სტაფილო, დაჭერით ნიორი და წიწაკა თხელ რგოლებად.
3. მოთუშეთ ზეთში ხახვი, დაუმატეთ სტაფილო, შემდეგ ყაბაყი, მოამზადეთ ბოსტნეულის დარბილებამდე, შემდეგ დაუმატეთ წიწაკა, ნიორი და სუნელები.
4. დაჭერით წვრილად მწვანილი და დაუმატეთ ბსტნეულს. ბოლოს დაუმატეთ არაჟანი, ორეგანო, ბაზილიკი და მარილი. მოთუშეთ კერძი კიდევ 5 წთ. შეგიძლიათ მორთოთ დარილი კამით.
ყაბაყი უნგრულად – ყოველდღიური კერძია. ის არ მოითხოვს დიდ ძალისხმევას და მარტივი ინგრედიენტებისგანაც მზადდება, გემოთი კი სადღესასწაულო კერძს არ ჩამოუვარდება. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!