მარწყვის ღვეზელი არაჟანით

1162

დღეს ჩვენი რედაქცია გასწავლით, როგორ მოამზადოთ უგემრიელესი მარწყვის ღვეზელი არაჟანით, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს.

ინგრედიენტები

  • 20 გრ ფქვილი
  • 115 გრ კარაქი
  • 220 გრ შაქარი
  • 2 ც კვერცხი
  • 125 გრ არაჟანი
  • 400 გრ მარწყვი
  • 1 ჩ.კ. ვანილი
  • 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
  • 1/4 ჩ.კ. მარილი

მომზადების წესი

1. დაარბილეთ კარაქი და დაუმატეთ 180 გრ შაქარი.

2. ათქვიფეთ მიქსერით კარაქი და შაქარი, რომ მიიღოთ ფაფუკი, ღია ფერის მასა.

3. ერთდროულად დაუმატეთ კვერცხი და ვანილი და კარგად ათქვიფეთ.

4. ფქვილი და გამაფხვიერებელი ერთად გაცერით, დაუმატეთ მარილი და თანდათან დაუმატეთ კვერცხისა და კარაქის ნაზავს, ბოლოს დაუმატეთ არაჟანი და მიქსერით დაბალი სიმძლავრით აურიეთ ყველა ინგრედიენტი.

5. საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და გადაიტანეთ მასზე ცომი. შემდეგ მშრალი მარწყვი დაჭერით და ცომის ზედაპირზე დაალაგეთ. ბოლოს მოაყარეთ შაქარი და აცხვეთ 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 40 წუთის განმავლობაში.

მიირთვით ღვეზელი თბილ მდგომარეობაში, ათქვეფილ ნაღებთან ერთად.