ამ ზაფხულს, ვენეციაში ვისწავლე გემრიელი ღვეზელის მომზადება ხაჭოსა და ხუჭუჭა კომბოსტოს შიგთავსით. ღვეზელის ცომი ძალიან ნაზია, ხოლო შიგთავსი-ენით აღუწერელი! ხუჭუჭა კომბოსტო ძალიან პოპულარულია საზღვარგარეთ, მაგრამ იგი ჩვენს ქვეყანაშიც იზრდება, თანაც, მას ორგანიზმისთვის უფრო მეტი სასარგებლო თვისება აქვს, ვიდრე ჩვეულებრივ კომბოსტოს.
დღეს სწორედ ამ უგემრიელესი ღვეზელის რეცეპტს გაგიზიარებთ.
გემრიელი ღვეზელი კომბოსტოს შიგთავსით
ინგრედიენტები ცომისთვის
- 260 გრ ფქვილი
- 150 გრ კარაქი
- 1 ც კვერცხი
- მწიკვი შაქარი
- 2 ს.კ. ცივი წყალი
- 0,5 ჩ.კ. მარილი
ინგრედიენტები შიგთავსისთვის
- 400 გრ ხუჭუჭა კომბოსტო
- 300 გრ ხაჭო
- 3 ც კვერცხი
- 1 კვერცხის გული
- 50 გრ მაგარი ყველი
- 100 გრ რუკოლა
- 80 გრ ოხრახუში
- 70-80 გრ მწვანე ხახვი
- 2 ს.კ. რძე
- 1 ჩ.კ. ზღვის მარილი
მომზადების წესი
1. თავდაპირველად უნდა მოამზადოთ ხუჭუჭა კომბოსტო. ეს ბოსტნეული ღეროს გარეშე ძალიან გავს სალათის ფურცელს. მოაშორეთ კომბოსტოს უხეში ღეროები, შემდეგ მოხარშეთ მდუღარე, მარილიან წყალში, რომ დარბილდეს. როცა ბოსტნეული მოიხარშება, წყალი გადაღვარეთ, ხოლო კომბოსტო გააცივეთ, ქაღალდის ხელსახოცით გაამშრალეთ და წვრილად დაჭერით.
2. წვრილად დაწერით კარაქი.
3. ცომის მოსამზადებლად, თასში შეურიეთ ფქვილი, მარილი და შაქარი, შემდეგ დაუმატეთ წვრილად დაჭრილი კარაქი. ინგრედიენტები კარგად შეურიეთ ერთმანეთს, დაუმატეთ კვერცხი და ცივი წყალი, მოზილეთ ცომი.
4. ცომი გაყავით ორ არათანაბარ ნაწილად. დიდი ნაჭერი გაიყვანეთ საცხობ ქაღალდზე და მოათავსეთ დაყოფილ ფორმაზე ისე, რომ მაღალი რგოლები მიიღოთ. შეინახეთ საყინულეში ნახევარი საათით. ცომის მეორე ნაწილს მოაყარეთ ფქვილი და გაიყვანეთ ძალიან თხელ ფენად.
5. ოხრახუში (მის ნაცვლად შეგიძლიათ კამა გამოიყენოთ) და მწვანე ხახვი დაჭერით საშუალო ნაჭრებად, დახეხეთ ყველი. გარეცხეთ რუკოლა, მას დაჭრა არ სჭირდება.
6. შიგთავსის მოსამზადებლად ღრმა თასში შეურიეთ ერთმანეთს ოხრახუში, მწვანე ხახვი და რუკოლა, დაუმატეთ ხაჭო და 3 ც კვერცხი. შემდეგ დაუმატეთ ყველი, კომბოსტო, მარილი გემოვნებით და კარგად მოურიეთ.
7. გამოდგით ცომი საყინულედან და ჩანგლით დაჩხვლიტეთ რამდენიმე ადგილას, მოათავსეთ მასში შიგთავსი.
8. ცომის მეორე ნაწილში მოათავსეთ შიგთავსი და შეაწებეთ კუთხეები. ღვეზელის ცენტრში გააკეთეთ ჯვარედინის ფორმის ჭრილი, რათა ცხობის დროს ღვეზელიდან ზედმეტი სითხე გამოიდევნოს.
კვერცხის გული შეურიეთ რძეში და მოაყარეთ ცოტაოდენი მარილი. ეს ნაზავი წაუსვით ღვეზელს ზემოდან, რათა გამოცხობის დროს ღვეზელმა მიიღოს ლამაზი, მადისაღმძვრელი გარეგნობა.
9. მოათავსეთ ღვეზელი 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში და აცხვეთ დაახლოებით 45 წუთის განმავლობაში.
10. სულ ესაა, ხაჭოსა და ხუჭუჭა კომბოსტოს ღვეზელი მზადაა!
გემრიელად მიირთვით!