მარწყვისა და ქათმის სალათი, რომელიც სტუმრებს აღაფრთოვანებს

1145

სეზონზე მარწყვის მოყვარულებს კილოგრამობით ამ კენკრის მირთმევა შეუძლიათ, ყველაზე თამამები კი ექსპერიმენტებსაც ატარებენ და სწორიც არის, რადგან მარწყვი მხოლოდ დესერტებში კი არ არის კარგი.

მარწყვი შესანიშნავია სალათების მოსამზადებლად. ეხამება მწვანილს, ხორცს, ფრინველს და თევზსაც კი. შესანელებლად კი ნებისმიერი ზეთი, ასევე არაჟანი და იოგურტი გამოდგება. მარწყვისა და ისპანახი შეხამება – საუკეთესო ვარიანტია. კულინარები ამ ნაზავს სხვადასხვა ინგრედიენტს უმატებენ. დღეს ჩვენ გთავაზობთ ქარიში შემწვარ ქათმის ნაზ ხორცს. ზაფხულის მსუბუქი სალათების მოყვარულებს ეს კერძი განსაკუთრებით მოეწონებათ.

ინგრედიენტები

  • 200 გრ მარწყვი
  • 150 გრ ქათმის ფილე
  • 2 კონა ისპანახი
  • 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 1 ს.კ. თაფლი
  • 2 ს.კ. ლიმონის წვენი
  • 0,5 ს.კ. ქარი
  • 0,5 ჩ.კ. ზღვის მარილი
  • 0,5 კონა ოხრახუში
  • 1 ჩ.კ. დიჟონის მდოგვი
  • შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

1. მოამზადეთ სანელებელი: შეურიეთ ზეთი, დიჟონის მდოგვი, თაფლი, ლიმონის წვენი, დაჭრილი მწვანილი, მარილი, პილპილი. შედგით მაცივარში 15-20 წუთით.

2. დაჭერით სიგრძეზე ქათმის ფილე, წაუსვით ქარი, შეწვით და გააცივეთ.

3. გარეცხეთ ისპანახი, დიდი ფოთლები გადადეთ, პატარები დაგლიჯეთ. დაჭერით მარწყვი მსხვილად.

4. სასალათეს ფსკერზე დაალაგეთ ისპანახის დიდი ფოთლები, შემდეგ ქათამი, დარჩენილი ისპანახი და მარწყვი. მოასხით სანელებელი და მოურიეთ.

5. შეგიძლიათ სალათი მიართვათ ულუფებად ცალ-ცალკე, იმავე პრინციპით.

კულინარიაში მთავარია, არ შეგეშინდეს ექსპერიმენტების, შეუხამო ხანდახან ერთი შეხედვით შეუხამებელი ინგრედიენტები საინტერესო გემოს მისაღებად. მოამზადეთ სიამოვნებით დ აგაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!