ახალი კარტოფილის მოსვლასთან ერთად, დროა მოიმარჯვოთ საუკეთესო რეცეპტები და მოამზადოთ მისგან გემრიელი სალათები!
როგორ მოვამზადოთ ახალი კარტოფილი
ჩვენ გთავაზობთ 3 უგემრიელესი სალათის რეცეპტს, რომლებიც ახალი კარტოფილით მზადდება.
ახალი კარტოფილი იდეალურია სალათებისთვის, რადგან თქვენ მისი დაჭრა არ გჭირდებათ.
თბილი სალათი ახალი კარტოფილით
ინგრედიენტები
- 12 ც პატარა კარტოფილი
- 1 ც დიდი ზომის კიტრი
- 1 ც მჟავე კიტრი
- 1 კონა მწვანე ხახვი
- 1 კონა კამა
- მცენარეული ზეთი
- მარილი და დაფქული შავი პილპილი გემოვნებით
მომზადების წესი
- კარგად გარეცხეთ და გათალეთ კარტოფილი.
- გარეცხეთ და გაწმინდეთ მწვანე ხახვი, თეთრი ნაწილი მოაშორეთ. წვრილად დაჭერით კამა, კიტრი კი კუბებად.
- მსუბუქად შეწვით მწვანე ხახვი ტაფაზე, დაუმატეთ კარტოფილი. კარტოფილი არ უნდა შეიწვას, მსუბუქად უნდა შეიცვალოს ფერი და გაიჟღინთოს ხახვის სუნით.
- კარტოფილისა და ხახვის ნაზავს დაუმატეთ კიტრი, მწვანილი, სანელებელი და კარგად მოურიეთ.
- ამ სალათს ძალიან უხდება ბურახი. გემრიელად მიირთვით!
სალათი ქორფა კიტრით, ახალი კარტოფილითა და კვერცხით
ინგრედიენტები
- 5 ც ახალი კარტოფილი
- 1 ც ქათმის კვერცხი
- პატარა კონა ოხრახუში
- 8 ც ქორფა კიტრი
- 1/2 ჩ.კ. თაფლი
- 1 ს.კ. ძმარი
- 1 ს.კ. მდოგვის მარცვლები
- ზეითუნის ზეთი
- მარილი
- წითელი პილპილი
მომზადების წესი
- თავდაპირველად მოამზადეთ საკმაზი. შეურიეთ ერთმანეთს ძმარი, თაფლი, მარილი, პილპილი და მდოგვი. დაუმატეთ ზეითუნის ზეთი და მოურიეთ.
- გარეცხეთ კარტოფილი და მოხარშეთ. მისი გათლა აუცილებელი არ არის.
- ქორფა კიტრი დაჭერით კუბებად და დაუმატეთ კარტოფილს.
- მოხარშეთ კვერცხი, გაარჩიეთ, დაჭერით თხელ ნაჭრებად და დაუმატეთ სალათს წვრილად დაჭრილ ოხრახუშთან ერთად.
სალათი “ნორმანდია”
ინგრედიენტები
- 6 ც ახალი კარტოფილი
- 100 გრ შებოლილი თევზი
- 50 გრ ბოლოკი
- 50 გრ სალათის ფურცელი
- 2 ს.კ. სოიოს სოუსი
- ზეითუნის ზეთი
- მდოგვის მარცვლები
- ლიმონის წვენი
- პილპილი, ქინძი, პიტნა და ოხრახუში გემოვნებით
მომზადების წესი
- მოხარშეთ კარტოფილი ისე, რომ არ დარბილდეს.
- მოამზადეთ საკაზმი ლიმონის წვენით, მდოგვით, ზეითუნის ზეთით, სოიოს სოუსითა და პილპილით. ნახევარი საკაზმი მოასხით მოხარშულ კარტოფილს.
- წრეებად დაჭრილი ბოლოკი ამოავლეთ ნახევარ საკაზმში.
- თევზი დაჭერით კუბებად, მწვანილი კი წვრილად.
- მწვანილზე დაალაგეთ ბოლოკი, კარტოფილი და თევზი. სალათი მზადაა!
ახალი კარტოფილი ტუნათი
ინგრედიენტები
- 500 გრ ახალი კარტოფილი
- 500 გრ კონსერვირებული ტუნა
- 2 ღერო ნიახური
- 200 გრ პომიდორი ან ტომატი ჩერი
- 100 გრ ისპანახი
- 100 გრ ნატურალური იოგურტი
მომზადების წესი
- მოხარშეთ კარტოფილი და გაჭერით შუაზე.
- აურიეთ ტუნა ჩანგლით და დაუმატეთ კარტოფილს.
- დაჭერით პომიდორი, ნიახური და ისპანახი.
- შეურიეთ ყველა ინგრედიენტი და დაუმატეთ იოგურტი.
ახალ კარტოფილს ყველაფერზე მეტად მწვანილი უხდება. ასეთი ინგრედიენტებით მომზადებული სალათები სავსეა ვიტამინებით.
გემრიელად მიირთვით!