ძალიან გემრიელი ღვეზელი მარწყვით

1477

მარწყვით არა მხოლოდ შეიკების, მურაბებისა და ჯემების მომზადება, არამედ ძალიან გემრიელი ღვეზელის გამოცხობაც შეგიძლიათ.

დღეს ჩვენ გასწავლით, როგორ მოამზადოთ უგემრიელესი მარწყვის ღვეზელი არაჟანით.

ინგრედიენტები ცომისთვის

  • 400 გრ ფქვილი
  • 100 გრ შაქარი
  • 20 გრ ვანილის შაქარი
  • 120 გრ კარაქი
  • 2 ც კვერცხი
  • 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი

ინგრედიენტები კრემისთვის

  • 300 გრ არაჟანი
  • 20 გრ სახამებელი
  • 120 გრ შაქარი
  • 2 ც კვერცხი

ინგრედიენტები შიგთავსისთვის

  • 200-300 გრ მარწყვი

მომზადების წესი

1. თავდაპირველად,მოამზადეთ კრემი ღვეზელისთვის. ფქვილი და გამაფხვიერებელი ერთად გაცერით. ცალკე თასში ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი.

დაუმატეთ კვერცხს კარაქი და კარგად ათქვიფეთ. ამ ნაზავს დაუმატეთ ფქვილი და გამაფხვიერებელი და მოზილეთ ცომი. მზა ცომი შეინახეთ მაცივარში ნახევარი საათის განმავლობაში.

2. შეურიეთ ერთმანეთს ყველა ინგრედიენტი კრემისთვის და ათქვიფეთ, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა.

3. გარეცხეთ და გააშრეთ მარწყვი.

4. მაცივარში შენახული ცომი გამოიღეთ და საცხობ ფორმაში გააფართოვეთ, ისე, რომ კუთხეები ოდნავ მაღალი გამოვიდეს. შუაში ჩაასხით არაჟნის კრემი, შემდეგ კი ზემოდან მარწყვი დაალაგეთ.

5. მოათავსეთ ღვეზელი ღუმელში და აცხვეთ დაახლოებით 45 წუთის განმავლობაში და მუდმივად ადევნეთ თვალი. გამომცხვარი ღვეზელი გამოდგით ღუმელიდან და გააჩერეთ ნახევარი საათის განმავლობაში.

როგორც ხედავთ, ღვეზელის მომზადება ძალიან მარტივია და თანაც ხელმისაწვდომი. თქვენ რომელ დესერტს ამზადებთ მარწყვისგან? გაგვიზიარეთ კომენტარებში.