როგორ მოვამზადოთ მარწყვის მურაბა – გემრიელი და ძალიან სასარგებლო ნუგბარი მთელი ოჯახისთვის

2502

ითვლება, რომ მურაბაც დესერტის ერთ-ერთი სახეობაა, მაგრამ ძალიან ცოტა ადამიანმა თუ იცის, რომ ხანდახან ტკბილეულსაც მოაქვს სარგებელი ორგანიზმისთვის, კერძოდ მურაბას, განსაკუთრებით-მარწყვის.

მარწყვის მურაბა შესანიშნავი საშუალებაა მხედველობის დაქვეითების, უძილობისა და ნერვული დარღვევების წინააღმდეგ. ექიმები ხშირად ურჩევენ ხანში შესულ ადამიანებს, რომლებსაც მაღალი არტერიული წნევა აქვთ, მიირთვან მარწყვის მურაბა, რადგან იგი ხელს უწყობს ტვინის აქტივობის გაუმჯობესებას და აძლიერებს იმუნიტეტს.

სხვა სასარგებლო თვისებებთან ერთად, მარწყვის მურაბა ეხმარება ორგანიზმს მწვავე რესპირატორული ინფექციების დროს, წმენდს სახსრებს დაგროვებული მარილებისგან და ხელს უწყობს ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებების გამოდევნას. არსებობს თეორია, რომ მარწყვის მურაბა ანელებს კიბოს უჯრედების ზრდას.

ჩვენი რედაქცია გასწავლით, როგორ მოამზადოთ მურაბა ისე, რომ მარწყვმა შეინარჩუნოს ყველაზე დიდი რაოდენობით ის სასარგებლო ნივთიერებები, რომლებსაც კენკრა შეიცავს.

როგორ მოვამზადოთ მარწყვის მურაბა 

ინგრედიენტები

  • 5 კგ მარწყვი
  • 1,5 კგ შაქარი

მომზადების წესი

1. მოაშორეთ მარწყვს ფოთლები და კარგად გარეცხეთ. კენკრა უნდა იყოს მთელი.

2. მშრალი, სტერილური ქილები აავსეთ მარწყვით და ზემოდან შაქარი მოაყარეთ (ნახევარ ლიტრზე-100გრ). დაშაქრული კენკრა შეინახეთ მაცივარში მომდევნო დილამდე, რომ წვენი გამოიღოს.

3. მომდევნო დღეს დიდ ქვაბში ჩაალაგეთ მარწყვით სავსე ქილები. ქვაბში ჩაასხით წყალი ისე, რომ ქილები ბოლომდე არ დაფაროს.

4. როდესაც წყალი ადუღდება, დამატებით 5-7 წუთი კვლავ ადუღეთ, შემდეგ ფრთხილად ამოალაგეთ ქვაბიდან ქილები და თავსახური დაახურეთ.

მარწყვის გემრიელი და ამავდროულად ძალიან სასარგებლო მურაბა მზადაა! მხოლოდ ერთ ქილა მარწყვის მურაბას შეუძლია სასწაული მოახდინოს არა მხოლოდ თქვენს ორგანიზმზე, არამედ განწყობაზეც.