როგორც იქნა, მჟავის მოყვარულთათვის საყვარელი დრო დადგა, შაველა დამწიფდა და ახლა შეგიძლიათ მისგან უგემრიელესი სუპი მოამზადოთ.
შაველას ში კვერცხით
ში რუსული სამზარეულოს ორიგინალური კერძია. ამ კერძის სხვადასხვა სახეობა არსებობს: მდიდარი ში სოკოთი, სხვადასხვა სახის ხორცით, მჟავე სი კომბოსტოს მწნილით. მწვანე ში შაველათი და კვერცხით ზაფხულის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვარიანტია.
ინგრედიენტები
- 6 საშუალო ზომის კარტოფილი
- 2 ც დიდი ზომის სტაფილო
- 1 მუჭა ახალი შაველა
- 3 ც პომიდორი
- 3 ც ქათმის კვერცხი
- 600 გრ ძეხვი
- 4 ლ წყალი
- მარილი, პილპილი და სანელებელი გემოვნებით
- მწვანილი (ოხრახუში და კამა)
მომზადების წესი
1. სტაფილო დაჭერით მრგვალად, ხოლო კარტოფილი-ზოლებად. აადუღეთ წყალი და მოხარშეთ მასში კარტოფილი, სტაფილო, ხახვი და პომიდორი.
2. დაჭერით ძეხვი და ჩაყარეთ სუპში. შემდეგ დაუმატეთ სუპს სანელებელი, მარილი და პილპილი გემოვნებით.
3. როდესაც წვნიანი თითქმის მზად იქნება, დაუმატეთ მას დაჭრილი შაველა მწვანილთან ერთად.
4. კვერცხი უნდა დაუმატოთ სულ ბოლოს. ათქვიფეთ კვერცხი თასში ჩანგლით და თანდათან დაუმატეთ შის წვნიანს.
5. ში შეგიძლიათ მიირთვათ არაჟანთან ერთად. გემრიელად მიირთვით!
შის მომზადებისას ძეხვის ნაცვლად შეგიძლიათ ქათმის ხორცი გამოიყენოთ. ასე შის წვნიანი ნაკლებად ცხიმიანი გამოვა და ამასთანავე, იგი უფრო სასარგებლო იქნება.