თუ თქვენ შემოგრჩათ ფარში და არ იცი რა მოამზადოთ, მშინ ეს რეცეპტი ნამდვილად თქვენთვისაა.
1.კარტოფილის ცხობილა – ხორცით
ინგრედიენტები
- ფარში 300-400გ
- ხახვი 2-3 ცალი
- კარტოფილი 3 ცალი
- სოკო (მოხარშული ან კონსერვირებული) 150გ
- 1 პომიდორი
- ნიორი 3 კბილი
- არაჟანი ფარშში 1-2 სუფრის კოვზი
- ხმელი – სუნელი ფარშში 1 ჩაის კოვზი
- მარილი და შვი დაფქული წიწაკა გემოვნებით
- ტმინი ფარშში 1/3 ჩაის კოვზი
მოსასხმელი
- ყველი 100გ
- რძე 50მლ
- არაჟანი 2-3 სუფრის კოვზი
- მწვანილი
- მარილი და წიწაკა
მომზადება
- ფარშს დაუმატეთ არაჟანი, მარილი და სანელებლები, კარგად გადაურიეთ.
- დაჭერით ხახვი და შეწვით.
- კარტოფილი დაჭერით წვრილ რგოლებად.
- პომიდორი დაჭერით პატარა კუბიკებად.
- დიდი ზომის სოკოც დაჭერით.
- გახეხეთ ყველი, დაუმატეთ რძე, არაჟანი, მწვანილი, მარილი და წიწაკა.
- ფორმის ძირას მოათავსეთ ხახვი და მოაყარეთ მარილი.
- შემდეგ მოათავსეთ ფარში, პომიდორი, სოკო, მარილი, სანელებლები და
- მოასხით ყველის მასა და დააფარეთ ფოლგა.
- გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 40-60 წუთი.
2.ხაჭოს და ხორცის კატლეტები ტომატის სოუსში
ინგრედიენტები
- ფარში 500გ
- ხაჭო 100გ
- ხახვი 1 ცალი
- არაჟანი 1 სუფრის კოვზი
- მწვანილი
- მარილი, წიწაკა, ნიორი, ტმინი გემოვნებით
მომზადება
- ინგრედიენტები კარგად გადაურიეთ ერთმანეთს, მიეცით კატლეტის ფორმა, ამოავლეთ ფქვილში და შეწვით.
- სოუსი : 1 ხახვი, პომიდვრის პასტა 3 ჩაის კოვზი, შაქარი, მარილი, წიწაკა, წყალი, ფქვილი 1 ჩაის კოვზი, მწვანილი.
- შეწვით ხახვი, მოაყარეთ ფქვილი, შეწვით 1-2 წუთი, დაუმატეთ პომიდვრის პასტა, მოურიეთ, დაელოდეთ 3 წუთი, მოასხით წყალი, მოთუშეთ.
- მოთუშეთ კატლეტები, ბოლოს მოაყარეთ მწვანილი.
3.ხორცის ხრაშუნა პური ყველით
ინგრედიენტები
- ფარში 400გ
- კვერცხი 1 ცალი ( მე ვიყენებ 2 გულს)
- 1 ხახვი
- ყველი 100გ
- პომიდორი 1 ცალი
- კეჩუპი 1-2 სუფრის კოვზი
- მწვანილი
- მარილი, წიწაკა და ზირა გემოვნებით
მომზადება
- დაჭერით ხახვი და მოთუშეთ ზეთში.
- ფარშს დაუმატეთ გაგრილებული ხახვი, კვერცხი, მარილი და სანელებლები.
- დაჭერით ნახევარი ყველი კუბიკებად, პომიდორი მრგვლად.
- მწვანილი და ყველი დაუმატეთ ფარშს. კარგად მოზილეთ და დაბეგვეთ ხელით.
- მასა მოათავსეთ ფორმაში.
- წაუსვით კეჩუპი და ზემოდან თანაბრად გადაანაწილეთ პომიდვრები.
- გამოაცხვეთ 230 გრადუსზე 30 წუთი.
- მოაყარეთ დარჩენილი ყველი და ღუმელში მოათავსეთ დამატებით 30 წუთი.
4.ღუმელში მომზადებული გუფთა პომიდვრისა და არაჟნის სოუსით.
ინგრედიენტები
- კომბოსტოს ფურცლები 5 ცალი.
- ფარში ნებისმიერი ხახვთან ერთად 250გ
- ნახევრად მზა ბრინჯი 2-3 სუფრის კოვზი
- მარილი და წიწაკა გემოვნებით
- 3 სუფრის კოვზი რძე
- მწვანილი
სოუსისთვის
- არაჟანი 3 სუფრის კოვზი
- რძე 3 სუფრის კოვზი
- ბულიონი ან წყალი 100მლ
- პომიდვრის პასტა 1 სუფრის კოვზი
- ფქვილი 1 ჩაის კოვზი
- მარილი და წიწაკა
მომზადება
- ფარშს დაუმატეთ ბრინჯი, რძე, მარილი, წიწაკა. მოხარშეთ კომბოსტო.
- ამოავსეთ ფარშით, შეახვიეთ გუფთა. მოათავსეთ ცეცხლგამძლე ფორმაში.
- სოუსისთვის რძეს დაუმატეთ არაჟანი, პომიდვრის პასტა, ფქვილი და ბულიონი.
- მოაყარეთ მარილი და წიწაკა გემოვნებით. მოასხით სოუსი.
- ფორმას დააფარეთ ფოლგა. გამოაცხვეთ 40 წუთი 180-200 გრადუსზე.
- მოაყარეთ მწვანილი.
5.ხორცის ფრიკადელკები პომიდვრის სოუსში
ინგრედიენტები
- 300გ ფარში ხახვთან ერთად
- 2 კბილი ნიორი
- მწვანილი
- მარილი და წიწაკა
სოუსისთვის
- 500გ კონსერვირებული პომიდორი
- 1 ხახვი
- 1 ტკბილი წიწაკა
- 1 ჩაის კოვზი პაპრიკა
- 0,5 ჩაის კოვზი ხმელი სუნელი
- 0,5 ჩაის კოვზი დაფქული ჯანჯაფილი
- წითელი დაფქული წიწაკა
- მარილი გემოვნებით
- 1 ჩაის კოვზი შაქარი
ინგრედიენტები
- ფარშს დაუმატეთ ნიორი, მწვანილი, მარილი და წიწაკა.
- სველი ხელი დააბურთავეთ – ფრიკადელკები. პომიდორი დაჭერით წვრილად.
- სოუსისთვის შეწვით ხახვი ზეთში, დაუმატეთ დაჭრილი წიწაკა და მოთუშეთ რამდენიმე წუთი.
- პომიდორი წვნიანად მოათავსეთ ტაფაზე. დაუმატეთ სანელებლები, მარილი და შაქარი. მოურიეთ.
- ადუღებულ სოუსს დაუმატეთ ხორცის ფრიკადელკები და მოთუშეთ 15 წუთი.
6.საბავშო მარაკონის ცხობილა ხორცით
ინგრედიენტები
- ნახევრად მოხარშული მაკარონი 250გ
- 2 კვერცხი
- 100მლ რძე
- მარილი
- ყველი 40გ
- 2 ფრიკადელკა
მომზადება
- რძე ათქვიფეთ კვერცხთან და მარილთან ერთად ჩანგლით. ყველი გახეხეთ და დაუმატეთ მაკარონს.
- მიღებულ მასას მოასხით რძის მასა.
- მოხარშეთ ფიკადელკები და მოათავსეთ გამოსაცხობ ფორმაში.
- ზემოდან მოათავსეთ მაკარონი. გამოაცხვეთ 180-200 გრადუსზე 25 წუთი.
7.ცხობილა ხორცით და ბოსტნეულით
ინგრედიენტები
- ფარში 250გ
- კორეული კომბოსტო 100გ
- ყაბაყი 200გ ხახვი 1 ცალი
- ხახვი 1 ცალი
- პომიდორი 1 ცალი
- ნიორი გემოვნებით
- ყველი 70გ
- უმი კვერცხი 1 ცალი
- რძე 120მლ
- მარილი და წიწაკა გემოვნებით
მომზადება
- კუბიკებად დაჭერით ხახვი, შეწვით. დაუმატეთ ფარში. შეწვით სითხის აორთქლებამდე.
- მოაყარეთ მარილი, წიწაკა და ნიორი. ყაბაყი დაჭერით მრგვლად და შეწვით ორივე მხრიდან.
- დააქუცმაცეთ კომბოსტო, მოაყარეთ მარილი და დაჭყლიტეთ. მოათავსეთ ფორმაში.
- კომბოსტოზე თანაბრად გადაანაწილეთ ფარში. შემდეგ ყაბაყი, მოაყარეთ მარილი. ზემოდან კი პომიდორი.
- ათქვიფეთ რძე, კვერცხი, მარილი და წიწაკა. მოასხით ფორმაში არსებულ მასას. ყველი გახეხეთ მსხვილად.
- გამოაცხვეთ 20 წუთი თავსაფრიანად, ხოლო 15 წუთი მის გარეშე 200 გრადუსზე.
- მოაყარეთ მწვანილი.
8.კატლეტები პომიდვრის სოუსში კარტოფილითან
ინგრედიენტები
- ფარში 400გ
- ხახვი 1 ცალი
- არაჟანი 1 სუფრის კოვზი
- რძე 2-3 სუფრის კოვზი
- მარილი და წიწაკა
- ფქვილი
სოუსისთვის
- ხახვი 1 ცალი
- სტაფილო 1 ცალი
- პომიდვრის პასტა 2-3 სუფრის კოვზი
- ფქვილი 1 სუფრის კოვზი
- ნიორი 3-4 კბილი
- წყალი 300-400მლ
- მარილი
- შაქარი
- წიწაკა გემოვნებით
- მწვანილი
მომზადება
- ფარშს დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, წიწაკა, მარილი, არაჟანი და რძე. კარგად მოურიეთ.
- მიეცით კატლეტის ფორმა, ამოავლეთ ფქვილში, შეწვით.
- სოუსისთვის შეწვით ხახვი, სტაფილო, მოაყარეთ ფქვილი, მოურიეთ და დაუმატეთ პომიდვრის პასტა.
- ისევ კარგად მოურიეთ, შეწვით, ჩაასხით ცხელი წყალი, მოურიეთ რათა არ დაიჯირჯვლოს.
- მოაყარეთ მარილი, შაქარი და წიწაკა, დაელოდეთ 2 წუთი.
- დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ნიორ. კატლეტებს მოასხით სოუსი და შეწვით.
- მოაყარეთ მწვანილი და მიერთვით კარტოფილტან ერთად.
9.შნელკლოპსი – ფარშით
ინგრედიენტები
- ფარში 300გ
- ხახვი 1 ცალი
- ფქვილი 1,5 სუფრის კოვზი
- მარილი, შავი წიწაკა და კაკალი ქინძი
- ნიორი 3 კბილი
- კარტოფილი გემოვნებით
- მოხარშული კარტოფილის წყალი 300მლ
- მწვანილი
მომზადება
- მოხარშეთ კარტოფილი, გამოყავით 300მლ სითხე მისგან. დაჭერით ხახვი და შეწვით.
- დაუმატეთ ფარში და შეწვით.
- მოაყარეთ მარილი, წიწაკა, კაკალი ქინძი, დაჭეილი ნიორი.
- მოაყარეთ ფქვილი, მოურიეთ. მოასხით კარტოფილის ნახარში და დაუმატეთ არაჟანი. მოურიეთ.
- წამოადუღეთ და გადმოიტანეთ ცეცხლიდან. მოაყარეთ მწვანილი.
- თეფშზე მოათავსეთ კარტოფილი, ხოლო ზემოდან ხორცი.
გემრიელად მიირთვით!