9 საუკეთესო რეცეპტი ფარშით!

1752

თუ თქვენ შემოგრჩათ ფარში და არ იცი რა მოამზადოთ, მშინ ეს რეცეპტი ნამდვილად თქვენთვისაა.

1.კარტოფილის ცხობილა – ხორცით

ინგრედიენტები

  • ფარში 300-400გ
  • ხახვი 2-3 ცალი
  • კარტოფილი 3 ცალი
  • სოკო (მოხარშული ან კონსერვირებული) 150გ
  • 1 პომიდორი
  • ნიორი 3 კბილი
  • არაჟანი ფარშში 1-2 სუფრის კოვზი
  • ხმელი – სუნელი ფარშში 1 ჩაის კოვზი
  • მარილი და შვი დაფქული წიწაკა გემოვნებით
  • ტმინი ფარშში 1/3 ჩაის კოვზი

მოსასხმელი

  • ყველი 100გ
  • რძე 50მლ
  • არაჟანი 2-3 სუფრის კოვზი
  • მწვანილი
  • მარილი და წიწაკა

მომზადება

  1. ფარშს დაუმატეთ არაჟანი, მარილი და სანელებლები, კარგად გადაურიეთ.
  2. დაჭერით ხახვი და შეწვით.
  3. კარტოფილი დაჭერით წვრილ რგოლებად.
  4. პომიდორი დაჭერით პატარა კუბიკებად.
  5. დიდი ზომის სოკოც დაჭერით.
  6. გახეხეთ ყველი, დაუმატეთ რძე, არაჟანი, მწვანილი, მარილი და წიწაკა.
  7. ფორმის ძირას მოათავსეთ ხახვი და მოაყარეთ მარილი.
  8. შემდეგ მოათავსეთ ფარში, პომიდორი, სოკო, მარილი, სანელებლები და
  9. მოასხით ყველის მასა და დააფარეთ ფოლგა.
  10. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 40-60 წუთი.

2.ხაჭოს და ხორცის კატლეტები ტომატის სოუსში 

ინგრედიენტები

  • ფარში 500გ
  • ხაჭო 100გ
  • ხახვი 1 ცალი
  • არაჟანი 1 სუფრის კოვზი
  • მწვანილი
  • მარილი, წიწაკა, ნიორი, ტმინი გემოვნებით

მომზადება

  1. ინგრედიენტები კარგად გადაურიეთ ერთმანეთს, მიეცით კატლეტის ფორმა, ამოავლეთ ფქვილში და შეწვით.
  2. სოუსი : 1 ხახვი, პომიდვრის პასტა 3 ჩაის კოვზი, შაქარი, მარილი, წიწაკა, წყალი, ფქვილი 1 ჩაის კოვზი, მწვანილი.
  3. შეწვით ხახვი, მოაყარეთ ფქვილი, შეწვით 1-2 წუთი, დაუმატეთ პომიდვრის პასტა, მოურიეთ, დაელოდეთ 3 წუთი, მოასხით წყალი, მოთუშეთ.
  4. მოთუშეთ კატლეტები, ბოლოს მოაყარეთ მწვანილი.

3.ხორცის ხრაშუნა პური ყველით

ინგრედიენტები

  • ფარში 400გ
  • კვერცხი 1 ცალი ( მე ვიყენებ 2 გულს)
  • 1 ხახვი
  • ყველი 100გ
  • პომიდორი 1 ცალი
  • კეჩუპი 1-2 სუფრის კოვზი
  • მწვანილი
  • მარილი, წიწაკა და ზირა გემოვნებით

მომზადება

  1. დაჭერით ხახვი და მოთუშეთ ზეთში.
  2. ფარშს დაუმატეთ გაგრილებული ხახვი, კვერცხი, მარილი და სანელებლები.
  3. დაჭერით ნახევარი ყველი კუბიკებად, პომიდორი მრგვლად.
  4. მწვანილი და ყველი დაუმატეთ ფარშს. კარგად მოზილეთ და დაბეგვეთ ხელით.
  5. მასა მოათავსეთ ფორმაში.
  6. წაუსვით კეჩუპი და ზემოდან თანაბრად გადაანაწილეთ პომიდვრები.
  7. გამოაცხვეთ 230 გრადუსზე 30 წუთი.
  8. მოაყარეთ დარჩენილი ყველი და ღუმელში მოათავსეთ დამატებით 30 წუთი.

4.ღუმელში მომზადებული გუფთა პომიდვრისა და არაჟნის სოუსით.

ინგრედიენტები

  • კომბოსტოს ფურცლები 5 ცალი.
  • ფარში ნებისმიერი ხახვთან ერთად 250გ
  • ნახევრად მზა ბრინჯი 2-3 სუფრის კოვზი
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით
  • 3 სუფრის კოვზი რძე
  • მწვანილი

სოუსისთვის

  • არაჟანი 3 სუფრის კოვზი
  • რძე 3 სუფრის კოვზი
  • ბულიონი ან წყალი 100მლ
  • პომიდვრის პასტა 1 სუფრის კოვზი
  • ფქვილი 1 ჩაის კოვზი
  • მარილი და წიწაკა

მომზადება

  1. ფარშს დაუმატეთ ბრინჯი, რძე, მარილი, წიწაკა. მოხარშეთ კომბოსტო.
  2. ამოავსეთ ფარშით, შეახვიეთ გუფთა. მოათავსეთ ცეცხლგამძლე ფორმაში.
  3. სოუსისთვის რძეს დაუმატეთ არაჟანი, პომიდვრის პასტა, ფქვილი და ბულიონი.
  4. მოაყარეთ მარილი და წიწაკა გემოვნებით. მოასხით სოუსი.
  5. ფორმას დააფარეთ ფოლგა. გამოაცხვეთ 40 წუთი 180-200 გრადუსზე.
  6. მოაყარეთ მწვანილი.

5.ხორცის ფრიკადელკები პომიდვრის სოუსში

ინგრედიენტები

  • 300გ ფარში ხახვთან ერთად
  • 2 კბილი ნიორი
  • მწვანილი
  • მარილი და წიწაკა

სოუსისთვის

  • 500გ კონსერვირებული პომიდორი
  • 1 ხახვი
  • 1 ტკბილი წიწაკა
  • 1 ჩაის კოვზი პაპრიკა
  • 0,5 ჩაის კოვზი ხმელი სუნელი
  • 0,5 ჩაის კოვზი დაფქული ჯანჯაფილი
  • წითელი დაფქული წიწაკა
  • მარილი გემოვნებით
  • 1 ჩაის კოვზი შაქარი

ინგრედიენტები

  1. ფარშს დაუმატეთ ნიორი, მწვანილი, მარილი და წიწაკა.
  2. სველი ხელი დააბურთავეთ – ფრიკადელკები. პომიდორი დაჭერით წვრილად.
  3. სოუსისთვის შეწვით ხახვი ზეთში, დაუმატეთ დაჭრილი წიწაკა და მოთუშეთ რამდენიმე წუთი.
  4. პომიდორი წვნიანად მოათავსეთ ტაფაზე. დაუმატეთ სანელებლები, მარილი და შაქარი. მოურიეთ.
  5. ადუღებულ სოუსს დაუმატეთ ხორცის ფრიკადელკები და მოთუშეთ 15 წუთი.

6.საბავშო მარაკონის ცხობილა ხორცით

ინგრედიენტები

  • ნახევრად მოხარშული მაკარონი 250გ
  • 2 კვერცხი
  • 100მლ რძე
  • მარილი
  • ყველი 40გ
  • 2 ფრიკადელკა

მომზადება

  1. რძე ათქვიფეთ კვერცხთან და მარილთან ერთად ჩანგლით. ყველი გახეხეთ და დაუმატეთ მაკარონს.
  2. მიღებულ მასას მოასხით რძის მასა.
  3. მოხარშეთ ფიკადელკები და მოათავსეთ გამოსაცხობ ფორმაში.
  4. ზემოდან მოათავსეთ მაკარონი. გამოაცხვეთ 180-200 გრადუსზე 25 წუთი.

7.ცხობილა ხორცით და ბოსტნეულით

ინგრედიენტები

  • ფარში 250გ
  • კორეული კომბოსტო 100გ
  • ყაბაყი 200გ ხახვი 1 ცალი
  • ხახვი 1 ცალი
  • პომიდორი 1 ცალი
  • ნიორი გემოვნებით
  • ყველი 70გ
  • უმი კვერცხი 1 ცალი
  • რძე 120მლ
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით

მომზადება

  1. კუბიკებად დაჭერით ხახვი, შეწვით. დაუმატეთ ფარში. შეწვით სითხის აორთქლებამდე.
  2. მოაყარეთ მარილი, წიწაკა და ნიორი. ყაბაყი დაჭერით მრგვლად და შეწვით ორივე მხრიდან.
  3. დააქუცმაცეთ კომბოსტო, მოაყარეთ მარილი და დაჭყლიტეთ. მოათავსეთ ფორმაში.
  4. კომბოსტოზე თანაბრად გადაანაწილეთ ფარში. შემდეგ ყაბაყი, მოაყარეთ მარილი. ზემოდან კი პომიდორი.
  5. ათქვიფეთ რძე, კვერცხი, მარილი და წიწაკა. მოასხით ფორმაში არსებულ მასას. ყველი გახეხეთ მსხვილად.
  6. გამოაცხვეთ 20 წუთი თავსაფრიანად, ხოლო 15 წუთი მის გარეშე 200 გრადუსზე.
  7. მოაყარეთ მწვანილი.

8.კატლეტები პომიდვრის სოუსში კარტოფილითან

ინგრედიენტები

  • ფარში 400გ
  • ხახვი 1 ცალი
  •  არაჟანი 1 სუფრის კოვზი
  • რძე 2-3 სუფრის კოვზი
  • მარილი და წიწაკა
  • ფქვილი

სოუსისთვის

  • ხახვი 1 ცალი
  • სტაფილო 1 ცალი
  • პომიდვრის პასტა 2-3 სუფრის კოვზი
  • ფქვილი 1 სუფრის კოვზი
  • ნიორი 3-4 კბილი
  • წყალი 300-400მლ
  • მარილი
  • შაქარი
  • წიწაკა გემოვნებით
  • მწვანილი

მომზადება

  1. ფარშს დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, წიწაკა, მარილი, არაჟანი და რძე. კარგად მოურიეთ.
  2. მიეცით კატლეტის ფორმა, ამოავლეთ ფქვილში, შეწვით.
  3. სოუსისთვის შეწვით ხახვი, სტაფილო, მოაყარეთ ფქვილი, მოურიეთ და დაუმატეთ პომიდვრის პასტა.
  4. ისევ კარგად მოურიეთ, შეწვით, ჩაასხით ცხელი წყალი, მოურიეთ რათა არ დაიჯირჯვლოს.
  5. მოაყარეთ მარილი, შაქარი და წიწაკა, დაელოდეთ 2 წუთი.
  6. დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ნიორ. კატლეტებს მოასხით სოუსი და შეწვით.
  7. მოაყარეთ მწვანილი და მიერთვით კარტოფილტან ერთად.

9.შნელკლოპსი – ფარშით

ინგრედიენტები

  • ფარში 300გ
  • ხახვი 1 ცალი
  • ფქვილი 1,5 სუფრის კოვზი
  • მარილი, შავი წიწაკა და კაკალი ქინძი
  • ნიორი 3 კბილი
  • კარტოფილი გემოვნებით
  • მოხარშული კარტოფილის წყალი 300მლ
  • მწვანილი

მომზადება

  • მოხარშეთ კარტოფილი, გამოყავით 300მლ სითხე მისგან. დაჭერით ხახვი და შეწვით.
  • დაუმატეთ ფარში და შეწვით.
  • მოაყარეთ მარილი, წიწაკა, კაკალი ქინძი, დაჭეილი ნიორი.
  • მოაყარეთ ფქვილი, მოურიეთ. მოასხით კარტოფილის ნახარში და დაუმატეთ არაჟანი. მოურიეთ.
  • წამოადუღეთ და გადმოიტანეთ ცეცხლიდან. მოაყარეთ მწვანილი.
  • თეფშზე მოათავსეთ კარტოფილი, ხოლო ზემოდან ხორცი.

გემრიელად მიირთვით!