50 ქილაც საკმარისი არაა. მწვანე პომიდვრის მწნილი კავკასიურად

971

დაიღალეთ ზამთრის კონსერვების ბანალური რეცეპტებით? Gastronomia.ge–ს რედაქცია გირჩევთ, რომ მწვანე პომიდორი კავკასიურ სტილში მოამზადოთ და ზამთრის მენიუ გაამრავალფეროვნოთ. ასეთი გემრიელი წასახემსებლის 50 ქილაც საკმარისი არაა!

ამ რეცეპტით დამწნილებული პომიდორი კლასიკურისგან მომგებიანად გამოირჩევა. პირველ რიგში, მწვანე პომიდორი უნდა გამოიყენოთ. მას სხვა გემო აქვს. გარდა ამისა, კონსერვი ბევრი ნივრის და ცხარე წიწაკის ხარჯზე ცხარე გამოვა. ასეთი დაკონსერვებული პომიდორი ზამთრის ცივ საღამოებს უხდება!

როგორ მოვამზადოთ მწვანე პომიდორი ზამთრისთვის კავკასიურად

თუ ოჯახში ცხარე, ფარშირებული პომიდვრის კონსერვის მოყვარული არ გყავთ, უფრო ნეიტრალური ვარიანტი მოამზადეთ. ამისთვის მომზადებამდე ჩილის წიწაკა თესლისგან გაწმინდეთ.

ინგრედიენტები:

  • 2,5 კგ პომიდორი
  • 50 გ კამა
  • 1 ნიორი
  • 1,5 ლ წყალი
  • 2 ს/კ მარილი
  • პირშუშხის ფოთოლი გემოვნებით
  • 50 გ ოხრახუში
  • 1 ჩილის წიწაკა
  • 150 მლ ძმარი
  • 4 ს/კ შაქარი

მომზადების წესი:

1. ნიორი დააქუცმაცეთ ისე, როგორც გსურთ: წვრილად დაჭერით, დაჭყლიტეთ ან გახეხეთ.

2. ჩილის წიწაკა, ოხრახუში და კამა წვრილად დაჭერით. ინგრედიენტები ნიორს აურიეთ. შიგთავსი მზადაა.

3. სუფთა და მშრალი პომიდორი ღრმად ჩაჭერით და შიგთავსით გაავსეთ.

4. ქილის ძირში პირშუშხის ფოთლები დააფინეთ და ფარშირებული პომიდვრებით გაავსეთ. მდუღარე წყალი დაასხით, თავსახური დააფარეთ და 10 წუთით გააჩერეთ.

5. წყალი ქილიდან ქვაბში გადაასხით, მარილი და შაქარი დაუმატეთ. აურიეთ და 3-4 წუთით ადუღეთ.

6. 9%–იანი ძმარი დაუმატეთ. კიდევ რამდენიმე წუთით ადუღეთ. მარინადი ქილებში ჩაასხით და თავსახურები დაახურეთ.

7. ქილები პირსახოცჩაფენილ ქვაბში გაასტერილეთ. ადუღების მომენტიდან 15 წუთით ხარშეთ.

8. ქილები მოხუფეთ და გადააბრუნეთ. შეფუთეთ და სრულ გაგრილებამდე გააჩერეთ.

ინგრედიენტების მითითებული რაოდენობით 1,5 ლ მოცულობის 3 ქილა მწვანე პომიდვრის კონსერვი გამოვა. უდავოდ, უფრო მეტი შეგიძლიათ მოამზადოთ. ამისთვის ყველა პროდუქტის რაოდენობა პროპორციულად გაზარდეთ. სუფრაზე ხორცთან, თევზთან და სხვა ცხელ კერძთან ერთად გაიტანეთ.