5 წუთი და 3 ინგრედიენტი: ამ გაზაფხულის საუკეთესო დესერტი

1332

ალბათ არ არსებობს პლანეტაზე ქალი, რომელიც ერთხელ მაინც არ დიეტობდა. სწორედ ამიტომ ყველასთვის კარგად ნაცნობია საყვარელ კერძებზე უარის თქმის სიმწარე. განსაკუთრებით რთულია ტკბილეულობის აკრძალვა.

ამ პროცესის შესამსუბუქებლად, ჩვენ დიეტური ყავის დესერტის რეცეპტი მოვამზადეთ. ის მაღაზიაში  ნაყიდი ტკბილეულობის შესანიშნავი ალტერნატივა გახდება და დიეტასაც იოლად გადაგატანინებთ.

ინგრედიენტები

  • 200 გრ ხაჭო
  • 1 ს.კ. თაფლი
  • 1 ჩ.კ. ყავა
  • 1 ჩ.კ. ჟელატინი
  • 80 მლ წყალი

მომზადება

  1. შეურიეთ რბილი ხაჭო და თაფლი.
  2. აადუღეთ ყავა და გახსენით მასში ჟელატინი.
  3. შეურიეთ ხაჭო და ყავა, ათქვიფეთ მიქსერით.
  4. მზა მასა გადაანაწილეთ ჭიქებში და შედგით მაცივარში გასაცივებლად.

მზა დესერტს შეგიძლიათ მოაყაროთ კაკაო, ქოქოსის ფანტელი ან დარიჩინი. ან დაამატოთ ხილი და ჩირი. მოამზადეთ სიამოვნებით, გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!