5 რეცეპტი სწრაფი და გემრიელი ღვეზელის გამოსაცხობად

2141

სწრაფი და გემრიელი ღვეზელის მოსამზადებლად 5 მარტივ რეცეპტს გთავაზობთ.

1. ხაჭოს ფუნთუშები მხოლოდ 15 წუთში

ხაჭოს ღვეზელი გემრიელი და სწრაფი დესერტია, რომელიც ბავშვებს და ზრდასრულებს ერთნაირად უყვართ. ჩაისთან, ყავასთან ან გრილ კენკრის კომპოტთან ერთად მისი მირთმევა სასიამოვნოა. ხაჭოს შიგთავსის წყალობით ღვეზელი ძალიან სასარგებლო კერძია და ხშირად სამკურნალო დიეტების და ფქვილიან ნაწარმზე უარის თქმის დროს მათ რაციონში რთავენ.

ხაჭოს შიგთავსისთვის კარგი კომბინაციაა ხილი და კენკრა: ვაშლი, გარგარი, ქლიავი, ატამი, ხურტკმელი, მარწყვი და სხვა. შეგიძლიათ წვრილად დაჭრათ ან მსხვილ სახეხზე გახეხოთ და დარიჩინი, თაფლი, შაქარი ან ლიმონის ცედრა დაუმატოთ. ასეთი არჩევანის წყალობით ყოველჯერზე სხვადასხვა ღვეზელის გამოცხობას და სტუმრების გაოცებას შეძლებთ.

ასევე, ამ ღვეზელს შიგთავსით სახით ყველანაირი ჯემი და მურაბა უხდება, რომელშიც ბევრი მსხვილი ხილის ნაჭერი და დაქუცმაცებული ნიგოზია. თუ ხაჭო ძალიან გიყვართ, შეგიძლიათ არა მხოლოდ ცომი, არამედ შიგთავსი მოამზადოთ. უფრო გემრიელი რომ იყოს, ხაჭოს ცოტა შაქარი, კარაქი და ქიშმიში დაუმატეთ.

თუ მურაბის შიგთავსის გამოყენებას აპირებთ, თხელ მურაბაზე უარი თქვით, რადგან ის გადმოიღვრება და კერძს გააფუჭებს. სჯობს მურაბის ხილი გამოიყენოთ.

მომზადება:

ხაჭოს ღვეზელის მოსამზადებლად 2 კვერცხი 3 ს/კ შაქარს აურიეთ და ათქვიფეთ მანამ, სანამ შაქარი ბოლომდე არ გაიხსნება. მიღებული ნარევი 500 გრ ხაჭოს აურიეთ და 10 ს/კ გაცრილი ფქვილი დაუმატეთ. კიდევ ერთხელ კარგად აურიეთ. მიღებულ ერთგვაროვან მასას ორი მწიკვი მარილი და ამდენივე სოდა დაუმატეთ. არც თუ ისე მაგარი ცომი მოზილეთ.

შიგთავსი მოამზადეთ და ცომი რამდენიმე ნაწილად გაყავით. ზუსტად 20 სტანდარტული ზომის ნაჭერი უნდა გამოგივიდეთ.

ბავშვებისთვის უფრო პატარა ნაჭრები გააკეთეთ, რომ ღვეზელი უფრო მინიატურული და მიმზიდველი იყოს.

ცომის ნაჭერს კვერის ფორმა მიეცით, მცირე რაოდენობით შიგთავსი მოათავსეთ და კუთხეები კარგად შეკარით. გახსოვდეთ, რომ შიგთავსი არ უნდა გადმოიღვაროს. შემდეგ საცხობ ტაფას ზეითუნის ზეთი კარგად წაუსვით და ღვეზელები მოათავსეთ. 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15 წუთით ახვეთ.

დროის გასვლის შემდეგ ხაჭოს ღვეზელი ღუმელიდან გამოიღეთ და შაქრის პუდრა მოაყარეთ. გაგრილება აცადეთ და სუფთაზე ჩაის, კომპოტის ან რძის სასმელებთან ერთად გაიტანეთ.

2. ღვეზელები-პატარები

ეს ღვეზელი უბრალოდ წარმოუდგენელია! ურბილესი და უგემრიელეს! ამასთან სწრაფად და მარტივად მზადდება, შედეგი კი შეუდარებელია..

ცომი იმდენად გასაოცარია, რომ გვიჭირს გარჩევა საფუარი აქვს თუ არა – რბილი, დამჯერი.

ღვეზელი საკმაოდ უჩვეულო მეთოდით მზადდება.


ინგრედიენტები:

  • 3-5 ჭიქა ფქვილი (550-600 გრ)
  • 1 ჭიქა რძე (250 მლ)
  • 11 გრ საფუარი
  • 200 გრ კარაქი
  • 1 ს/კ შაქარი
  • ½ ჩ/კ მარილი

მომზადება:

  1. ქვაბში კარაქი გაადნეთ და რძე დაასხით. კარაქი-რძის ნარევი თბილი უნდა იყოს.
  2. საფუარი, შაქარი და მარილი დაუმატეთ. აურიეთ და 5 წუთით გაგრილება აცადეთ.
  3. შემდეგ თანდათანობით ფქვილი დააყარეთ.
  4. კოვზით აურიეთ. ასე ცომში რბილი გუნდა გაჩნდება და ფქვილ მოყრილ მაგიდაზე გადმოიტანეთ.
  5. ოდნავ მოზილეთ და ცომი მზადაა! ამოსვლა არ სჭირდება. იმწამსვე განაწილება დაიწყეთ. 6 ნაწილად გაყავით.
  6. თითოეული ნაწილი მართკუთხა, 50*20 სმ ზომაზე და 3 მმ სისქეზე გააბრტყელეთ.
  7. შიგთავსი სიგრძეზე დაუმატეთ.
  8. რულეტი დაახვიეთ და კუთხეები შეკარით.
  9. ხელები ფქვილში ამოისვარეთ და რულეტის გაგორება დაიწყეთ. ასე კუთხეები კარგად მიეკვრება.
  10. საცხობ ტაფაზე მოათავსეთ. ღვეზელს არაფრის წასმა არ სჭირდება. 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 25-30 წუთით აცხვეთ, სანამ არ შეწითლდება. თუ ძლიერად არ დაწვათ, ძალიან ნაზი ღვეზელი გამოვა, თუ უფრო დიდხანს გამოაცხობთ, ხრაშუნას მიიღებთ.

აი, ასეთია – ცომი ცოტა, შიგთავსი ბევრი! დაგორების გამო ცომი ოდნავ ფენოვანი გამოდის. აუცილებლად უნდა სცადოთ. ოჯახის წევრებს მოეწონებათ.

3. უნაზესი შინაურული ღვეზელი

თუ ღვეზელს ამ რეცეპტით ერთხელ გასინჯავთ, მისი ერთგული თაყვანისმცემელი გახდებით. ამ გემრიელი ღვეზელის საიდუმლო შეუდარებელ ცომშია: რბილი, ელასტიკური, ხელებზე არ ეკვრება და შესაგრძნებად სასიამოვნოა. მისგან შეუდარებელი ღვეზელი გამოდის.


ინგრედიენტები:

  • 600 გრ ფქვილი
  • 4 ს/კ შაქრის ფხვნილი
  • 2 კვერცხი
  • 50 გრ მარგარინი (შეგიძლიათ კარაქით ჩაანაცვლოთ)
  • 250 მლ რძე (შეგიძლიათ 2 ს/კ მშრალი რძით, ან კეფირით ჩაანაცვლოთ)
  • 1 ჩ/კ მარილი
  • 2 ჩ/კ მშრალი საფუარი
  • 1 ჩ/კ ვანილი

მომზადება:

  1. შიგთავსის აღწერა საჭირო არაა, რადგან ყველას თავის გემოვნებით შეუძლია შეარჩიოს. ამ ღვეზელს მოუხდება ნებისმიერი ხორცის ფარში, პაშტეტი, ხახვი, მწვანილი, მოხარშული კომბოსტო, სოკო, ყველი, შოკოლადი და ა.შ.
  2. საფუარი თბილ რძეში ან წყალში გახსენით და 1 ს/კ შაქარი დაუმატეთ.
  3. საფუარს აფუება აცადეთ და როგორც კი აქაფებას დაიწყებს, ცომი მოზილეთ.
  4. ამისთვის ყველა ინგრედიენტი აურიეთ და მოზილეთ, თუ თხევადი გამოვა, ფქვილი კიდევ დაუმატეთ. ცომი ხელზე არ უნდა გეკვრებოდეთ.
  5. ცომი თბილ ადგილას 2-2,5 საათით გააჩერეთ. 2-ჯერ ჩაზილეთ, მესამე ჩაზელვაზე შეგიძლიათ ღვეზელები მოამზადოთ და გამოაცხოთ.
  6. ღვეზელები პერგამენტ დაფარებულ საცხობ ტაფაზე მოათავსეთ, კვერცხი წაუსვით და 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში შეწითლებამდე აცხვეთ.

4. ბლითი-ღვეზელი

ინგრედიენტები:

  • 2 კვერცხი
  • 500 მლ მჟავე რძე (ან კეფირი)
  • 200 გრ ნებისმიერი ხაჭო
  • 1 ჩ/კ სოდა
  • 12 ჭიქა ფქვილი (300 გრ)
  • მარილი, შაქარი გემოვნებით
  • 100 მლ მცენარეული ზეთი

მომზადება:

  1. ხაჭო კვერცხთან ერთად ათქვიფეთ და ნახევარი რძე დაუმატეთ.
  2. მარილი, შაქარი დაუმატეთ (თუ საკმარისი შაქარი არ ექნება, უფრო მეტი შაქარი დაუმატეთ და პირიქით) და ფქვილი მოაყარეთ.
  3. დარჩენილ რძეს სოდა დაუმატეთ, კარგად აურიეთ და ხაჭოს მასას აურიეთ.
  4. ყველაფერი მიქსერით ათქვიფეთ. სქელი არაჟნის მსგავსი მასა უნდა მიიღოთ.
  5. შემდეგ გემოვნების მიხედვით შიგთავსი მოამზადეთ. შიგთავსი შეიძლება იყოს: სოკო, ღვიძლი, კომბოსტო, ქათამი, ან ტკბილი – გარგარი, ქლიავის ჯემი, ხაჭო.
  6. გახურებულ ტაფაზე ცომის ნაწილი დაასხით, ცეცხლს დაუწიეთ და თავსახური დაახურეთ.
  7. როგორც კი ბლითის ძირი შეწითლდება, შიგთავსი ცენტრისკენ დაუმატეთ, ბლითის ნახევარი ზემოდან დააფარეთ. ცომი დამჯერია და ადვილად იკეცება.
  8. თავსახური დაახურეთ და 1 წუთით აცხვეთ, შემდეგ გადააბრუნეთ და კვლავ თავსახური დაახურეთ.


5. ღვეზელი – გემრიელობა მარტივად

თქვენ რბილ, გემრიელ ღვეზელს მიიღებთ, რომელიც 2-3 დღე არ გაფუჭდება. ცომი 5 წუთში მზადდება და იმწამსვე ღვეზელის ფორმები კეთდება. ცომის ამოსვლაზე ლოდინი საჭირო არაა,

ინგრედიენტები:

  • 1 ჭიქა თბილი წყალი
  • 50 გრ დაპრესილი საფუარი
  • 1 ს/კ შაქარი
  • 1 ჩ/კ მარილი
  • 3 ს/კ მზესუმზირას ზეთი
  • 4 ჭიქა ფქვილი
  • 1 ჭიქა მდუღარე წყალი
  • ნებისმიერი შიგთავსი

მომზადება:

  1. თბილ წყალში საფუარი გახსენით, შაქარი, მარილი, მზესუმზირას ზეთი, ცოტა ფქვილი დაუმატეთ, აურიეთ და მდუღარე წყალი დაასხით. ცომი მოზილეთ. შემდეგ ღვეზელების ფორმირება დაიწყეთ.
  2. შიგთავსი წინასწარ მოამზადეთ. ამისთვის მე კარტოფილის და ღვიძლის ნარევი მქონდა, შეგიძლიათ ნებისმიერი შიგთავსი თქვენი გემოვნებით გამოიყენოთ. რაც ყველაზე მომწონს ისაა, რომ საფუარის შემცველობის მიუხედავად ლოდინი საჭირო არაა.

სანამ ერთი ღვეზელი იწვებოდა, მეორე მოვამზადე. ლამაზი ფორმის არა, მაგრამ გემრიელი ღვეზელები და თან ძალიან სწრაფად მივიღე.