5 ნოყიერი სალათის რეცეპტი

975

სალათი “გაუმაძღარი”

ინგრედიენტები

  • 50გ შებოლილი ძეხვი
  • 1 ქილა კონსერვირებული ლობიო
  • 2 პომიდორი
  • 50გ ოხრახუში
  • 2 სუფრის კოვზი მაიონეზი
  • 50გ ყველი

მომზადება

  1. დაჭერით ძეხვი და პომიდორი.
  2. გახეხეთ ყველი, დააქუცმაცეთ მწვანილი. გადაასხით ლობიოს სითხე.
  3. გააერთიანეთ ინგრედიენტები და მოასხით მაიონეზი.

კარტოფილის სალათი ლორით

ინგრედიენტები

  • 750გ კარტოფილი
  • 4 კვერცხი
  • 1 ტკბილი წიწაკა
  • 200გ ლორი
  • 4-5 მწვანე ხახვი
  • 200გ ზეთის ხილი
  • 5 მწნილი კიტრი
  • 2 სუფრის კოვზი მარილწყალი
  • ოხრახუში
  • 2 ჩაის კოვზი მდოგვი
  • 200გ მაიონეზი
  • მარილი
  • შავი წიწაკა

მომზადება

  1. გარეცხეთ და მოხარშეთ კარტოფილი. გაასუფთავეთ და დაჭერით კუბიკეაბდ. მოხარშეთ 3 კვერცხი და წვრილად დაჭერით.
  2. დააქუცმაცეთ ხახვი, მწვანილი და წიწაკა. ერთმანეთს დაუმატეთ მზა პროდუქტები.
  3. მაიონეზს დაუმატეთ მდოგვი, მარილწყალი და დაქუცმაცებული კიტრი.
  4. მოასხით სალათს სოუსი და დაელოდეთ 1 საათი. მოაყარეთ კვერცხი.

მამაკაცური სალათი

ინგრედიენტები

  • 300გ საქონლის ხორცი
  • 80გ ხახვი
  • 150გ პომიდორი
  • 200გ ბულგარული წიწაკა
  • 1 სუფრის კოვზი აჯიკა
  • 5 სუფრის კოვზი სოიოს სოუსი
  • 0,5 ჩაის კოვზი ძმარი 70%
  • 30გ ნიორი
  • 70მლ მცენრეული ზეთი
  • 0,5 ჩაის კოვზი კაკალი ქინძი
  • 1 ჩაის კოვზი შაქარი
  • 0,5 ჩაის კოვზი პაპრიკა
  • მარილი და წიწაკების მიქსი გემოვნებით

მომზადება

  1. დაჭერით ხორცი და შეწვით 20მლ მცენარეულ ზეთში. მოაყარეთ მარილი და წიწაკა.
  2. დაჭერით ხახვი, დაუმატეთ პაპრიკა, 0,5 ჩაის კოვზი მარილი, შაქარი და ძმარი. მოურიეთ და დაელოდეთ 20 წუთი.
  3. დაჭერით ბულგარული წიწაკა და პომიდორი. მოათავსეთ ჯამში, დაუმატეთ ხორცი ხახვი და დაჭყლეტილი ნიორი.
  4. ქინძს დაუმატეთ აჯიკა, წიწაკები, დარჩენილი ზეთი და სოიოს სოუსი. მოასხით სალათს.

საქონლის ღვიძლის სალათი

ინგრედიენტები

  • 400გ საქონლის ღვიძლი
  • 2-3 მწნილი კიტრი
  • 1 ხახვი
  • 2 კბილი ნიორი
  • 1 სტაფილო
  • 3 სუფრის კოვზი მაიონეზი
  • 6-7 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
  • 3 კვერცხი
  • 1 სუფრის კოვზი ფქვილი
  • 35გ ნიგოზი
  • მარილი და შავი წიწაკა

მომზადება

  1. დაჭერით ღვიძლი, კიტრი, ხახვი, ხოლო სტაფილო ფახეხეთ.
  2. ტაფაზე გააცხელეთ 2 სუფრის კოვზი ზეთი და შეწვით ღვიძლი 7-8 წუთი. გადმოიტანეთ თეფსზე, ტაფაზე მოათავსეთ სტაფილო და შეწვით.
  3. კვერცხს დაუმატეთ მარილი, ფქვილი და ათქვიფეთ. ტაფას წაუსვით ცხიმი და გამოაცხეთ თხელი ბლინები. გააგრილეთ, გადაახვიეთ და წვრილად დაჭერით.
  4. ახალ ზეთში შეწვით ხახვი 5 წუთი. გამოაშრეთ ნიგოზი მშრალ ტაფაზე და დააქუცმაცეთ,
  5. შეაერთეთ ინგრედიენტები. დაუმატეთ მარილი, წიწაკა, ნიორი და მაიონეზი.

სალათი ქათმის ღვიძლით

ინგრედიენტები

  • 2 კვერცხი
  • 1 სტაფილო
  • 2 კარტოფილი
  • 1 კიტრი
  • 150გ ქათმის ღვიძლი
  • 2 მანდარინი
  • 1 ბულგარული წიწაკა
  • მწვანე ხახვი
  • ხახვი
  • 80გ ყველი
  • 1-2 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
  • 2 სუფრის კოვზი სოიოს სოუსი
  • 2-3 სუფრის კოვზი მაიონეზი
  • მარილი და წიწაკა

მომზადება

  1. მოხარშეთ კვერცხი, კარტოფილი და სტაფილო. გახეხეთ ყველი, ხოლო დანარჩენი წვრილად დაჭერით.
  2. გააცხელეთ ტაფაზე ზეთი. შეწვით ღვიძლი და ხახვი სოიოს სოუსში ცხიმიან ტაფაზე.
  3. შეაერთეთ ყველა ინგრედიენტი, ყველის გარდა. მოაყარეთ მარილი, წიწაკა და მოასხით მაიონეზი. მოაყარეთ ყველი.

გემრიელად მიირთვით!