5 წუთში ვამზადებ კატლეტებს-აჭარულად – შედეგი განუმეორებელია!

759

ბევრი ამტკიცებს, რომ კერძი რაც უფრო მარტივია,მით უფრო ნაკლებად შეუძლია ადამიანის გაოცება. დღეს ჩვენ დავამტკიცებთ, რომ ეს ყოველთვის სიმართლე არ არის.

ამ კერძის გემო ხორცის ხარისხზეა დამოკიდებული. წარმატებული შედეგის მისაღებად საჭიროა საუკეთესო ხარისხის ინგრედიენტები.

ინგრედიენტები

  • 800გ ღორის ან შერეული ფარში
  • 5 ქათმისკვერცხი
  • 100მლ წყალი
  • 2 კბილი ნიორი
  • 1 ხახვი
  • 2 სუფრის კოზი სოიოს სოუსი
  • 2 სუფრის კოვზი საფანელი
  • მწვანე ხახვი
  • მარილი და წიწაკა

მომზადება

1.თავდაპირველად მოამზადეთ ფარში. ხორცსაკეპში გაატარეთ საჭირო რაოდენობის ხორცი ნიორთან ერთად. გახეხეთ ხახვი და დაუმატეთ ფარშს.

2.მოასხით სოიოს სოუსი, მოურიეთ, დაუმატეთ მარილი,წიწაკა და წყალი. ისევ მოურიეთ. ახლა კი მწვანე ხახვის და საფანელის ჯერია.

3.მიეცით ფარშს აჭარული ხაჭაპურის ფორმა. ჩააღრმავეთ ჭიქის დახმარებით.

4.მოამზადეთ საცხობი ფორმა. წაუსვით საცხობი ფორმა. გადაიტანეთ კატლეტები.

5.ჩატეხეთ კვერცხი და მოათავსეთ ღუმელში!

გამოაცხეთ 190 გრადუსზე 30 წუთი.

შეგიძლიათ შეიძინოთ უკვე მზა ფარში. გულსართი შეცვალეთ თქვენი გემოვნებით.

გემრიელად მიირთვით!