4 ინგრედიენტისგან შემდგარი სალათი, რომელიც აუცილებლად უნდა მოამზადოთ

1366

მძიმე სამუშაო დღის შემდეგ, სურვილი გიჩნდება, რაიმე მსუბუქი და გემრიელი მიირთვა. ბოსტნეულის სალათით ვერ დანაყრდები, ხორცის სალათები კი საკმაოდ მძიმეა.

ამ შემთხვევაში იდეალურია კარტოფილის თბილი სალათი. ის შესანიშნავად დაგანაყრებთ და ფასთფუდის ან კეფირის კარგი ალტერნატივაც გახდება.

ინგრედიენტები

  • 600 გრ კარტოფილი
  • 250 გრ პომიდორი ჩერი
  • 20 ც ზეთისხილი
  • 1 ც წითელი ხახვი4 ს.კ. ძმარი
  • 3 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • ორეგანო გემოვნებით
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. დაჭერით ხახვი ნახევარრგოლებად, ჩაალბეთ ძმრის ხსნარში (100მლ წყლისა და 4 ს.კ. ძმრის ნაზავი) და დატოვეთ 15 წუთით.
  2. მოხარშეთ კარტოფილი, გაფცქვენით, დაჭერით კუბებად და ტაფაზე კარაქში ოდნავ შეწითლებამდე შეწვით.
  3. ღრმა თასში მოათავსეთ ოთხად გაჭრილი პომიდორი ჩერი, ზეთისხილი, კარტოფილი და ხახვი. შეანელეთ ზეითუნის ზეთით და სუნელებით. მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი ან ქუნჯუთი გემოვნებით და მიირთვით.

თუ გსურთ, სალათი უფრო ნოყიერი გამოვიდეს, ჩაანაცვლეთ ზეითუნის ზეთი შინ მომზადებული მაიონეზით ან ცხიმიანი არაჟნით. გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!