მინდა გაგიზიაროთ ჩემი საყვარელი ვარენიკების რეცეპტი. გულსართი შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენი გემოვნებით: სოკო, ღვიძლი, ყველი ან კომბოსტო. უგემრიელესი გამოდის.
ვარენიკები კარტოფილით
- 1 ჭიქა თბილი წყალი
- საფუარი 10გ
- მარილი 1 ჩაის კოვზი
- შაქარი
- კვერცხი 2 ცალი
- ფქვილი 550გ
მომზადება
- თბილ წყალში გახსენით საფუარი, მარილი, შაქარი და კვერცხი. მოურიეთ.
- მოაყარეთ გაცრილი ფქვილი და მოზლეთ ცომი.
- ფქვილის რაოდენობა გააკონტროლეთ თავად. ცომი უნდა გამოვიდეს რბილი.
- მოხარშეთ კარტოფილი მარილიან წყალში და დაჭყლიტეთ. დაუმატეთ მოთუშული ხახვი და გააგრილეთ.
- მიეცით ვარენიკებს ფორმა, მოათავსეთ გულსართი და მოხარშეთ.
ვარენიკები სოკოთი და ყველით
- ფქვილი 450გ
- კეფირი 250მლ
- მარილი 1 ჩაის კოვზი
- კვერცხის გული 1 ცალი
- სოდა 0,5 ჩაის კოვზი
- მცენარეული ზეთი 1 სუფრის კოვზი
- სოკო 600გ
- ყველი 120გ
- ხახვი 300გ
- მარილი, წიწაკა, სანელებლები, მწვანილი
- ფქვილი 1 სუფრის კოვზი
მომზადება
- დაჭერით სოკო და მოთუშეთ ზეთში. მოაყარეთ მარილი და წიწაკა.
- წვრილად დაჭერით ხაახვი და მოთუშეთ.
- სოკოს დაუმატეთ ყველი.
- თბილ კეფირში გახსენით სოდა, მარილი და კვერცხის გული.
- მოაყარეთ ფქვილი და მოასხით ზეთი, მოზილეთ ცომი.
- მოხარშეთ მარილიან წყალში ვარენიკები.
- მოაყარეთ მოთუშული ხახვი.
ვარენიკები კომბოსტოთი
- კომბოსტო 1კგ
- ხახვი 1 ცალი
- წყალი 200მლ
- ფქვილი 400გ
- კვერცხი 1 ცალი
- მარილი 1 ჩაის კოვზი
- მცენარეული ზეთი 2 სუფრის კოვზი
მომზადება
- მოთუშეთ კომბოსტო ბოსტნეულთან ერთად და გააგრილეთ.
- თბილ წყალში გახსენით ინგრედიენტები, დაუმატეთ ფქვილი და მოზილეთ ცომი.
- ასეთი ცომი ვარენიკებისთვის იდეალურია.
- მიეცით ფორმა და მოხარშეთ მარილიან წყალში.
ვარენიკები ღვიძლით
- ცხიმიანი კეფირი 250მლ
- მარილი 1/2 ჩაის კოვზი
- შაქარი 1 ჩაის კოვზი
- სოდა 1/3 ჩაის კოვზი
- კვერცხის გული 1 ცალი
- ფქვილი 400გ
- მცენარეული ზეთი 1 სუფრის კოვზი
- გული 400გ
- ღვიძლი 350გ
- ხახვი 500გ
- მარილი, წიწაკა, სანელებლები
- ფილტვები 700გ
მომზადება
- ფქვილს დაუმატეთ მარილი, შაქარი და სოდა.
- თბილ კეფირს დაუმატეთ კვერცხის გული, მცენარეული ზეთი და რბილი კარაქი.
- გულსართისთვის მოხარშეთ ღვიძლი, გული, ფილტვები, გააგრილეთ და გაატარეთ ხორცსაკეპში. მოაყარეთ მარილი, წიწაკა და სანელებლები.
- მიეცით ფორმა ვარენიკებს და მოხარშეთ.
გემრიელად მიირთვით!