პირადად მე, შოკოლადის ტორტზე ვერ ვამბობ უარს. დღეს ჩვენ ამ დესერტის 3 ვარიანტს შემოგთავაზებთ.
მათგან ყველაზე პოპულარული ვენის “ზახერია”. ის ერთხელ მაინც უნდა დააგემოვნოთ თქვენს ცხოვრებაში. თუ ნამდვილი შოკოლადი თქვენტან დეფიციტია, მაშინ გამოიყენეთ კაკაო.
1.ტორტი “მდნარი საოცრება”
ინგრედიენტები
- 5 ჭიქა + 2 სუფრის კოვზი არაჟანი
- 2 კვერცხი
- 3 ჭიქას + 2 სუფრის კოვზი შაქარი
- 1,5 ჩაის კოვზი სოდა
- 2 ჭიქა ფქვილი
- 4 სუფრის კოვზი კაკაო
- 1/2 ლიმონის წვენი
- 2 სუფრის კოვზი კარაქი
მომზადება
- მოვამზადოთ ბისკვიტი. 2 ჭიქა არაჟანთან ათქვიფეთ კვერცხი, 2 ჭიქა შაქარი, გააქტიურებული სოდა და 2 ჭიქა ფქვილი. მიღებული მასა გადაანაწილეთ 2 ფორმაში, რომელიც აუცილებლად უნდა ამოფინოთ ქაღალდით. გამოაცხვეთ 190-200 გრადუსზე 20-25 წუთი. ცომს შეგიძლიათ დაუმატოთ კენკრა ან ნიგოზი.
- მოვამზადოთ კრემი. ათქვიფეთ 3 ჭიქა არაჟანი, 1 ჭიქა შაქარი და ლიმონის წვენი.
- მოვამზადოთ შოკოლადის მინანქარი. 2 სუფრის კოვზი არაჟანი, 2 სუფრის კოვზი კაკაო, კარაქი და 2 სუფრის კოვზი შაქარი გაალღვეთ დაბალ ცეცხლზე.
- გაგრილებულ ტორტს წაუსვით კრემი და მოასხით შოკოლადის მინანქარი.
2.ვენის “ზახერი”
ინგრედიენტები
- 230გ შავი შოკოლადი
- 180გ კარაქი
- 6 კვერცხი
- 130გ ხორბლის ფქვილი
- 225გ შაქრის ფხვნილი
- 3 სუფრის კოვზი გარგარის ჯემი
- 2 სუფრის კოვზი წყალი
მომზადება
- ღუმელი გაახურეთ 180 გრადუსზე.
- გაალღვეთ 130გ ნატურალური შოკოლადი და 130გ კარაქი წყლის აბაზანაზე. ოდანვ გააგრილეთ, ადუმატეთ 100გ შაქრის ფხვნილი და კვერცხის გული.
- ცალკე ჯამში ათქვიფეთ ცილა აქაფებამდე. ნელ-ნელა დაუმატეთ შაქრის ფხვნილი ისე, რომ არ შეწყვიტოთ თქვეფა.
- შოკოლადის მასას გადაიტანეთ დიდი ჯამში და დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი ცილის მასა. ფქვილი და ცილა შოკოლადის მასას მონაცვლეობით დაუმატეთ.
- გამოსაცხობი ფორმას წაუსვით ცხმი და მოაყარეთ ფქვილი. გადაიტანეთ ცომი და გამოაცხვეთ 10 წუთი (ღუმელის კარი გამოაღეთ).
- შემდეგ შეამცირეთ ტემპერატურა 150 გრადუსამდე და გამოაცხვეთ კიდევ 50 წუთი. ფორმიდან გადმოიტანეთ ფირფიტა, დააფარეთ ხელსახოცი და დატოვეთ მთელი ღამით.
- ჯამში მოათავსეთ ჯემი და გააცხელეთ. ჯემი წაუსვით კორჟს.
- გაალღვეთ დარჩენილი შოკოლდაი და კარაქი წყლის აბაზანაზე, დაუმატეთ წყალი და შაქრის ფხვნილი. კარგად მოურიეთ. დაელოდეთ 5-7 წუთი და მოასხით ტორტს.
3.შოკოლადის ტორტი თხილით “ციყვის ბედნიერება”
ინგრედიენტები ცომისთვის
- 4 კვერცხი
- 4 სუფრის კოვზი არაჟანი
- 200გ შაქარი
- 200გ ფქვილი
- 1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
- 4 ჩაის კოვზი კაკო
ინგრედიენტები კრემისთვის
- 180გ კარაქი
- 1 ქილა მოხარშული შედედებული რძე
- 4 ჩაის კოვზი კაკაო
- დასანამი მასალა გემოვნებით
- თხილი
მომზადება
- ფქვილს დაუმატეთ კაკაო და გამაფხვიერებელი. ათქვიფეთ შაქარი და კვერცხი აქაფებამდე, დაუმატეთ არაჟანი. ისევ ათქვიფეთ.
- გაცერთ ფქვილი და დაუმატეთ მთავარ მასას. გამოსაცხობი ფორმა ამოფინეთ პერგამენტით, ჩაასხით ცომი. გამოაცხვეთ 170 გრადუსზე 40-45 წუთი.
- კრემისთვის ათქვიფეთ კარაქი, კაკაო და შედედებული რძე.
- თხილი მოხალეთ და დააქუცმაცეთ.
- მზა ბისკვიტი გააგრილეთ და გაჭერით 2-3 ნაწილად, დანამეთ, წაუსვით კრემი, მოაყარეთ თხილი. დაელოდეთ 3-4 საათი.
გემრიელად მიირთვით!