პრაქტიკულად, არც ერთი სუფრა ალკოჰოლური სასმელის გარეშე არ ჩაივლის. მის ხარისხზე დამოკიდებულია, თუ როგორ იგრძნობთ თავს მეორე დღეს. ჩემი მეუღლე უკვე რამდენიმე წელია ნაყიდ ალკოჰოლზე უარს ამბობს და შინაურულ ტკბილ ნაყენს ამზადებს. არანაირი ტანჯვა, მინიმუმი ძალისხმევა და შესანიშნავი შედეგი.
მომზადებას ზუსტად 1 კვირა სჭირდება. სწორედ ამიტომ, აუცილებელი ინგრედიენტები წინასწარ მოიმარაგეთ. გირჩევთ, რამდენიმე ბოთლი მოამზადოთ. Gastronomia.ge-ს რედაქცია გიზიარებთ 3 ყველაზე ხელმისაწვდომ და არომატულ ტკბილ ნაყენს სადღესასწაულო სუფრისთვის. დარწმუნებული ვარ, გურმანებსაც მოეწონებათ.
შინაურული ტკბილი ნაყენები
ცირცელი
ცირცელის მწიფე კენკრა ტკბილ–მწარე გემოთი და ლამაზი ფერით გამოირჩევა. 1 მუჭა კენკრა არა მხოლოდ არყის მძაფრ გემოს დაარბილებს, არამედ სასმელს სილამაზეს შემატებს. ხორცის შესანიშნავი დამატებაა.
ინგრედიენტები:
- ლიმონმჟავა დანის წვერით
- 2 მტევანი ცირცელი (ზუსტად 300 გრ)
- 2 ს/კ შაქარი
- 500 მლ არაყი
- 1 ლ წყალი
მომზადების წესი:
1. კენკრა ტოტებს მოაშორეთ. გაფუჭებული მოაშორეთ, დანარჩენი კარგად გარეცხეთ.
2. ცირცელს არაყი დაასხით, ძლიერ ცეცხლზე ადუღებამდე მიიყვანეთ და იმწამსვე საწურზე გადაიტანეთ.
3. კენკრა, შაქარი და ლიმონმჟავა აურიეთ.
4. სუფთა მშრალ ქილაში გადაიტანეთ, არაყი დაასხით და თავსახური დაახურეთ. სასმელი 5-6 დღე დააყენეთ. ქილა პერიოდულად შეანჟღრიეთ.
ანისული ციტრუსის ქერქით და პიტნით
თუ თვალებს დახუჭავთ, ანისულის ტკბილი ნაყენი შეიძლება ძველ, კეთილ გლინტვეინში აგერიოთ. საქმე იმაშია, რომ მასში სანელებლების მსგავსი ნაკრები შედის. სურნელოვანი ბონუსი პიტნის გრილი არომატია. სასმელი ადვილად ისმება, დასამახასოვრებელ გემოს არ ტოვებს.
ინგრედიენტები:
- 1 კონა ახალი პიტნა
- 2 ვარსკვლავი ბადიანი
- 4 ლაიმა
- 2 ფორთოხალი
- 1 ლ არაყი
- 5-6 მარცვალი ილი
- 2 მწიკვი შაქარი
მომზადების წესი:
- არაყი უფრო მსხვილ ჭურჭელში (მაგალითად, ბოთლი) გადაიტანეთ.
- ილის მარცვლები დააქუცმაცეთ, ფორთოხალს და ლაიმას ცედრა მოაშორეთ.
- ჭურჭელში ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ და თავსახური მჭიდროდ დაახურეთ.
- შემადგენლობა კარგად შეანჟღრიეთ და 1 კვირა დააყენეთ.
- სუფრაზე გატანის წინ ანისულის ნაყენი გაწურეთ და გრაფინში ან ბოთლში გადაასხით.
ლიმონის სპოტიკაჩი
თუ თქვენთვის წინა სასმელები ძალიან ძლიერია, ყურადღება სპოტიკაჩს მიაქციეთ. სასმელი მსუბუქი და ოდნავ მათრობელაა, მაგრამ აბსოლუტურად უვნებელი.
ინგრედიენტები:
- 0,75 ლ არაყი
- 0,5 ჩ/კ ილის თესლი
- 600 გრ შაქარი
- 0,25 ჩ/კ მიხაკი
- 5 ლიმონი
- 0,5 ლ წყალი
მომზადების წესი:
- ლიმონი კარგად გარეცხეთ, მდუღარე წყალი გადაავლეთ, საშუალო ზომის ნაჭრებად დაჭერით.
- ციტრუსი სამლიტრიან ქილაში გადაიტანეთ, ილი და მიხაკი დაუმატეთ, არაყი დაასხით და თავსახური დაახურეთ. ბნელ ადგილას 1 კვირა შეინახეთ.
- წყალს შაქარი აურიეთ და ადუღებამდე მიიყვანეთ. სიროფი ძლიერ ცეცხლზე ხარშეთ. მზაობა შეამოწმეთ, ცოტა სიროფი ცივ წყალს დაუმატეთ. წვეთი რბილი ბურთი უნდა გახდეს.
- საცერს ორ ფენად გაკეცილი მარლა დააფინეთ და სასმელი გადაწურეთ. შაქრის სიროფი დაუმატეთ და კარგად აურიეთ. სასმელი ბოთლში გადაასხით და გრილ ადგილას, მზის სხივებისგან მოშორებით გადაიტანეთ.
შინაურული ნაყენები ახალი წლის დადგომამდე მოამზადეთ. სუფრა ჯერ შამპანურით იწყება და შემდეგ უკვე უფრო ძლიერ სასმელებზე გადადის. სტუმრებს რაღაც განსაკუთრებულით გაუმასპინძლდით. მით უფრო, ახლა რამდენიმე შესაფერისი რეცეპტი გაქვთ!