3 საოცარი რეცეპტი ფახლავის მოსამზადებლად, ყველასთვის საყვარელი ტკბილეული

1791

ეს სამი რეცეპტი – კლასიკაა ბერძნებისთვის, არაბებისთვის და ყირიმელი თათრებისთის. სამივე განსაკუთრებით გემრიელია. მათი მომზადების შმდეგ, თქვენს ჩემსავით შგიყვარდებათ ეს საოცარი დესერტი.

ბერძნული ფახლავა

ცომი

  • 4 ჭიქა ფქვილი
  • 3 კვერცი
  • 300გ ზეთი
  • 300გ არაჟანი
  • მწიკვი მარილი
  • ვანილი და გამაფხვიერებელი 1 შეკვრა

შიგთავსი

  • 454გ. ნუში ან ნიგოზი
  • 2,5 ჭიქა შაქარი
  • 1 სუფრის კოვზი დაფქული დარიჩინი

დამატებით დაგჭირდებათ 

  • 4 ცილა
  • 2 გული წასასმელად
  • 1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი
  • ლიმონის ქერქი
  • 75გ თაფლი

ფქვილს დაუმატეთ გამაფხვიერებელი, ვანილი და გამღვალი კარაქი, ხელით კაგად ადაურიეთ. ამავე მასაში გააკეთეთ ჩაღრმავება, დაუმატეთ არაჟანი და კვერცხი. მოზილეთ ელასტიური ცომი. შეფუთეთ და მოათავსეთ მაცივარში 30 წუთი.

  • გაახურეთ ღუმელი. ნიგოზს დაუმატეთ შაქარი და დარიჩინი.
  • გამოსაცხობის ფორმის ძირზე მოათავსეთ 8 ფენა ცომი.
  • თითოეულ ცომის ფირფიტას წაუსვით გამღვალი კარაქი.
  • თითოეულ ფენას მოაყარეთ შიგთავსი და ზემოდან მოათავსეთ შემდეგ ცომის ფენა.
  • ეს პროცესი გააგრძელეთ მანამ სანამ არ დაგრჩებათ ცოტაოდენი ნიგოზი.
  • აწყობილ ფახლავას წაუსვით კარაქი.
  • დაჭერით ბასრი დანით.
  • ღუმელში მოათავსეთ წყლიანი ჯამი და გამოაცხვეთ ფახლავა.
  • გამოაცხვეთ 2 საათი.

სიროფი, რომელიც უნდა მოასხათ ფახლავას

  • დარჩენილ შაქარს დაუმატეთ, ლიმონის ქერქი, ლიმონის წვენი და წყალი.
  • მიიღვანეთ დუღილამდე და აადუღთ დაბალ ცეცხლზ 15 წუთი.
  • დაუმატეთ თაფლი და ადუღეთ 5 წუთი.
  • ამოიღეთ ლიმონის ქერქი და დაელოდეთ მასის გაგრილებას.
  • გრილ ფახლავას მოასხით მზა სიროფი.

ფახლავა აღმოსავლურად

ცომი

  • კარაქი 350გ
  • არაჟანი 300გ
  • კვერცხი 4 ცალი
  • ფქვილი 4 ჭიქა
  • სოდა 1 ჩაის კოვზი
  • შაქარი 2,5 ჭიქა
  • ნიგოზი 2 ჭიქა
  • თაფლი 2 სუფრის კოვზი

მომზადება

  • ფქვილი და 300გ კარაქი კარგად გადაურიეთ ერთმანეთს.
  • დაუმატეთ 3 გული, არაჟანი და სოდა, მოზილეთ ცომი, მოათავსეთ მაცივარში 1 საათი.
  • ცომი გაყავით 3 ბურთულად.

შიგთავსი

  • ნიგოზი დააქუცმაცეთ.
  • 4 ცილა ათქვიფეთ შაქართან აქაფებამდე.
  • შეაერთეთ ორივე მასა.
  • თითოეული ცომის ბურთულა გააბრტყელეთ და ზემოდან წაუსვით შიგთავსი.
  • შედეგი ცომის ფენა ოდნავ სქლად გააბრტყელეთ.
  • მჭრელი დანით (არ გაჭრათ) მონიშნეთ რომბები, წაუსვით კვერცხის გული და მოაყარეთ ნიგოზი.
  • გამოაცხვეთ 200 გრადუსზე 40-50 წუთი.
  • მომზადებამდე 5-10 წუთით ადრე, მოასხით თაფლი არეული 50გ კარაქთან.
  • გამოაცხვეთ და გაგრილების შემდეგ დაჭერით.

ყირიმული ფახლავა

ცომი რძეზე

  • 250მლ რძე
  • 60გ კარაქი
  • 50მლ არაჟანი
  • 1/4 ჩაის კოვზი სოდა
  • 3,5-4 ჭიქა ფქვილი

სიროპი

  • 500გ შაქარი
  • 200მლ წყალი
  • 2 ჩაის კოვზი თაფი

ასევე

  • მოზალული ნიგოზი
  • 500მლ რაფინირებული მცენარეული ზეთი

მომზადება

  1. გამღვალ კარაქს მოასხით რძე.
  2. დაუმატეთ არაჟანი და სოდა.
  3. მოურიეთ, ჩაყარეთ ფქვილი და მოზილეთ ცომი.
  4. ტავდაპირველად დაუმატეთ 3 ჭიქა ფქვილი, შემდეგ მოაყარეთ რამდენსაც მოითხოვს.
  5. ცომი დაასვენეთ 10 წუთი.
  6. ცომი გაყავით რამდენიმე ნაწილად.
  7. მაგიდა დაამუშავეთ ფქვილით, გააბრტყელეთ ცომის ერთი ნაწილი მართკუთხედად, რაც შეიძლება თხლად. გაბრტყელების პროცესში ცომს მოაყარეთ ფქვილი, რათა არ დაზიანდეს.
  8. ეს ფირფიტა დატოვეთ გასაშრობად თითოეული მხრიდან 5-10 წუთი.
  9. დაახვიეთ რულეტისებურად.
  10. კუთხეები დანამეთ წყლით, რათა არ დაიშალოს და კარგად დაფიქსირდეს.
  11. მიღებული რულეტი უნდა გაჭრათ 2 ნაწილად 45 გრადუსიანი კუთხით. აუცილბლად გამოიყენეთ ბასრი დანა, კუთხეები არ უნდა შეწებდეს ერთმანეთზე.
  12. მიღებული ნაჭრები ოდნავ გაშალეთ და ზედმეტი ფქვილი ჩამოფერთხეთ.
  13. ღრმა ჯამში გააცხელეთ მცენარეული ზეთი, ჩაუშვით ცომის ნაჭრები და შეწვით ორივე მხრიდან.
  14. შემწვარი ფახლავა მოათავსეთ ქაღალდის ხელსახოცზე, რათა მოშორდეს ზედმეტი ცხიმი.
  15. პარალერულად მოამზადეთ სიროპი. ამისათვის შაქარს დაუმატეთ წყალი და აადუღეთ. გამორთეთ ცეცხლი და დაუმატეთ თაფლი.
  16. გაგრილებული ფახლავა ამოავლეთ სოუსში 1-2 წუთი.
  17. მოაყარეთ ნიგოზი.

გემრიელად მიირთვით!