დღეს უგემრიელეს ქართულ წვნიანს მაწვნის შეჭამანდს მოგიმზადებთ. მაწვნის შეჭამანდი ძალიან მარტივად მზადდება, ის დროის მხოლოდ 25 წუთს წაგართმევთ.
ინგრედიენტები:
- 1 მაწონი
- 1-1,5 ლ წყალი
- 3 თავი ხახვი
- 1-2 ს.კ. ერბო ან კარაქი
- 2 ს.კ. ფქვილი
- 1 კონა დაჭრილი ქინძი
- 1 კონა დაჭრილი პიტნა
- 1-2 კბილი დანაყილი ნიორი
- მწვანე წიწაკა
- მარილი
მომზადების წესი:
- ხახვი წვრილად დავკეპოთ და ერბოში მოვშუშოთ, დავასხათ წყალში გახსნილი მაწონი და ფქვილი, დავუმატოთ მარილი, პიტნა და წამოვადუღოთ, თან ვურიოთ. ბოლოს დავაყაროთ ქინძი, ნიორი და წიწაკა.
- ვისაც სურვილი აქვს, შეუძლია მდუღარე წვნიანში ჩაახალოს რამდენიმე კვერცხი და აცადოს ჩახარშვა, შემდეგ კი ამოურიოს. თითოეულ ულუფაზე თითო კვერცხი უნდა გავითვალისწინოთ.
თქვენ როგორ ამზადებთ მაწვნის შეჭამანდს? გაგვიზიარეთ გამოცდილება.