25 რჩევა იმაზე, თუ როგორ შევინახოთ სხვადასხვა პროდუქტი სწორად

3529

ჩვენ შევარჩიეთ 25 ყველაზე პოპულარული რჩევა, რომლებიც დაგეხმარებათ, რომ რამდენიმე პროდუქტის შენახვის ვადა უფრო გაახანგრძლივოთ.

1. უმჯობესია, ხახვი კოლგოტებში შეინახოთ.

კოლგოტი აუცილებლად უნდა იყოს ღია ფერის (მუქი ფერის კოლგოტში შესაძლოა ხახვმა ზრდა დაიწყოს მზის სხივების დეფიციტის გამო), ხახვებს შორის უნდა გააკეთოთ კვანძები.

მოათავსეთ ხახვი კოლგოტში და გაუკეთეთ კვანძი, შემდეგ მოათავსეთ მეორე და ა.შ.. შენახვის ეს მეთოდი, კარგი ვენტილაციის წყალობით დაიცავს ხახვს ლპობისგან.

2. ვაშლი განსხვავდება სხვა ხილისა და ბოსტნეულისგან

ვაშლი არ უნდა მოათავსოთ ვაზაში ან მაცივარში სხვა ხილთან ერთად, რადგან იგი გამოყოფს ეთილენის გაზს, რაც ხილის ან ბოსტნეულის გადამწიფებას აჩქარებს და ამის გამო ისინი ძალიან მალე ფუჭდება.

3. კარტოფილი ვაშლთან “მეგობრობს”

სწორედ ვაშლისგან გამოყოფილი ეთილენი ანელებს კარტოფილის ლპობას. ამიტომ, მოათავსეთ რამდენიმე ცალი ვაშლი კალათში ან ბადეში კარტოფილთან ერთად და შეინახეთ კარტოფილი გაზაფხულამდე.

4. იმისათვის, რომ მარწყვმა უფრო დიდხანს გასტანოს, შეურიეთ ერთმანეთს გამდინარი წყალი და ძმარი 3:1-ზე. ამ ხსნარში ჩაყარეთ მარწყვი 10-15 წუთით.

შემდეგ გადაწურეთ სითხე, არ გარეცხოთ კენკრა წყლით, რადგან მთელი წინა პროცედურა წყალში ჩაგეყრებათ. არ იღელვოთ, სუნი სულ მალე აორთქლდება და კენკრას არავითარი ძმრის გემო არ ექნება.

5. შეინახეთ კოჭა საყინულეში. ნეგატიურ ტემპერატურაზე იგი საკმაოდ დიდხანს ინახება, ამასთანავე, მისი დახეხვა უფრო გაგიმარტივდებათ.

6. თაფლის შენახვის წესი

თაფლის შეიძლება წლების განმავლობაში არ გაფუჭდეს და თან შეინარჩუნოს თავისი სასარგებლო თვისებები. ოღონდ, აუცილებელია დაიცვათ მისი შენახვის რამდენიმე წესი. თაფლის შენახვის ოპტიმალური ტემპერატურა -6 გრადუსიდან +20გრადუსამდეა.

მის შესანახად საუკეთესო ვარიანტი მუქი ფერის მინის ქილაა მჭიდრო სახურავით. ასევე გამოდგება მინანქრისა და კერამიკის ჭურჭელიც.

თაფლის შენახვა არ შეიძლება მზიან ადგილას. მზის სხივები გაათბობს ქილას და თაფლი დაკარგავს დიდი რაოდენობით სასარგებლო თვისებას.

7. შეგიძლიათ რძე გაყინოთ და მას არაფერი მოუვა 

თუ რძეს ძალიან იშვიათად იყენებთ, შეგიძლიათ იგი უბრალოდ გაყინოთ და სხვა დროს გამოიყენოთ. გაყინული რძე უნდა გაალღვოთ ოთახის ტემპერატურაზე, შემდეგ კარგად მოურიოთ და იგი გამოსაყენებლად მზად იქნება.

8. გამოუყენებელი კვერცხის გული გაყინეთ

ხანდახან ვამზადებთ ისეთ კერძს, რომელშიც მხოლოდ კვერცხის ცილას ვიყენებთ, ხოლო კვერცხის გული სრულიად უსარგებლო ხდება. მათი შენახვა შესაძლებელია, თუ მოვათავსებთ ჭიქაში და ზემოდან ცოტაოდენ წყალს ან მცენარეულ ზეთს დავასხამთ.

განცალკევებული კვერცხის გული მაცივარში მხოლოდ 1-2 დღით ინახება, ხოლო საყინულეში-მთელი წლით.

9. შეინახეთ ტომატის პასტა საყინულეში

მოთუშეთ პომიდორი დაბალ ცეცხლზე ნიორთან, ცოცხალ მწვანილთან და ზეითუნის ზეთთან ერთად 4-5 საათის განმავლობაში.

როცა ნაზავი გაცივდება, მოათავსეთ იგი გასაყინ პაკეტში. ამ ნაზავით შეგიძლიათ მოამზადოთ ჩილი ან ტომატის სოუსი.

10. სანამ ნიახურს, ბროკოლისა და სალათის ფურცლებს მაცივარში შეინახავდეთ, გაახვიეთ ისინი ალუმინის ფოლგაში, ასე ისინი ახალივით იქნება 4 კვირის განმავლობაში.

11. აი, როგორ უნდა გაყინოთ მწვანილი სწორად

ზეითუნის ზეთში ამოვლებული მწვანილი სასარგებლო თვისებებს დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებს და უფრო დიდხანსაც ინახება.

ზეითუნის ზეთი თითქმის მთლიანად შედგება ზეითუნის მჟავასგან. 4 გრადუსზე იგი უკვე შესქელებას იწყებს. ნულ გრადუსზე ზეთში უკვე მყარი ნაწილაკები ჩნდება და იგი თანდათან მაგრდება.

12. როგორ შევინახოთ ბანანი სწორად, რომ არ გაშავდეს

თუ ბანანი უკვე საკმაოდ მწიფეა და გსურთ, რომ დიდხანს შეინახოთ, სასურველია არ მოათავსოთ ხილი მაცივარში. 13 გრადუსზე დაბალ ტემპერატურაზე ბანანი აუცილებლად დაიწყებს გაშავებას. თუ სახლში ძალიან ცხელა, მაშინ შეინახეთ ხილი ქვედა თაროზე. იმისათვის, რომ ბანანი არ გადამწიფდეს, მოათავსეთ მის გვერდით ავოკადო, ან უბრალოდ შეფუთეთ მისი “კუდი” პოლიეთილენის ფოლგით ან გამჭვირვალე ქაღალდის წებოთი და შეინახეთ ცივ ადგილას.

13. არ შეინახოთ პომიდორი პოლიეთილენის პარკში

მისი ადგილი ბოსტნეულის კონტეინერშია. პომიდვრის შენახვა არ შეიძლება პოლიეთილენის დახურულ პარკში, რადგან იგი გამოყოფს ეთილენს, რაც ბოსტნეულის გადამწიფებას უწყობს ხელს. იმისათვის, რომ ბოსტნეული არ გაფუჭდეს, მოათავსეთ იგი კონტეინერში. ასე მაცივარში მათ შენახვას 9 დღის განმავლობაში შეძლებთ.

14. დარჩენილი პური შეინახეთ საყინულეში 

პური რომ არ გაფუჭდეს, დაჭერით რამდენიმე ნაწილად და შეინახეთ საყინულეში. საჭიროების შემთხვევაში გამოდგით პური საყინულედან და გაალღვეთ ღუმელში ან მიკროტალღურში.

15. იმისათვის, რომ ყველი გარედან არ გაშრეს, წაუსვით მას ცოტაოდენი კარაქი. შეინახეთ იგი ცვილის ქაღალში და მოათავსეთ პაკეტში.

16. როგორ გავყინოთ სტაფილო სწორად

გარეცხილი სტაფილო დაჭერით თანაბარი სისქის ნაჭრებად. დიდ ქვაბში აადუღეთ წყალი. ცალკე თასში ჩაასხით ცივი წყალი და თუ შესაძლებელია, თაფლი დაუმატეთ. ჩაყარეთ სტაფილო მდუღარე წყალში და გააჩერეთ 2-3 წუთით. შემდეგ ამოალაგეთ დაჭრილი სტაფილო ცხელი წყლიდან და მაშინვე მოათავსეთ ცივ წყალში. დაელოდეთ, სანამ კარგად გაცივდება. ამოიღეთ სტაფილო ცივი წყლიდან, გადაიტანეთ ქაღალდის ხელსახოცზე, რომ კარგად გაშრეს. მოათავსეთ პაკეტში ან კონტეინერში და შეინახეთ საყინულეში, შესანახ კამერაში.

17. როგორ შევინახოთ ვაშლი ზამთრამდე

შესანახად მხოლოდ უდეფექტო, უნაკლო ვაშლი გამოდგება. ვაშლის შესანახად საუკეთესოა გამტარი ყუთი ან პლასტმასის ყუთი, რომელშიც მაღაზიებში ხილს ინახავენ. თითოეული ვაშლი გაახვიეთ თხელ ქაღალდში და ისე მოათავსეთ ყუთში. ქაღალდი ვაშლს ჭარბი ტენიანობისგან დაიცავს. ვაშლის შესანახად ოპტიმალური ტემპერატურა +3-დან +5 გრადუსამდეა.

18. როგორ გავზარდოთ კარტოფილის პიურეს შენახვის ვადა

აიღეთ კარტოფილის პიურე ნაყინის კოვზით და დაიტანეთ საცხობ ქაღალდზე, გაყინეთ ბურთულები, სანამ კარგად არ გამყარდება, შემდეგ კი გასაყინ პაკეტებში მოათავსეთ. პიურე შეგიძლიათ შეინახოთ 2 თვის განმავლობაში.

19. სახლში გამომცხვარი გემრიელობებიც შეგიძლიათ გაყინოთ. მაგალითად, როდესაც აცხობთ ლაზანიას, უნდა მოათავსოთ იგი თეფშზე, რომელზეც გასაყინი პაკეტია მოთავსებული. შეგიძლიათ კერძი რამდენიმე ნაწილად დაყოთ და ისე გაყინოთ.

20. როგორც კი მიწისთხილს შეიძენთ, მაშინვე შეწვით, შემწვარი მიწისთხილი ინარჩუნებს გემოსა და არომატს უფრო დიდი ხნის განმავლობაში.

21. ჩვენ ხშირად ყველს პოლიეთილენის პარკში ვინახავთ, რაც არასწორია, რადგან ასეთ შეფუთვაში ვერ აღწევს ჰაერი და მასში მავნე ნივთიერებები გროვდება. ამიტომ, სასურველია ყველი შეინახოთ პერგამენტის ქაღალდში, იგი ატარებს ჰაერს და შესაბამისად, იცავს ტენიანობის დაკარგვისგან.

22. როგორ შევინახოთ ანანასი საშინაო პირობებში

დაუმწიფებელი ხილი ერთი კვისი განმავლობაში ინახება. მთავარია, მოაჭრათ რამდენიმე სანტიმეტრი ფოთლები და ჩააბრუნოთ. ნაჭრებად დაჭრილი ან ბოლომდე გათლილი ხილი შეინახეთ საცხობ ქაღალდში ან პაკეტში და შეინახეთ მაცივარში. არ შეინახოთ ანანასთან ერთად სხვა ხილი.

23. როგორ შევინახოთ მწვანე ხახვი ისე, რომ ახალივით გამოიყურებოდეს

თუ მწვანე ხახვს გარეცხავთ, კარგად გააშრობთ, მოათავსებთ მინის ქილაში, დაახურავთ თავსახურს და შეინახავთ მაცივარში, იგი 2 თვის განმავლობაში არ გაფუჭდება.

24. რეგულარუად გაწმინდეთ მაცივარი 

ეს პუნქტი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. გაფუჭებული საჭმელი მაცივარში უსიამოვნო სუნს და ობს ტოვებს, რაც ძალიან სწრაფად გადადის სხვა პროდუქტზეც. ამ შემთხვევაში, ყველა ზემოთჩამოთვლილი რჩევა უშედეგო იქნება.

 25. თუ შეიძენთ დიდი რაოდენობის ჩიფსს და გაყინავთ მას თავისივე შეფუთვაში, ყოველთვის გექნებათ ლუდთან მისაყოლებელი.