25 წუთში მომზადებული უგემრიელესი მაწვნის შეჭამანდი

2951

დღეს უგემრიელეს ქართულ წვნიანს მაწვნის შეჭამანდს მოგიმზადებთ. მაწვნის შეჭამანდი ძალიან მარტივად მზადდება, ის დროის მხოლოდ 25 წუთს წაგართმევთ.

ინგრედიენტები: 

  • 1 მაწონი
  • 1-1,5 ლ  წყალი
  • 3 თავი ხახვი
  • 1-2 ს.კ. ერბო ან კარაქი
  • 2 ს.კ. ფქვილი
  • 1 კონა დაჭრილი ქინძი
  • 1 კონა დაჭრილი პიტნა
  • 1-2 კბილი დანაყილი ნიორი
  • მწვანე წიწაკა
  • მარილი

მომზადების წესი:

  1. ხახვი წვრილად დავკეპოთ და ერბოში მოვშუშოთ, დავასხათ წყალში გახსნილი მაწონი და ფქვილი, დავუმატოთ მარილი, პიტნა და წამოვადუღოთ, თან ვურიოთ. ბოლოს დავაყაროთ ქინძი, ნიორი და წიწაკა.
  2. ვისაც სურვილი აქვს, შეუძლია მდუღარე წვნიანში ჩაახალოს რამდენიმე კვერცხი და აცადოს ჩახარშვა, შემდეგ კი ამოურიოს. თითოეულ ულუფაზე თითო კვერცხი უნდა გავითვალისწინოთ.

თქვენ როგორ ამზადებთ მაწვნის შეჭამანდს? გაგვიზიარეთ გამოცდილება.