25 პროდუქტი, რომლებიც უმად უნდა მიირთვათ

2445

ზოგიერთი პროდუქტი გაცილებით საარგებლო იქნება თქვენი ორგანიზმისთვის, თუ მათ უმად მიირთმევთ. საკვებში, რომელსაც არ ხარშავენ ან წვავენ, გაცილებით ნაკლები ნატრიუმია. სხეულში ნატრიუმის დაბალი დონე ამცირებს არტერიულ წნევას, აუმჯობესებს თირკმლების მდგომარეობას და ამცირებს დიაბეტის რისკს.

ვიტამინების, ამინომჟვებისა და მინერალების უმრავლესობა, თერმული დამუშავების შედეგად არ ნადგურდება და ადამიანის ორგანიზმში მთელი მოცულობით აღწევენ. ხოლო ბოჭკო აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს.

ამიტომ, ზოგიერთი პროდუქტი აუცილებლად უნდა მიირთვათ უმად, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ორგანიზმს ჰქონდეს საკვების გადამუშავების რამდენიმე ეტაპის გამარტივების და მათი სასარგებლო ნივთიერებების გამოთავისუფლების საშუალება. აქ არის იმ პროდუქტების ჩამონათვალი, რომლებსაც თქვენ ჩვეულებრივ ხარშავთ, მაგრამ შეგიძლიათ უმ მდგომარეობაშიც მიირთვათ.

1. ხორცის ნაჭერი

უმი ხორცის ჭამა კარპაჩიოსა და ტარტარის სახით უფრო და უფრო პოპულარული ხდება, თუმცა, ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ იგი ძალიან საშიშია. გახსოვდეთ, რომ უმი ხბოსა და საქონლის ხორცის მიღება თქვენს ჯანმრთელობას არანაირ ზიანს არ მოუტანს. ხოლო ფრინველისა და ღორის ხორცს აუცილებლად სჭირდება დამატებითი დამუშავება.

2. ოსპი

გაზრდილი ოსპი ცილების წყაროს წარმოადგენს და მისი ჭამა უმადაც შეგიძლიათ. ამისათვის თქვენ ოსპი რამდენიმე დღით უნდა გაზარდოთ (აღმოაცენოთ). კარგად გარეცხეთ ოსპი, დაალაგეთ საწურზე და მოათავსეთ ტენიან ადგილას, აუცილებლად გარეცხეთ პარკოსანი მცენარე ყოველ დღე.

3. ფუტკრის მტვერი

ფუტკრის მტვრის უმად ჭამა შეგიძლიათ იმ შემთხვევაში, თუ ფუტკრის ნესტარზე ან ყვავილის მტვერზე ალერგია არ გაქვთ. ეს ერთ-ერთი საუკეთესო ნედლი სუპერპროდუქტია. იგი შეიცავს 96-ზე მეტ სხვადასხვა საკვებ ნივთიერებას, მათ შორის, ადამიანის სიცოცხლისთვის საჭირო ყველა ნივთიერებას.

4. შავი ბრინჯი

ველურ ბრინჯს არავითარი საერთო აქვს ჩვეულებრივ თეთრ ბრინჯთან. ეს არის ჭაობის ბალახი, რომელიც უმად იჭმევა, მაგრამ სანამ შეჭამთ, აუცილებლად უნდა ჩაალბოთ წყალში დაახლოებით 3 დღით და წყალი დღეში მინიმუმ 2-ჯერ უნდა გამოუცვალოთ.

5. გოგრა-სქვოში

ისევე როგორც ზაფხულის ყაბაყი და გოგრა, ზამთრის გოგრაც შეიძლება უმად მიირთვათ. ახალი რბილობისგან ამზადებენ გემრიელ ვიტამინებით სავსე სალათებს. იდეალური კომბინაციაა გორგის რბილობი, ვაშლი და სტაფილო.

6. ორგანული ქათამი

ადამიანების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მათ არასდროს უნდა მიირთვან ნედლი ქათმის ხორცი, მაგრამ იაპონიასა და კორეაში ეს წესი არ მოქმედებს. დაიმახსოვრეთ, იმისათვის, რომ ქათმის ხორცი უმად მიირთვათ, იგი აბსოლუტურად ორგანული და ახალი უნდა იყოს.

7. პაშნაკი

ისევე როგორც სტაფილოს, პაშნაკის ჭამაც შეიძლება უმად. დაუმატეთ იგი სალათებს ან სხვა კერძებს.

8. ბრიუსელის კომბოსტო

მათთვის, ვისაც ჭარბი წონის მოშორება სურს, სასარგებლოა სალათები ნედლ ბრიუსელის კომბოსტოსთან ერთად. ამ ბოსტნეულის გამოყენება იწვევს მეტაბოლიზმის დაჩქარებას. თუმცა, იგი ნეგატიურად მოქმედებს მწვავე და ქრონიკული პანკრეატიტით დაავადებულ ადამიანებზე.

9. იერუსალიმის არტიშოკი

იერუსალიმის არტიშოკი ძალიან სასარგებლო ბოსტნეულია და მას უმად მომზადებულ სალათებში ამატებენ. ეს ბოსტნეული ბოლო დროს ძალიან პოპულარული გახდა და ახლა მას ხშირად შეხვდებით ფერმერთა მაღაზიებსა და რესტორნის მენიუებში.

10. თევზი

თევზი უმ მდგომარეობაში მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა მიირთვათ, თუ იგი წინასწარ კარგად იყო გაყინული, რადგან სიცივე კლავს პარაზიტებს. ყველაზე პოპულარული უმი თევზის კერძები გახლავთ სუში და ცვიჩი.

11. ნიახურის ფესვები

ნიახურის დაბლენდერებულ ნედლ ფესვებს გამაგრილებელი გემო აქვს, რაც მას სალათების იდეალურ დანამატად აქცევს.

12. ღორის ხორცი

ღორის ხორცი შეგიძლიათ მიირთვათ სალიამის, პროშუტოსა და კაპიკოლის სახით. ღორის უმი ხორცისგან დამზადებულ პოპულარულ კერძს, რომელსაც გერმანიაში მიირთმევენ, მეტი ეწოდება და იგი წარმოადგენს მარილში, პილპილში, ნიორში ან ქინძში შეკმაზულ ღორის ხორცის ფარშს.

13. ჭარხალი

ჭამის წინ, აუცილებლად უნდა გათალოთ ჭარხალი და გახეხოთ ან რაც შეიძლება წვრილად უნდა დაჭრათ. ეს პროდუქტი ძალიან სასარგებლოა. უმი ჭარხალი უმჯობესია სალათის ან სოუსის სახით მიირთვათ.

14. ასპარაგუსი

მიუხედავად იმისა, რომ ასპარაგუსი შეიცავს უფრო მეტ ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ებრძვიან კიბოს, მომზადების შემდეგ, შეგიძლიათ იგი ნედლ მდგომარეობაში მიირთვათ. მოამზადეთ მისგან მსუბუქი სალათი.

15. ჩინური კალე

ამ კომბოსტოს აქვს ფაფუკი, სალათის ფურცლის მსგავსი ფურცლები და ხრაშუნა ტაროები.

16. ოროვანდი

ოროვანდი შეიცავს დიდი ოდენობით მჟაუნმჟავას, ამიტომ მისი მიღება დიდი დოზით არ შეიძლება. იმისათვის, რომ იგი უმად მიირთვათ, უბრალოდ ჩააწეთ მისი ტარო შაქარში ან სხვა რომელიმე ტკბილ პროდუქტში, როგორიცაა თაფლი, ნეკერჩხლის სიროფი ან აგავას ნექტარი. ეს მეთოდი შეარბილებს მის სიმწარეს.

17. არტიშოკი

იმისათვის, რომ ეს პროდუქტი უმად მიირთვათ, უმჯობესია ახალგაზრდა არტიშოკები შეარჩიოთ, რადგან მასში არ არის ის ტარო, რომელიც არ იჭმება.

18. წყალმცენარეები

სუფთა წყალმცენარეები 80-90% წყალია და ქლოროფილის ერთ-ერთ უდიდეს წყაროდ მიიჩნევა. საკვები წყალმცენარეები, განსაკუთრებით ნორი, ძალზე მდიდარია წყალხსნადი ვიტამინებითა და მინერალებით, რომლებიც სისხლში ადვილად შეიწოვება. მასში დიდი ოდენობით რკინა, კალციუმი და იოდია.

19. ყვავილოვანი ბოსტნეული

იგი მოიცავს კომბოსტოს, ყვავილოვან კომბოსტოსა და ბროკოლის. ეს ბოსტნეულები მდიდარია K, A და C ვიტამინებით, ასევე კალციუმით. მათი მიღება ძალიან სასარგებლოა გულსისხლძარღვთა სისტემისთვის და ისინი ამცირებენ სიმსივნის განვითარების ალბათობას.

20. ასკი

ასკი გახლავთ იამაიკის ნაციონალური ხილი, რომელიც მდიდარია შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავებით, A ვიტამინით, თუთიითა და ცილებით. იგი მწიფე უნდა მიირთვათ, ხოლო შავი თესლი აუცილებლად უნდა მოაშოროთ.

21. ზღვის პროდუქტები

სიოკარა არის იაპონური სამზარეულო, რომელიც არც თუ ისე მადისაღმძვრელად გამოიყურება, მაგრამ პოპულარულია უმი კერძების მომზადებით. ეს კერძი ზღვის სხვადასხვა არსებების ხორცის ნაჭრებისგან მზადდება, რომელსაც სქელ, ყავისფერ პასტასთან ერთად ათავსებენ, ეს პასტა ამ არსებების დამარილებული და ფერმენტირებული ორგანოებისგან მზადდება.

22. კვერცხი

ითვლება, რომ უმი კვერცხის მიღება ორგანიზმში ამაღლებს ცილებს, ზოგიერთი სპორტსმენი კი ვარჯიშამდე მისგან დამზადებულ კოქტეილს სვამს. თუმცა, ზოგიერთ ადამიანს სალმონელათი დაავადების ეშინია, ამის რისკი ძალიან დაბალია. ნამდვილი, უმი კვერცხის ალტერნატივა თხევადი კვერცხის მიღება გახლავთ, რომელიც პასტერიზებულია და საჭმელად ვარგისია.

23. კარტოფილი

კარტოფილის ჭამა უმ მდგომარეობაშიც შეიძლება. მაგრამ უფრთხილდით მწვანე შეფერილობის კარტოფილს, რადგან მასში ნაპოვნ გლიკოკარალოიდებს შეუძლიათ დიარეის, ან კიდევ უფრო სერიოზული, კომის გამოწვევა.

24. სოკო

ყველას არ მოსწონს მომზადებული სოკო, რომ აღარაფერი ვთქვათ ნედლზე, მაგრამ იგი ძალიან სასარგებლოა ჩვენთვის. სოკო შეგიძლიათ ზეთში, მარილში ან ნიორში მოამზადოთ, ან უბრალოდ მოთუშოთ. სოკოს ათამდე სახეობა არსებობს, რომელთა უმად ჭამაც შეიძლება.

25. მუსკატის კაკალი

ამ სანელებლის ნედლი სახით ჭამა არ არის საშიში, მაგრამ მხოლოდ ცოტაოდენის ჭამა შეიძლება. თუ მას დიდი რაოდენობით მიირთმევთ, შესაძლოა მირისტიცინით მოიწამლოთ, რამაც შეიძლება მეხსიერების დაკარგვა და მხედველობის დაქვეითება გამოიწვიოს.