20 პროდუქტი, რომლის შენახვაც უფრო დიდხანს შეიძლება, ვიდრე თქვენ გგონია

2505

ჩვენი რედაქცია წარმოგიდგენთ იმ 20 პროდუქტის ჩამონათვალს, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში ინახება.

1. მაკარონი.

ჩვეულებრივი გამხმარი მაკარონი ყოველგვარი საკვები დანამატის გარეშე არაჩვეულებრივად ინახება 10 წლის განმავლობაში ცივ, ბნელ ადგილას.

ხოლო მაკარონი საკვები დანამატებით, მაგალითად, ტომატის სოუსით, დიდხანს არ ინახება, მისი ვარგისიანობის ვადა მაქსიმუმ 6 თვეა.

2. თაფლი.

თუ თაფლს მინის სუფთა ჭურჭელში შეინახავთ, თავსახურს მჭიდროდ დაახურავთ და ბნელ ოთახში მოუძებნით ადგილს, იგი ათწლეულების მანძილზეც კი შეინახება, თუმცა, რა თქმა უნდა, დაშაქრდება.

აუცილებელია, რომ მძიმე ტენიანობის მქონე პროდუქტი არ მოათავსოთ მასთან ახლოს და არ გაათბოთ ჭურჭელი შენახვის დროს. იმ ოთახის ტემპერატურა, სადაც თაფლს ინახავთ, აუცილებლად სტაბილური უნდა იყოს.

3. ბერძნული კაკალი. 

ბერძნული თხილი თავისივე ნაჭუჭში საშინაო პირობებში 12 თვის განმავლობაში ინახება. მთავარია, რომ კაკალი იყოს ხარისხიანი, მისი ნაჭუჭი არ უნდა იყოს დეფექტიანი.

შეინახეთ კაკალი ნაჭრის ტომარაში, ბოსტნეულის სპეციალურ ბადეებში, მუყაოს ან ხის ყუთში, ბნელ და ცივ ადგილას.

4. პური. 

იმისათვის, რომ პური დიდი ხნის განმავლობაში შეინახოთ, აუცილებელია მისი გაყინვა. ასე იგი პრაქტიკულად არ კარგავს გემოსა და საკვებ თვისებებს.

5. ჩირი. 

ჩირი, როგორც მრავალი სხვა პროდუქტი, უმჯობესია შეინახოთ ბნელ და მშრალ ადგილას, -10-დან +10-გრადუსამდე ტემპერატურის მქონე ოთახში.

თუ ჩირი მინანქრითაა, მისი ვარგისიანობის ვადა გაცილებით ნაკლებია და ინახება არა უმეტეს 4 თვისა.

6. მცენარეული ზეთი.

იმისათვის, რომ ზეთი 2 წლის განმავლობაში შეინახოთ ოთახის ტემპერატურაზე, გადაასხით იგი მინის ქილაში და შეინახეთ ბნელ და ცივ ადგილას. შეგიძლიათ ასევე ზეთს რამდენიმე მწიკვით მარილი დაუმატოთ.

ეს არ ეხება სელის ზეთს, რომელიც რომელიც სწრაფად მწარდება ოთახის ტემპერატურაზე, იგი მაცივარში უნდა შეინახოთ.

7. მოშუშული ხორცი. 

გაუხსნელი მოშუშული ხორცის შენახვის ვადა საშუალოდ 5 წელია. როგორც წესი, ვარგისიანობის ვადა დამოკიდებულია მის შესაფუთ კონტეინერზე. იგი უნდა იყოს ალუმინის ან კალის. დიდი ოდენობით ცხიმის გამო მოშუშული ღორის ხორცი გაცილებით მალფუჭებადია, ვიდრე ძროხის. მოშუშული ხორცის შესანახად საუკეთესო ადგილი სამზარეულოს კარადა გახლავთ, იგი ოთახის ტემპერატურაზე უნდა შეინახოთ.

8. ფქვილი.

მაღალი ხარისხის ხორბლის ფქვილის შენახვის მაქსიმალური ვადა 12 თვეა. სოიოს, შვრიისა და სიმინდის ფქვილი კი გამოშვებიდან 10-12 თვეა ვარგისი. ბრინჯის ფქვილის შენახვის მაქსიმალური ვადა 9 თვეა, წიწიბურისა და ჭვავის-ნახევარი წელი. მთელი მარცვლეულის ფქვილი 3 თვეზე მეტ ხანს არ გასტანს.

9. ქათმის კვერცხი.

მაცივარში ქათმის ახალი კვერცხი უპრობლემოდ შეინახება 6 თვის განმავლობაში და გემოსაც არ შეიცვლის, მხოლოდ კვერცხის ცილა გახდება შედარებით თხევადი, თუმცა, ეს არ მოქმედებს გემოზე ან სხვა თვისებებზე.

10. მშრალი რძე. 

მშრალი რძე შეგიძლიათ ფაფის ან ყავის მოსამზადებლად გამოიყენოთ. მისგან ასევე შეგიძლიათ მოამზადოთ კრემი ან ნამცხვარი. დაპაკეტებული მშრალი რძე 10 წელზე მეტხანს გასტანს.

11. კარაქი. 

გასაოცარია, მაგრამ კარაქის შენახვა, მაცივრის გარეშეც კი დიდი ხნის განმავლობაშია შესაძლებელი. ოღონდ-თხევად მდგომარეობაში. დაბალ ცეცხლზე გაადნეთ კარაქი, მოაშორეთ წყალი და დატოვეთ მხოლოდ ცხიმი.

ამის შემდეგ, გამდნარი კარაქი ჩაასხით მინის ან კერამიკის ჭურჭელში. ასეთ მდგომარეობაში კარაქი არ გაფუჭდება 6 თვე, იგი არც გემოს და არც საკვებ თვისებებს დაკარგავს.

12. პარმეზანი. 

პარმეზანის ვარგისიანობის ვადა 6 თვე გახლავთ. ოღონდ, იგი უნდა ინახებოდეს მაცივრის კარზე ან ქვედა უჯრაში, ტემპერატურა კი უნდა იყოს არანაკლები 6-8 გრადუსისა.

პარმეზანის ნაჭრები შეგიძლიათ ასევე შეინახოთ მაცივარში, ოღონდ, ისინი უნდა შეფუთოთ პერგამენტის ქაღალდში. ეს ხერხი ასევე გამოგადგებათ იმ შემთხვევაშიც, თუ ზედმეტად ბევრ ყველს გახეხავთ და მის შენახვას მოინდომებთ.

13. ვაშლი. 

ვაშლი თავს ყველაზე უკეთ ცივ ადგილას გრძნობს. იგი აუცილებლად უნდა მოათავსოთ მაცივარში მშრალი ხილისა და ბოსტნეულის კამერაში.

სასურველია, ასევე მოათავსოთ ვაშლი ცელოფნის პარკში, რომ არ დაკარგოს ტენიანობა. ასე ვაშლი მაცივარში გასტანს 1 თვეზე ნაკლებს.

14. მაგარი სასმელები. 

კონიაკი, ვისკი და რუმი-დაძველებული სასმელებია, ისინი არ იცვლება ბოთლებში და მათი შენახვა ძალიან დიდი ხნითაა შესაძლებელი. ალკოჰოლის ასაკის იმის მიხედვით ითვლება, თუ რამდენ ხანს იყო იგი კასრში.

თუმცა, არყის ვარგისიანობის ვადა მხოლოდ 2 წელია.

15. ხახვი. 

თუ ხახვს სწორად შეინახავთ, იგი 6 თვეს გასტანს. მისი შენახვა არ ღირს კარტოფილთან და სხვა ბოსტნეულთან. ეს იმის გამო, რომ ხახვი შთანთქავს ტენიანობას.

ასევე, ხახვის ბოლქვები შეგიძლიათ შეინახოთ ძველ კოლგოტებში ან ჩულქებში. როდესაც კოლგოტში ერთ ცალ ხახვს მოათავსებთ, იგი უნდა განსაკვოთ და ასე დააშოროთ ერთმანეთს ბოსტნეული, რომ დიდხანს გასტანოს.

16. შაქარი.

შაქრის გარეშე ჩვენი ცხოვრება უაზრო და მოსაწყენი იქნებოდა. იმისათვის, რომ ამ პროდუქტმა არ შთანთქოს ტენიანობა, კონტეინერში მასთან ერთად თეთრი ბრინჯი უნდა მოათავსოთ.

დაიმახსოვრეთ: შაქრით სავსე ტომარა არ უნდა იდოს იატაკზე, იგი აუცილებლად უნდა შეინახოთ ფიცარნაგში, შემაღლებულ ადგილას. ასე შაქრის ვარგისიანობის ვადა 10 წელზე მეტი იქნება.

17. ძმარი. 

ყველა ტიპის ძმრის შენახვა უსასრულობამდეა შესაძლებელი. მჟავის მაღალი კონცენტრაცია პროდუქტში ხელს უშლის მავნე მიკროფლორას წარმოქმნას.

თუმცა, ზოგიერთი მწარმოებელი გვირჩევს, რომ ძმარი გამოშვებიდან 2 წლის ვადაში გამოვიყენოთ.

18. გამხმარი ლობიო. 

ამ ტიპის პროდუქტის გრძელვადიანი შენახვის საიდუმლო სწორი დამუშავება და სპეციალურად შექმნილი პირობებია.

იმისათვის, რომ პარკოსანთა ოჯახის მცენარემ 10 წელზე მეტხანს გასტანოს, იგი აბსოლუტურად გამომშრალი უნდა იყოს და გერმეტულ კონტეინერებში უნდა შეინახოს ცივ, ბნელ ადგილას.

19. გამომშრალი ხორცი.

ეს პროდუტი ძირძველი ამერიკელების ჩვეულებრივი საკვებია, რომელიც მაცივრის გამოგონებამდე არსებობდა.

“სუპერფუდის” მწარმოებელი ირწმუნება, რომ მისი შენახვა საშინაო პირობებში 50 წლის განმავლობაშია შესაძლებელი ჰაერგაუმტარ, მშრალ გერმეტულ კონტეინერში, ცივ და ბნელ ადგილას.

20. ჩაი და ყავა. 

ჩვეულებრივი დაფქული ყავა ვაკუუმურ შეფუთვაში 1-2 წელს გასტანს, დაუფქვავი ყავის მარცვლები კი დაახლოებით 5 წელს. იმისათვის, რომ ყავამ შესანიშნავი არომატი არ დაკარგოს, უმჯობესია იგი დაუფქვავ მდგომარეობაში შეინახოთ.

პაკეტებში დაფასოებული ჩაის ვადა ერთი წელი და 6 თვეა, ხოლო ნატურალური ფოთლის ჩაი გაცილებით მეტხანს ძლებს.