15 კულინარიული ხრიკი შეფ-მზარეულებისგან. ასე ყველაფერი გაცილებით მარტივია

1634

ყველა გამოცდილ დიასახლისს საკუთარი ხრიკები აქვს, რომელთა დახმარებით ყოველდღიური ყოფა-ცხოვრების გამარტივებაა შესაძლებელი. გარდა საყოფაცხოვრებო გონივრული ხრიკების შესწავლისა და დამახსოვრებისა, არანაკლებ მნიშვნელოვანია, დავეუფლოთ იმ კულინარიულ ხრიკებს, რომელთა წყალობით სხვადასხვა გმერიელი და არომატული კერძების მომზადება კიდევ უფრო სწრაფად და მარტივად არის შესაძლებელი. რჩევები, რომელთაც დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ, ყველაზე გამოცდილ მზარეულებსაც კი გამოადგებათ.

გთავაზობთ პროფესიონალი შეფ-მზარეულების მიერ გაზიარებულ სხვადასხვა ძალიან პრაქტიკულ კულინარიულ ხრიკებს. ამ მარტივი ხრიკების წყალობით თქვენ ხანმოკლე დროში თავად იქცევით პროფესიონალ მზარეულად.

ხრიკები, რომელთაც ყველაზე ცნობილი შეფ-მზარეულები იყენებენ:

1. ხორცის კერძების დამზადებისას ყოველთვის გამოიყენეთ ლიმონის წვენი. ასე ხორცი უბრო რბილი და აროამტული იქნება.

2. ბრინჯი იდეალურად თეთრი რომ გამოვიდეს, ხარშვის დროს ჩაამატეთ წყალში 1 ჩაის კოვზი ძმარი.

3. ნებისმიერ სალათს კიდევ უფრო პიკანტური გემო რომ მიანიჭოთ, ჭურჭელს, რომლითაც მას სუფრაზე მიიტანთ, წაუსვით ნიორი.

4. ხორცი არაჩვეულებრივად მარინადდება ლუდის, სოიოს სოუსის, მარილისა და პილპილის ნარევში.

5. კოტლეტებისთვის ფარშის მომზადებისას ჩაამატეთ მასში ერთი მუჭა ყინულის კუბიკები. ასე კოტლეტი გაცილებით წვნიანი და გემრიელი გამოვა.

6. მოხარშული კვერცხის გული მისი შუაზე გაჭრისას რომ არ დაიფშვნას და დაიშალოს, ჩაალბეთ დანა ცივ წყალში.

7. თუ გსურთ, სხვადასხვა კერძებში ბადრიჯნის მომწარე გემო მკვეთრად არ იგრძნობოდეს, დაჭერით ის, დაამარილეთ, გარეცხეთ და მხოლოდ ამის შემდეგ დაამატეთ კერძში.

8. სოკო აუცილებლად უნდა დამარილდეს უშუალოდ კერძის დამზადების ბოლო ეტაპზე, რათა ის არ დანაოჭდეს და ვიზუალურად არ დამახინჯდეს.

9. გამომშრალი ბალახეულისა და სხვადასხვა სანელებლებისთვის სუნისა და არომატის გასაძლიერებლად, დაბრაწეთ ის კარაქზე ან მცენარეულ ზეთზე.

10. ცნობილი შეფ-მზარეულები ვანილს არა მხოლოდ დესერტებში, არამედ ბოსტნეულის სალათებშიც იყენებენ, რათა მათ პიკანტური გემო მიანიჭონ.

11. სხვადასხვა გემრიელ კერძებში სუხარის მაგივრად აუცილებლად გამოიყენეთ კარგად დაფქული ნიგოზი. ნებისმიერი კერძი, მათ შორის ხორცის კერძებიც კი, ასე გაცილებით გემრიელი და არომატული გამოვა.

12. თუ წვნიანში ზედმეტად მლაშე გამოგივიდათ, ჩადეთ მასში ნაჭრისგან შეკერილი პატარა ტომარა, რომელშიც ბრინჯს მოათავსებთ. ბრინჯი სწრაფადვე შეიწოვს მარილს სუპიდან.

13. ვაშლის პეროგის გამოცხობისას ნაყოფი ფსკერისკენ რომ არ წავიდეს, ამოავლეთ ის მცირეოდენ ფქვილში.

14. ვინეგრედისთვის საუცხოოდ არომატული გემოს მისანიჭებლად, ჩაამატეთ მასში სუფრის კოვზი რძე და ერთი ჩაის კოვზი შაქარი.

15. ნუში კანისგან ხელის მარტივი მოძრაობით რომ გაასუფთავოთ, ხარშეთ ის მდუღარე წყალში 3-5 წუთით, ხოლო შემდეგ – ჩაალბეთ ცივ წყალში.

აუცილებლად ჩაინიშნეთ ეს მარტივი ხრიკები და გაუზიარეთ სტატია მეგობრებსაც. როდესაც მათ თავად გამოცდით, დარწმუნდებით თითოეული ხრიკის საოცარ ეფექტურობაში. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!