ბანანს ბევრი სასარგებლო თვისება აქვს. არა მხოლოდ შიგთავსის მიღებაა ძალიან სასარგებლო, არამედ ბანანის კანიც ძალიან კარგია კანისთვის, თმისთვის და სახისთვისაც კი. როგორც ჩანს, ყვითელი ეგზოტიკური ხილის სარგებელი უსაზღვროა, მაგრამ უნდა იცოდეთ ისიც, რომ იგი შესაძლოა საზიანოც აღმოჩნდეს ორგანიზმისთვის, თუ მას დიდი ოდენობით მიიღებთ.
აი, რა დაემართება თქვენს ორგანიზმს, თუ არ მიირთმევთ ბანანს საუზმეზე, სადილსა და ვახშამზე.
1. წონაში მატება.
დამეთანხმებით, რომ ბანანი ორცხობილაზე, ჩიფსებსა და ტკბილეულზე ნაკლებად კალორიულია, მაგრამ იგი მაინც დიდი ოდენობით კალორიებს შეიცავს და ორგანიზმს ზედმეტი კილოგრამების მომატებაში უწყობს ხელს.
ხილი 75% წყალია და როცა მას მიირთმევთ, მალევე ნაყრდებით, ამიტომ, 1-2 ცალი ბანანი საკმარისია იმისათვის, რომ შიმშილის გრძნობა მოიკლათ.
2. შაკიკი.
ტირამინისა და ჰისტამინის კომბინაცია ამ ხილში, თავის ტკივილის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.
ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ უნდა შეწყვიტოთ ბანანის ჭამა, რადგან მათ ბევრი სასარგებლო თვისებაც აქვთ. თქვენ უბრალოდ უნდა შეამციროთ მისი მიღება, ან თავი აარიდოთ, თუკი შაკიკით იტანჯებით.
3. ჰიპერგლიკემია.
ბანანი კალიუმის შესანიშნავი წყაროა, მაგრამ ამ ხილის დიდი რაოდენობით მიღება საზიანოა ჯანმრთელობისთვის. ბევრი ბანანის ჭამა ორგანიზმში კალიუმის ჭარბ რაოდენობას იწვევს, რამაც შესაძლოა ჰიპერგლიკემია გამოიწვიოს.
ამ მდგომარეობაში ყოფნისას გეწყებათ გულისრევა, ნელდება პულსი, გულისცემა ხდება არარეგულარული. შესაძლოა გულის გაჩერებაც კი გამოიწვიოს.
4. ნერვული აშლილობა.
ბანანი შეიცავს დიდი რაოდენობით B6 ვიტამინს, მათმა გადაჭარბებულმა დოზამ შესაძლოა ნერვული აშლილობა გამოიწვიოს. თუმცა, იმისათვის, რომ B6 ვიტამინი გადაჭარბებული დოზით მიიღოთ, დღეში 100 ც ბანანი უნდა მიირთვათ.
5. ძილიანობა.
ბანანს შეუძლია ძილიანობა გამოიწვიოს. ის მდიდარია ტრიპტოფანით-შეუცვლელი ამინომჟავით, რომელიც აქვეითებს გონებრივ შესაძლებლობებს და ანელებს ორგანიზმის რეაქციას ძილის ნაკლებობის გამო.
ბანანი ასევე შეიცავს დიდი რაოდენობით მაგნიუმს-მინერალს, რომელიც ხელს უწყობს კუნთების შესუსტებას. სწორედ ამიტომ არის კარგი ბანანის მირთმევა ძილის წინ.
6. ალერგიული რეაქცია.
ძალიან იშვიათად, მაგრამ დიდი რაოდენობით ბანანის მიღების შემდეგ შესაძლოა იმუნურმა სისტემამ ალერგიით მოახდინოს რეაგირება.
ადამიანს, რომელსაც ასეთი ალერგია აქვს, უსივდება ენა და ტუჩები, უშრებათ ყელი. ადამიანები, რომლებიც ამბროზიით იტანჯებიან, შესაძლოა განიცადონ იგივე შეგრძნებები ბანანის მიღების შემდეგ.
7. მუცლის ტკივილი.
არასაკმარისად მწიფე ბანანმა შესაძლოა ძლიერი მუცლის ტკივილი გამოიწვიოს. ტკივილთან ერთად, შესაძლოა გულისრევაც გქონდეთ.
საქმე იმაშია, რომ მწვანე ბანანი დიდი რაოდენობით სახამებელს შეიცავს, რომლის გადამუშავებაშიც ორგანიზმს ძალიან დიდი დრო სჭირდება. ტკივილთან ერთად შესაძლოა გქონდეთ დიარეა ან ღებინება.
8. რესპირატორული პრობლემები.
კიდევ ერთი ალერგიული რეაქცია ბანანის მიმართ შეიძლება იყოს ყელის ანთება, სუნთქვის ტრაქტის სტენოზის ანთება და, შესაბამისად, სუნთქვის პრობლემები და სერიოზული გართულებები ყლაპვის დროს.
9. კბილების გაფუჭება.
სახამებლის მაღალი შემცველობის გამო ბანანმა შესაძლოა სერიოზული ზიანი მიაყენოს თქვენს კბილებს, თუ ჰიგიენას სწორად არ დაიცავთ.
ზოგიერთი კვლევის თანახმად, ბანანი შესაძლოა უფრო მავნე იყოს პირის ღრუსთვის, ვიდრე ტკბილეული, კონფეტები და საღეჭი რეზინი. საქმე იმაშია, რომ შაქარი უფრო სწრაფად იხსნება პირის ღრუში, ვიდრე სახამებელი.
ისეთი პროდუქტებისას მიღებისას, როგორიც ბანანია, მათი ნარჩენები რჩება კბილებს შორის 2 საათის განმავლობაში. ისინინ იზიდავენ უფრო მეტ ბაქტერიას, რაც კბილების გაფუჭბას და პირის ღრუს გაღიზიანებას იწვევს.
10. ანაფილაქსიური შოკი.
ზოგიერთი ადამიანი, რომლებსაც ბანანზე ალერგია აქვთ, არტერიული წნევის უეცარ ვარდნას განიცდიან.
ამიტომ, როდესაც ბანანს მიირთმევთ, აუცილებელია ისეთი ინდიკატორების მონიტორინგი, როგორებიცაა პულსის სიხშირის ზრდა ან შემცირება, სხეულის საერთო ტონუსი და სისუსტის არარსებობა.
მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ასეთი ალერგიული რეაქცია ხშირია ბავშვებში.
11. ყაბზობა.
მწვანე ბანანი სავსეა სახამებლით, რაც ყაბზობის რისკს ზრდის, იგი ასევე შეიცავს დიდი დოზით სათრიმლავ მჟავას, რომელსაც დამთრგუნველი ეფექტი აქვს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე.
სათრიმლავი მჟავა ხელს უშლის კუჭ-ნაწლავის აქტივობას დასაჭმლის ნორმალურად მონელებას.
12. შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკი.
მაღალი გლიკემიური ინექციის მქონე საკვების გადაჭარბებულმა მოხმარებამ შესაძლოა ორი ტიპის დიაბეტი, სიმსუქნე და კარდიოვასკულარული დაავადებები განავითაროს, ამიტომ აუცილებელია ბანანის მიღების რეგულირება.
ეს განსაკუთრებით ეხება გადამწიფებულ ბანანს, რადგან მასში უფრო მეტი გლიკემიური მაჩვენებელია, ვიდრე რეგულარულ ბანანში. შაქრიანი დიაბეტის რისკის თავიდან ასაცილებლად, ყურადღება მიაქციეთ, რამდენ ბანანს შეჭამთ დღის განმავლობაში.