10 რეცეპტი საუკეთესო ცხელი შოკოლადის მოსამზადებლად, რომლებიც გაგითბობთ შემოდგომის ცივ დღეებს

2860

როდესაც შემოდგომა მოდის და ამინდი თანდათან ცივდება, ყოველთვის მინდა თბილ ადეალაში გავეხვიო და რაღაც თბილი და გემრიელი დავლიო. ცუდი ამინდების გაგმო თქვენ შესაძლოა ენდორფინების ნაკლებობას განიცდიდეთ, ამიტომ ჩვენ გთავაზობთ მათი რაოდენობის გაზრდას ტკბილი და არომატული ცხელი შოკოლადის მეშვეობით.

ჩვენ გთავაზობთ 10 შესანიშნავ რეცეპტს, საშინაო პირობებში ცხელი შოკოლადის მოსამზადებლად.

ცხელი შოკოლადი პიტნით

ინგრედიენტები

  • 300 მლ რძე
  • 50 გრ რძიანი შოკოლადი
  • 1 ჩ.კ. ბაღის პიტნა

 მომზადების წესი

იმისთვის, რომ მოამზადოთ ცხელი შოკოლადი პიტნით, აადუღეთ რძე. როდესაც იგი დუღილს დაიწყებს, დაუმატეთ რძიანი შოკოლადი. ადუღეთ დაბალ ცეცხლზე, სანამ შოკოლადი მთლიანად არ გადნება და მასა ერთგვაროვანი გახდება. ბოლოს დაუმატეთ დაჭრილი ბაღის პიტნა და დამატებით 2 წუთით ადუღეთ. დატკბით არომატული სასმელით!

ცხელი შოკოლადი ფორთოხლით

ინგრედიენტები

  • 300 მლ რძე
  • 0,5 ს.კ. შაქარი
  • 0,5 ს.კ. ფორთოხლის ცედრა
  • 60 გრ მუქი შოკოლადი

მომზადების წესი

ფორთოხლის ცედრა წვრილად გახეხეთ. აადუღეთ რძე, დაუმატეთ შაქარი და ცედრა. ადუღეთ 5 წუთით. შემდეგ დაუმატეთ შოკოლადი და ადუღეთ მანამ, სანამ შოკოლადი ბოლომდე გადნება. გემრიელად მიირთვით!

ვეგეტარიანული

ინგრედიენტები

  • 300 მლ ნუშის რძე
  • 1 ს.კ. დაუმტკბარი კაკაო
  • 2 ჩ.კ. ყავისფერი შაქარი

მომზადების წესი

ეს ვარიანტი იდეალურია მათთვის, ვისაც ძროხის რძე არ უყვარს ან მას საერთოდ არ ეტანება. ვეგეტარიანული ცხელი შოკოლადის მოსამზადებლად აადუღეთ ნუშის რძე. ფინჯანში ჩაყარეთ კაკაო, დაასხით ცოტაოდენი რძე, მოურიეთ, რომ კაკაო მთლიანად გაიხსნას. ნაზავი ჩაასხით ნუშის რძეში, მოადუღეთ და შაქარი დაუმატეთ.

ცხარე

ინგრედიენტები

  • 300 მლ რძე
  • 150 გრ მუქი შოკოლადი
  • 0,5 ჩ.კ. დარიჩინი
  • მწიკვით ცხარე წითელი პილპილი

ცხარე კერძების მოყვარულთათვისაც არსებობს ცხელი შოკოლადის რეცეპტი. აადუღეთ რძე, დაუმატეთ დარიჩინი და პილპილი. ადუღეთ 2 წუთით, შემდეგ შოკოლადი დაუმატეთ. მოადუღეთ, სანამ შოკოლადი მთლიანად არ გადნება. ცხარე ცხელი შოკოლადი მზადაა!

მიწისთხილის

ინგრედიენტები

  • 300 მლ რძე
  • 75 მლ ნაღები (15%-იანი)
  • 120 გრ რძიანი შოკოლადი
  • 1 ს.კ. მიწისთხილის პასტა

გააცხელეთ ნაღები, მაგრამ არ მოადუღოთ. დატეხეთ შოკოლადი და ნაღებს შეურიეთ, სანამ არ გადნება. შემდეგ ეს ნაზავი ჩაასხით ცხელ რძეში, მოურიეთ და მოადუღეთ. ბოლოს დაუმატეთ მიწისთხილის პასტა, მოურიეთ და კიდევ ერთი წუთით ადუღეთ.

გოგრის

ინგრედიენტები

  • 300 მლ რძე
  • 1 ჩ.კ. ნეკერჩხლის სიროფი
  • 1 ჩ.კ. კაკაო
  • დაფქული ჯანჯაფილი
  • მუსკატის კაკალი
  • დაფქული მიხაკი
  • დაფქული ბაჰარი

ეს ცხელი სასმელი წარმოუდგენელი არომატითა და გემოთი გამოირჩევა. ეს სანელებლების ნაზავი – გოგრის ღვეზელის კლასიკური ნაზავია. კაკაოს შეურიეთ მწიკვით თითოეული სანელებელი და შემდეგ ზუსტად იმ სქემით მოამზადეთ, როგორც ვეგეტარიანული. სულ ბოლოს დაუმატეთ ნეკერჩხლის სიროფი.

შეგიძლიათ ნეკერჩხლის ნაცვლად გოგრის სიროფი გამოიყენოთ. ასე თქვენ ნამდვილ გოგრის ცხელ შოკოლადს მიიღებთ.

“Nutella”

ინგრედიენტები

  • 300 მლ რძე
  • 2 ს.კ. Nutella
  • 1 ს.კ. კაკაო
  • მწიკვით მარილი

მომზადების წესი

მოადუღეთ კაკაო თქვენთვის უკვე ნაცნობი მეთოდით. მზა სასმელს დაუმატეთ Nutella და მწიკვით მარილი. მოურიეთ და დატკბით წარმოუდგენელი გემოთი.

კარამელის

ინგრედიენტები

  • 300 მლ რძე
  • 150 გრ რძიანი შოკოლადი
  • 75 მლ ცხიმიანი ნაღები (15%-იანი)
  • კარამელის სიროფი

აადუღეთ რძე და ნაღები დაუმატეთ. ამ რძიან ნაზავში გაადნეთ შოკოლადი და დაუმატეთ კარამელის სიროფი. გააგრილეთ და დააგემოვნეთ.

ლავანდას

ინგრედიენტები

  • 300 მლ რძე
  • 50 გრ თეთრი შოკოლადი
  • ლავანდას გამხმარი ყვავილები

აადუღეთ რძე, დაუმატეთ ლავანდას გამხმარი ყვავლები. მოადუღეთ 5 წუთის განმავლობაში, შემდეგ გაწურეთ, რომ სასმელში ყვავილები აღარ იყოს. რძეში შოკოლადი გაადნეთ და მოადუღეთ კიდევ 2 წუთით. გემრიელად მიირთვით!

ირლანდიური

ინგრედიენტები

  • 300 მლ რძე
  • 50 გრ რძიანი შოკოლადი
  • 60 მლ ლიქიორი Baileys

გაადნეთ შოკოლადი რძეში. გადმოდგით ცეცხლიდან, ოდნავ გააგრილეთ და ლიქიორი დაუმატეთ. თუ ლიქიორი არ გაქვთ, შეგიძლიათ ცოტაოდენი ვისკი ან კონიაკი დაუმატოთ. ეს სასმელი საუკეთესოდ გაათბობს შემოდგომის ცივ საღამოს.