10 პროდუქტი, რომელსაც ამ დრომდე არასწორად ჭამდით

1461

ზოგიერთ პროდუქტს ხელოსანი სჭირდება, რომ გაფცქვნათ და მიირთვათ. ეს რა თქმა უნდა ხუმრობით. მაგრამ არსებობს რიგი პროდუქტებისა, რომლებსაც დღემდე არასწორად მიირთმევდით, თუმცა, თუ იცით მათი სწორად ჭამის საიდუმლო, პროცესი ბევრად უფრო მარტივად მოგეჩვენებათ.

1. ორცხობილა ორეო.

როდესაც ორცხობილას რძეში აწობთ, თქვენი თითები დაგიბინძურდეთ, რაც, ზოგადად არაჰიგიენურია. ამიტომ, უბრალოდ ჩაასეთ ორცხობილას რბილ ნაწილში ჩანგლის ან კოვზის სახელური, ამის შემდეგ კი ჩააწეთ ორეო რძეში.

2. მარწყვი.

ამ კენკრისგან “კუდების” მოშორებისას თქვენ თვით მარწყვის მცირე ნაწილს კარგავთ. ამიტომ, იმისათვის, რომ ამ კენკრისგან მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ, თქვენ უბრალოდ, კოქტეილის ჩხირით უნდა “მიბიძგოთ” მარწყვის წვერიდან მის კუდს.

3. ქათმის ფრთები. 

ქათმის ფრთები ძალიან გემრიელია, თუმცა, მისი ბოლომდე ჭამა შეუძლებელია, რადგან ხორცის ნაწილი ძვლებში იმალება. მისი ჭამისთვის საუკეთესო გზას გასწავლით: გახლიჩეთ ხრტილი ქათმის ფრთის ყველაზე ფართო ადგილას, ფრთხილად დაგრიხეთ და შემდეგ გამოაცალეთ პატარა ძვლები. გაიმეორეთ იგივე დიდ ძვალზეც.

4. ფორთოხალი.

ეს უგემრიელესი ხილი გეხმარებათ იმუნური სისტემის გაძლიერებაში, მაგრამ მისი შიგთავსის კანისგან გათავისუფლება ცოტათი რთულია.

იმისათვის, რომ ფორთოხალი ადვილად გათალოთ, გაჭერით ორ ნაწილად და მხოლოდ ერთ მხარეს გაუკეთეთ ჭრილი. შემდეგ უბრალოდ გახსენით კუთხეები, როგორც გარმონი.

5. ბარდა.

საკმაოდ რთულია ამ პატარა ბურთულების ჩანგლით აღება თეფშიდან, ამიტომ, მიმართეთ მარტივ გზას, როგორც ამას ბრიტანელები აკეთებენ-უბრალოდ დაჭყლიტეთ ბარდა ჩანგლით, რომ მისი ჭამა უფრო გაგიადვილდეთ.

6. მოხარშული კვერცხი.

მოხარშული კვერცხის ნაჭუჭისგან გათავისუფლება მარტივი ნამდვილად არ არის. იმისათვის, რომ საქმე უფრო გაიმარტივოთ, უნდა მოხარშოთ კვერცხი 1 ჩ.კ. სოდასთან ერთად. როდესაც კვერცხი მზად იქნება, გაჭერით მეოთხედი ზომის ხვრელი კვერცხის ორივე მხარეს და უბრალოდ გამოაგდეთ კვერცხი ნაჭუჭისგან.

7. ჰამბურგერი. მიირთვით ჰამბურგერი ყირამალა, ასე ნახევარი ფუნთუშას ზედა ნაწილი უფრო მეტ წვენს შეიწოვს, ვიდრე ქვედა ნაწილი და იგი უფრო მეტ გემოს შესძენს თქვენს ბურგერს.

8. ფისტა. გამოიყენეთ ფისტას ნაჭუჭი, რომ სხვა ფისტა მარტივად გაარჩიოთ.

9. საზამთრო. დაჭერით საზამთრო მართკუთხედ ნაჭრებად. ასე უფრო ნაკლები არეულობა გექნებათ.

10. ანანასი. ანანასის საჭმელად დანა სულაც არ გჭირდებათ, უბრალოდ მოტეხეთ მისი ნაჭრები ერთი-მეორის მიყოლებით.