Gastronomia.ge-ს რედაქცია გასწავლით, როგორ მოამზადოთ გემრიელი, ნაზი, მსუბუქი, ჰაეროვანი საფუარის ტკბილი ცომი ტკბილეულის გამოსაცხობად.
ინგრედიენტები:
- 1 კგ ფქვილი
- 0,5 ლ რძე
- 250 გრ შაქარი
- 50 გრ საფუარი
- 100 გრ მარგარინი/კარაქი
- მწიკვი მარილი
მომზადების წესი:
- 0,5 ლ რძე აიღეთ.
- 100 გრ კარაქი ან მარგარინი გაადნეთ.
- კარაქი და რძე აურიეთ. 50 გრ საფუარი დაუმატეთ. 250 გრ შაქარი და მწიკვი მარილი დაუმატეთ.
- კოვზით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ.
- 1 კგ ფქვილი გაცერით და მასას პატარა ულუფებად დაუმატეთ. თითოეული ულუფა ფქვილი მასას კარგად აურიეთ.
- მას შემდეგ, რაც 1 კგ ფქვილს დაუმატებთ, ასეთი ცომი გამოვა.
- ქვაბს მცენარეული ზეთი წაუსვით და ცომი ჩადეთ. პარკი დააფარეთ და ზუსტად 40-60 წუთით გააჩერეთ.
- როგორც კი, ცომი ძლიერ ამოვა, ჩაზილეთ.
- კვლავ ქვაბში ჩადეთ და პარკი დააფარეთ.
- ცომი კიდევ 2-ჯერ ჩაზილეთ. ახლა ფქვილ მოყრილ მაგიდაზე გადაიტანეთ და ზუსტად 5-10 წუთით ჩაზილეთ. პირდაპირ მაგიდაზე ცომს პარკი დააფარეთ და 15-20 წუთით „დასვენება“ აცადეთ.
ცომი მზადაა და შეგიძლიათ ტკბილი ფუნთუშები გამოაცხოთ. გემრიელად მიირთვით!